02 ნოემბერი, 2017
„ფუძეობის“ დღესასწაულის განრიგი ცნობილია
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ადგილობრივებისთვის და სტუმრებისთვის ''ფუძეობის'' დღესასწაულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ფუძეობა 4 ნოემბერს გაიმართება. დღის განრიგის შესახებ მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
"ძვირფასო წყალტუბოელებო! სილამაზისა და ჯანმრთელობის, ყველაზე
ლამაზი და მწვანე ქალაქის- წყალტუბოს მეგობრებო და გულშემატკივრებო! 4
ნოემბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა გიწვევთ
სახალხო დღესასწაულზე - „შემოდგომის წყალტუბო“ და რეგიონალურ ფოლკლორულ
ფესტივალზე ,,ფუძეობა", დაუბრუნდით თუნდაც ერთი დღით საკუთარ ფუძეს,
გაატარეთ ოქროსფერი შემოდგომის თბილი დღე უფრო შთამბეჭდავად, ხალისიანად და
მხიარულად, თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ გამოფენები, დაესწროთ მარათონს,
კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, წყალტუბოს საპატიო მოქალაქეების
დაჯილდოების ცერემონიალს, მოუსმინოთ რეგიონალური ფოლკლორის კონცერტს,
სახალხო ანსამბლს ,,BANDAVA’’ სალდუსიდან (ლატვია), ხოლო დასკვნით
კონცერტზე ნიაზ დიასამიძესა და ჯგუფს 33ა!
გთავაზობთ ღონისძიების პროგრამას:
• 10.00.სთ - სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეთა რეგისტრაცია.
(ქართული ჭიდაობა და მკლავჭიდი)
• 11:00 სთ - საზეიმო პარაკლისი ამბროსი ხელაიას სახელობის ტაძარში.
სტუმრების დალოცვა და საჩუქრების კურთხევა.
• 11:30 სთ - ოფიციალური შეხვედრა მოწვეულ სტუმრებთან
(წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
• 12:00 სთ - მარათონი - პარკის ირგვლივ. ფერადი კვამლებით.
• 12:30 სთ- ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში კოსტიუმირებული პერფორმანსი.
•
13.00.სთ - შემოდგომის ხეივანში კოსტიუმირებული მსვლელობა (წყალტუბოს
საჯარო და კერძო სკოლების, სპორტსმენების, წყალტუბოში მოქმედი
ორგანიზაციების და
ფოლკლორული კოლექტივების მონაწილეობით)
• 13.15 სთ - შემოდგომის ხეივანში ოფიციალური დელეგაციის შემოსვლა
ბავშების დახვედრა - მუსიკალური წარმოდგენა
სტუმრების მიერ ბანერის მორთვა საშემოდგომო თაიგულებით
• 14.00 სთ - ღონისძიებები ფაცხებში.
სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულთა დაჯილდოვება
• 15.00 სთ. - რეგიონალური ფოლკლორული კონცერტი
საპატიო მოქალაქეების და სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებლთა დაჯილდოვება;
• 16.00 სთ. - გამოფენები შემოდგომის ხეივანში:
წიგნების გამოფენა - გაყიდვა
ქართული ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა
სამუზეუმო გაერთიანების მიერ მოწყობილი გამოფენა
ა(ა)იპ „ტურიზმის ცენტრი“-ს მიერ მოწყობილი გამოფენა
Body art
ყვავილების გამოფენა - გაყიდვა
• 16.30 სთ - ქართული სამზარეულოს დაგემოვნება (კულინარიული გამოფენა)
• 17.00 სთ - საზეიმო კონცერტი ნიაზ დიასამიძე და 33ა)
• ფოიერვერკი