02 ნოემბერი, 2017
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში მუნიციპალიტეტის მერს შეხვდა
ქუთაისში ესტონეთის პრეზიდენტი იმყოფება.
კერსტი კალიულაიდი აკაკი წერეთლის
უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა ციფრული
ტექნოლოგიების და 1990 წლიდან დღემდე ესტონეთში ეკონომიკისა და განათლების
სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ლექციის დასრულების
შემდეგ პრეზიდენტს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და უნივერსიტეტის
რექტორმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ასევე, ქუთაისის მერს გადასცა
საჩუქარი ესტონეთის პრეზიდენტმა.