izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
16 აპრილი, 2021
„ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ მოსწავლე იყოს წარმატებული, არამედ ოჯახი გახდეს ამ პროცესის უშუალო მონაწილე“ - ელენე კაჭარავა
„ეტალონს“ ბავშობიდან გულშემატკივრობდა და ყოველთვის უნდოდა, ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა, თუმცა ახლა უზომოდ ბედნიერია, რომ თავად არის ამ დიდი გუნდისა და ყველაზე მზრუნველი პროექტის წევრი.
ელენე კაჭარავა რამდენიმე თვეა izrune.ge-ს გაყიდვების დეპარტამენტში მუშაობს და ერთმუშტად შეკრულ გუნდთან ერთად, ყოველდღიურად ზრუნავს პატარა იზრუნელების ხარისხიან განათლებასა და სწავლის მოტივაციაზე. თუმცა აჯობებს, ამ ყველაფრის შესახებ, ელენემ თავად გვიამბოს.

- მე ვარ ელენე კაჭარავა, მესამე კურსის სტუდენტი. ვსწავლობ ბიზნესის ფაკულტეტზე მარკეტინგის მიმართულებით.

- როგორ მოხვდი Izrune.ge-ში?

- კომპანიამ გაყიდვების დეპარტამენტში ვაკანსია გამოაცხადა, გავიარე გასაუბრება და გავხდი ამ საოცარი გუნდის წევრი. გამოგიტყდებით, ეს დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, თუმცა მოხარული ვარ, რომ მომეცა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება.

- როგორ ახერხებ, შეათავსო სწავლა და სამსახური; ზოგადად, რას ნიშნავს მუშაობა კომპანიაში, რომელიც საგანმანათლებლო სფეროს ემსახურება?

- ზუსტად ამან მიიქცია ჩემი ყურადღება - საგანმანათლებლო სფერო ყოველთვის მაინტერესებდა და ახლა, როგორც სტუდენტისთვის, მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთ სივრცეში მივიღო გამოცდილება. სწავლაში ხელი არანაირად არ მეშლება, პირიქით, დიდ გამოცდილებას ვიღებ და მაქვს მოტივაცია, სწავლა, ცოდნა და პრაქტიკა ერთმანეთს დავუკავშირო. ამაში კი izrune.ge და „ეტალონის“ გუნდი ძალიან მეხმარება.

- რას სთავაზობს izrune.ge-ს გაყიდვების დეპარტამენტი პატარა იზრუნელებს?

- ჩვენ ვთავაზობთ ისეთ პაკეტებს, რომლებიც კავშირშია არა მხოლოდ ფორმალურ, არამედ არაფორმალურ საგანმანათლებლო სივრცესთან. მიზანია სკოლის, ბავშვისა და ოჯახის მჭიდრო კავშირის დამყარება. პირადი განათლების მენეჯერი კი გვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში - ბავშვებში მოტივაციის ამაღლებაში, არსებული ცოდნის გაღრმავებასა და დამატებით ცოდნის მიღებაში. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ მოსწავლე იყოს წარმატებული, არამედ ოჯახი გახდეს ამ პროცესის უშუალო მონაწილე. ვერ წარმოიდგენთ, როგორ უხარიათ ბავშვებს, როდესაც ხედავენ მშობლების მხარდაჭერას; მთავარია, პირველივე კლასიდან მოსწავლეებმა უნდა იგრძნონ - ესაა მათი პასუხისმგებლობა და არა ვალდებულება. ჩვენ ვცდილობთ, რომ დეტალურად მივაწოდოთ ინფორმაცია და ავუხსნათ ჩვენი კომპანიის პრინციპები.

- იგებენ?

- რა თქმა უნდა... ზუსტად ხვდებიან, რასაც ვთავაზობთ; აბსოლუტურად სწორად ხედავენ პრინციპსაც და მიზანსაც.

- სხვათა შორის, ამბობენ, რომ მოსწავლის მშობლებთან ურთიერთობა მარტივი არაა...

- ასე არ ვიტყოდი... ყველაზე მნიშვნელოვანი, მშობლისთვის არის შვილი და ყველაფერი, რაც მას შეეხება; ამიტომ ძალიან საფრთხილოა ეს პროცესი და ჩვენც ვცდილობთ, პირველ რიგში, ნდობა მოვიპოვოთ, რაც ნამდვილად არ გვიჭირს, რადგან izrune.ge და „ეტალონი“ ყველამ იცის. თვითონ არიან დაინტერესებულნი ჩვენთან მეგობრობით და ჩვენც გვაქვს პასუხისმგებლობა, დეტალურად იცოდნენ, რაში მდგომარეობს  პროექტის პრინციპი. ჩვენ ვცდილობთ, თითოეულ მათგანს გავუმართლოთ იმედები და ვერ წარმოიდგენთ, რამდენ მადლობას ვიღებთ. გვიკავშირდებიან და მადლობას გვიხდიან, რათა მიეცათ შანსი, მონაწილეობა მიეღოთ ასეთ პროექტში. ჩვენთვის კი ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მშობელს აწვდი დეტალურ ინფორმაციას.

- რა შეიცვალა შენთვის მას შემდეგ, რაც izrune.ge-ს გუნდის წევრი გახდი?

- ძალიან ბევრი რამ... პირველ რიგში, თვითშეფასება ამიმაღლდა - ძალიან კარგ საქმეს ვემსახურები, ვცდილობ, ყოველდღიურად განვავითარო საკუთარი შესაძლებლობები, მიღებული ცოდნა დავნერგო პრაქტიკაში და სწორედ ამის საშუალებას მაძლევს izrune.ge. ჩემი მიზანია, ყოველდღე გავაუმჯობესო საკუთრი შესაძლებლობები და არასოდეს დავნებდე. ამასვე ვეუბნები  ბავშვებს - izrune.ge-ს დიდი ოჯახის სრულფასოვან წევრებს - შეიძლება იშრომო და რაღაც არ გამოვიდეს, მაგრამ თუ არ იშრომებ, საერთოდ არაფერი გამოვა. მინდა, ეს იცოდნენ და თითოეულ მათგანს, მათზე უზომოდ მზრუნველ კომპანიასთან ერთად ძალიან ბევრ წარმატებას ვუსურვებ.


რას ამბობენ ჩვენზე