izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
23 აპრილი, 2021
„Izrune.ge ბედნიერებასა და სიკეთესთან ასოცირდება“ - ნათია ვართაგავა
Izrune.ge განაგრძობს გუნდის წევრების გაცნობას და ამჯერად ნათია ვართაგავას წარმოგიდგენთ რომელიც პირველი კურსის სტუდენტია, მენეჯმენტის მიმართულებით და ყველაზე მზრუნველ პროექტთან ერთად, ყოველდღიურად, დიდი სიყვარულით ზრუნავს პატარა იზრუნელების განვითარებაზე. როგორ აღმოჩნდა კომპანიაში, რას ნიშნავს მისთვის izrune.ge  და როგორ წარმოუდგენია მისი მომავალი, თუმდაც ხუთი წლის შემდეგ - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს izrune.ge-ს მომხმარებელთა კმაყოფილების გუნდის წევრი - ნათია ვართაგავა პასუხობს: 

- მოგესალმებით! მე ნათია ვართაგავა ვარ, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, მენეჯმენტის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი  და izrune.ge-ს გაყიდვების გუნდის ერთ ერთი წევრი. ჩვენ ორიენტირებულები ვართ მომავალი თაობის  განვითარებასა და მათი შესაძლებლობების გამოვლენაზე.

- ნათია, როგორ აღმოჩნდით კომპანიაში?

-  გაყიდვების დეპარტამენტში გამოცხადდა ვაკანსია, რამაც ძალიან დამაინტერესა, ვინაიდან izrune.ge უშუალოდ ემსახურება მომავალი თაობის განათლებას და მეც, სურვილი გამიჩნდა, წვლილი შემეტანა საკუთარი  შესაძლებლობის ფარგლებში. გავიარე გასაუბრება და შეუძლებელია არ აღვნიშნო - საოცარი, დადებითი ემოციებით დავიმუხტე და მეტად გამიჩნდა სურვილი, მეკეთებინა ეს საქმე. ასე  გავხდი გუნდის წევრი, რაც დღემდე ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს.

- რას ნიშნავს თქვენთვის izrune.ge-ში მუშაობა?

- ჩემთვის ეს სამსახური ასოცირება ბედნიერებას და იმ სიკეთესთან, რომელსაც ყოველდღიური საქმით ვიღებ; ესაა მომავალი თაობის კეთილდღეობაზე ზრუნვა და სამომავლოდ, დიდი შანსი.

- პირადად, რა გევალებათ კომპანიაში - უფრო დეტალურად რომ გვიამბოთ.

- ჩემი პოზიცია ემსახურება გაყიდვების სფეროს. კონკრეტულად, მევალება ინფორმაციის მიწოდება და იმ მომსახურების შეთავაზება მშობლებისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს, დაინახონ საკუთარი შვილების უნარები და შესაძლებობები, გაიზიარონ მათი ბედნიერება და ასევე, თავადაც ჩაერთონ  მათ წარმატებაში; სწორედ ამიტომ არის ჩვენი პროექტი განსხვავებული - მშობლის როლი და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. მოსწავლეს, რომელიც სიზარმაცის გამო თავს არიდებს ტესტებს ან მოტივაცია არ აქვს, izrune.ge-ს ტესტებით და მშობლის ჩართულობით უნდა დავანახოთ, რომ დაუძლეველი და რთული არაფერია, მთავარია, გქონდეს მოტივაცია და გჯეროდეს საკუთარი თავის.
ჩვენი მიზანია, ბავშვებს შევაყვაროთ სწავლა და ვანახოთ, რომ ისინი განსაკუთრებულები არიან; ასევე მშობლებს, რომელებიც დღის განმვალობაში ვერ ახერხებენ შვილებთან დროის გატარებას, სწორედ izrune.ge-ს ტესტები აძლევს საშუალებას, რამდენიმე წუთი მათთან გაატარონ და ერთად გაიარონ ტესტები, რადგან ეს განსაკუთრებულ ძალასა  და მოტივაციას აძლევს ბავშვს, მატებს თავდაჯერებულობას.
გვინდა, უფრო წინ წავიდეთ, მეტ მოსწავლეს მივცეთ საშუალება, ჩაერთონ izrune.ge-ში.  მჯერა, მალე ჩვენი გუნდი მთელ საქართველოს მოედება და ჩვენ, ერთად, დიდი მზრუნველობით გავზრდით წარმატებულ, მოტივირებულ და დამოუკიდებელ ახალ თაობას, რომელიც განათლების დონის გაუმჯობესების საფუძველი გახდება.

- და რა არის საჭირო იმისთვის, მიზანს მიაღწიოთ?

- კომპანიას იმდენად ძლიერი ხელმძღვანელები და  გუნდი ჰყავს, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ, რადგან ჩვენ ვემსახურებით მომავალი თაობის განათლებასა და განვითარებას. შეუძლებელი არაფერია და როდესაც გინდა წარმატებას მიაღწიო, რაშიც ისეთი საგანმანათლებლო პროექტი, როგორიცაა izrune.ge, გიწყობს ხელს, უბრალოდ, უნდა მოინდომო, ირწმუნო საკუთარი შესაძლებლობების. აუცილებელია, ვასწავლოთ ბავშვებს შეცდომებზე და მივუთითოთ სწორი გზა, მივცეთ უფლება, გამოავლინონ  თავი და იამაყონ თავისივე წარმატებით - აი, ეს ყველაფერი დამანახა izrune.ge-მ.

- ალბათ, დიდი პასუხისმგებლობაა საგანმანათლებლო სფეროში ჩართულობა, არ მეთანხმებით?

- რა თქმა უნდა... ჩვენ მოსწავლეების განათლებასა და მათ განვითარებაზე ვართ პასუხისმგებელნი, ვქმნით ნათელ და წარმატებულ მომავალს - პროექტს, რომელიც განათლებაზეა  ორიენტირებული და ამიტომ, უდიდესი პასუხისმგებლობა გვეკისრება;  მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ეს უდიდეს ბედნიერებასთან არის დაკავშირებული - თითოეული ბავშვის წარმატება ჩვენი გუნდის წარმატებაა; ყველა მოსწავლის ღიმილი და თავდაჯერება გვმატებს ძალას, ვაკეთოთ უფრო მეტი და არასოდეს გავჩერდეთ.

- როგორ წარმოგიდგენიათ izrune.ge და საკუთრი თავი თუნდაც 5 წლის შემდეგ?

- izrune.ge ხუთი წლის მერე იმაზე მეტად წარმატებული წარმომიდგენია, ვიდრე ახლაა - დახუნძლული სიახლეებითა და კრეატიული პროექტებით, რომლებიც მოსწავლეებს უფრო დიდ  სურვილს გაუჩენს, იყვნენ ჩვენი  დიდი ოჯახის განსაკუთრებული წევრები; რაც შემეხება მე, დარწმუნებული ვარ, მეტად გავიზრდები, მეტ ნდობას დავიმსახურებ და მოსწავლეებში განათლების დონის ამაღლების კუთხითაც ბევრის გაკეთებას შევძლებ.


რას ამბობენ ჩვენზე