izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
05 აპრილი, 2021
„izrune.ge ბავშვისა და მშობლის ერთიანობას ქმნის“ - ანა ალაფიშვილი
Izrune.ge განაგრძობს პროფესიონალი გუნდის გაცნობას საზოგადოებისთვის, რადგან გვსურს, იცნობდეთ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მომავალი თაობის ხარისხიან განათლებაზე და იღვწიან, რათა ჭეშმარიტი იზრუნელებისთვის წიგნიერების ჯადოსნური სამყაროს დახმარებით, წარმატების გზაზე ყველა კარი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაიღოს.

ანა ალაფიშვილი გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახლავთ, რომელიც I-XII კლასების მოსწვალეების მშობლებს და ოჯახის წევრებს სთავაზობს მათ ბავშვებზე მორგებულ, izrune.ge-ს ინდივიდუალურ პაკეტს, რომელიც გულისხმობს განათლების პირადი მენეჯერის მუდმივ ზრუნვას მოსწავლის განვითარებასა და სწავლის ხარისხზე.

როგორ გახდა ყველაზე მზრუნველი კომპანიის თანამშრომელი და კონკრეტულად, რა სერვისებს სთავაზობს izrune.ge მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს? – Etaloni.ge ანა ალაფიშვილს ესაუბრება.

- ანა, როგორ აღმოჩნდით კომპანიაში, გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელად?

- ზოგადად, გაყიდვების დეპარტამენტი რამდენიმეა თვეა შეიქმნა, შესაბამისად, გამოცხადდა ვაკანსია, გავიარე გასაუბრება და ამიყვანეს... ეს იყო ძალიან დიდი სიხარული, რადგან არ ველოდი, თუმცა ყოველთვის მინდოდა დასაქმება იმ კომპანიაში რომელიც განათლების სფეროსთან იქნებოდა დაკავშირებული.

- ასეთ სურვილს ალბათ თავისი მიზეზი აქვს...

- ფილოლოგი ვარ, სკოლაში მუშაობის გამოცდილებაც მაქვს და მიყვარს ეს საქმე.

- თუმცა ამჯერად, გაყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობთ - რას სთავაზობთ მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს?

- ვთავაზობთ პაკეტებს, რომლებიც უშუალო  კავშირშია საგანმანათლებლო სივრცესთან - ესაა I-XII კლასების ტესტირებები და ისინი ყოველკვირეულად ტარდება. ჩვენი ძირითადი მოვალეობა ისაა, რომ კომპანიის საქმიანობის შესახებ, სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია, ყველა ნიუანსი დეტალურად ავუხსნათ და განვუმარტოთ, კონკრეტულად რა არის კომპანიის მიზანი

- და რა მიზანი აქვს izrune.ge-ს?

- ჩვენი ძირითადი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლება და ზოგადად, მშობლის, ოჯახისა და სკოლის ჩართულობა ბავშვის აღზრდა-განათლებაში.

- ფიქრობთ, მიაღწევთ ამ მიზანს?

- უკვე რამდენიმე თვეა ამ მიმართულებით ვმუშაობთ და უკვე გარკვეული კონტურები გამოიკვეთა; გარდა ამისა, მშობელი ვარ და ჩემი შვილებიც აქტიურად არიან ჩართულები პროექტში, შესაბამისად, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ  მიზანი, რომელიც ჩვენმა გუნდმა დაისახა უდავოდ მიღწევადია და ამისთვის თავს არ დავზოგავთ.

- ანა, რამდენად მოთხოვნადია ის, რასაც სთავაზობთ მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს?

- როგორ შეიძლება განათლება არ იყოს მოთხოვნადი?! - რეალურად, ბავშვსაც და მშობელსაც სჭირდება მოტივაცია; ინდივიდუალური პაკეტი კი, რასაც ჩვენი განყოფილება სთავაზობს მშობელს, პირადი განათლების მენეჯერის სახით, დიდი მოტივატორია. წარმოიდგინეთ, ბავშვს ჰყავს მეგობარი, რომელმაც მის შესახებ ყველაფერი იცის, ზრუნავს განათლებაზე და დაბადების დღესაც კი ულოცავს... ბუნებრივია, განათლების პირადი მენეჯერი ძალიან მოთხოვნადია, რომლის არსსა და სიღრმისეულ დეტალებს ვაცნობთ მომხმარებელს. ესაა ინდივიდუალური პაკეტი, რომელიც საუკეთესო მომსახურებას ითვალისწინებს.

- ჩვენც რომ განგვიმარტოთ, რითაა ეს ინდვიდუალური პაკეტი?

- პირადი განათლების მენეჯერი ბავშვს ყოველ კვირას ეკონტაქტება, ახსენებს ტესტირების თარიღს, აქტიურად ჩართულია სწავლა-აღზრდის საკითხში, რა თქმა უნდა, მშობელთან ერთად, აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთკავშირი მშობელთან...

- ისეთი აღფრთოვანებით საუბრობთ, უდავოდ გიყვართ საქმე, რომელსაც აკეთებთ...

- როგორც გითხარით, სპეციალობით ფილოლოგი ვარ და ყოველთვის მინდოდა, მემუშავა იმ განათლების სფეროში. მიხარია, რომ თვეების წინ გასაუბრებაზე მოვედი და მომეცა სანსი, გავმხდარიყავი ამ წევრი იმ გუნდისა, რომლის მიზანიცაა ქვეყანაში ხარისხიანი განათლების ხელმისწავდომობა და უზრუნველყოფა. შეუძლებელია, ბავშვს ყველა საგანში, ყველა კითხვაზე ჰქონდეს პასუხი, მაგრამ ჩვენ ვართ იმისთვის, მას გააჩნდეს მთავარი - მონდომება.

- თქვენი აზრით, izrune.ge მოსწავლეა თუ მშობელი?

- ძალიან საინტერესო კითხვაა - ამ შემთხვევაში, მშობელი და ბავშვი გაერთიანებულია და საამყოც სწორედ ესაა - ამ ერთიანობას ქმნის izrune.ge.


რას ამბობენ ჩვენზე