02 ნოემბერი, 2017
ბორჯომში ბოლო 3 წლის განმავლობაში 53 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშოები ჩატარდა
ბორჯომში ბოლო 3 წლის განმავლობაში 53 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშოები ჩატარდა.
მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა როგორც ქალაქში ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში.
რიგ სოფლებში, სადაც მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტის
გზით უწევდა სარგებლობა რკინა-ბეტონის საფარი მოეწყო. რეაბილიტაცია
ჩაუტარდა ასევე ამორტიზებულ ასფალტობეტონის საფარს.
მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა საფეხმავლო ბილიკების
კეთილმოწყობისათვისაც. ცენტრალური გზის გასწვრივ სრულად განახლდა ფეხით
სავალი ნაწილი.
პროექტები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
სამუშაოებისთვის 9 მილიონზე მეტი ლარი გაიხარჯა.
საგზაო
ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ
პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ კუთხით სამუშაოები წლის ბოლომდე აქტიურად
გაგრძელდება.