17 მარტი, 2021
განათლების პირადი მენეჯერი მალე გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა განათლების სფეროში
„გვყავს არაჩვეულებრივი მოსწავლეები და მიხარია, რომ ჩვენ ერთად ვვითარდებით“, - ასე დაიწყო საუბარი Etaloni.ge-სთან ანა ჯობავამ. ანა izrune.ge-ს განათლების პირადი მენეჯერია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რომ პროექტში ჩართული მოსწავლეები განვითარდნენ, ჰქონდეთ სწავლის მოტივაცია, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი და რაც მთავარია, იცოდნენ, რომ ყველაზე მზრუნველი პროექტი მუდმივად მათ გვერდითაა.
„ეტალონს“ ჯერ კიდევ ბავშობიდან ვგულშემატკივრობდი, მაგრამ izrune.ge ისეთი პლატფორმაა, სადაც ყოველთვის მინდოდა მუშაობა და მოხარული ვარ, ასე რომ მოხდა, - ამბობს ანა. რა მიზანს ემსახურება განათლების პირადი მენეჯერი, რა გზას გადის ანა ჯობავა მოსწავლეებსა და მათ ოჯახებთან ერთად და როგორ აღწევენ უმთავრეს მიზანს - ბავშვებმა ეფექტური განათლება მიიღონ? - ამ საკითხებზე izrune.ge-ს განათლების პირადი მენეჯერი, ანა ჯობავა გვესაუბრება.
- მოგეხსენებათ, izrune.ge საგანმანათლებლო ონლაინ-პლატფორმაა მოსწავლეებისა და მათი ოჯახებისთვის; ჩვენი მიზანია ოჯახის ჩართულობის გაზრდა ბავშვის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში.
დღეს განათლების სისტემა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. კოვიდპანდემიამ, ონლაინ-სწავლებამ არცთუ დადებითად იმოქმედა მოსწავლეების განვითარებაზე, მოტივაციის ხარისხზე და აქედან გამომდინარე, Izrune.ge-სა და განათლების პირადი მენეჯერის როლი, ბევრად გაიზარდა.
- ანა, იქნებ დეტალურად აგვიხსნათ, რა ფუნქცია აქვს განათლების პირად მენეჯერს?
- Izrune.ge-ს სავარჯიშო და შემაჯამებელი ტესტები ემსახურება მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებასა და ლოგიკური აზროვნების განვითარებას; მშობლებს კი ეძლევათ საშუალება, მუდმივად ადევნონ თვალი ბავშვების წარმატებასა და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარის ჩამოყალიბებას.
სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებში მიღწეული წარმატების შედეგად, მოსწავლეებს აქვთ საშუალება, წლის განმავლობაში დააგროვონ სტატუს-ვარსკვლავები და ასეთ დროს, განათლების პირადი მენეჯერის როლი განსაკუთრებით გაზრდილია. მუდმივი კომუნიკაცია მაქვს ოჯახებთან, რომლებიც გვანდობენ თავისი შვილების განათლების მოტივაციაზე ზრუნვას. უშუალოდ ვესაუბრები მოსწავლეებს, მათ ოჯახებს და ვცდილობ, ავუმაღლო სწავლის მოტივაცია; ასევე ვუგზავნი ტესტირების კალენდარს, რათა არ გამოტოვონ არც ერთი ტესტი.
- ამას რაიმე პრინციპული მნიშვნელობა აქვს?
- ტესტირების სისტემური გავლა დადებითად და ეფექტურად მოქმედებს მათ განათლებასა თუ განვითარებაზე. ვუგზავნი კონკრეტული ლიტერატურის ჩამონათვალს,რომელიც რეკომენდებულია მათი ასაკის გათვალისწინებით. დამეთანხმებით, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია წიგნიერების დონის ამაღლებისთვის. პირადად, ძალიან მომწონს, რომ ტესტებში არის კითხვები სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონიდან“. სამწუხაროა, რომ ის დიდი პოპულარობით აღარ სარგებლობს, Izrune.ge-ს გუნდი კი ცდილობს, მოსწავლეების ლექსიკური მარაგი გაამდიდროს; გარკვეული საკითხები არაფორმალურ განათლებას აძლევს ბავშვებს და ამ დროს, მშობელი ყოველი თვის ბოლოს, ჩემგან, როგორც განათლების პირადი მენეჯერისგან, იღებს რეკომენდაციებს, ინდივიდუალური განვითარების ვიზუალურ გრაფიკებსა და კვლევა-წერილებს, სადაც თვალნათლივ ჩანს ბავშვის ძლიერი და შედარებით სუსტი მხარეები, რომელ საგნებში საჭიროებს მეტ ყურადღებას, რამდენად კარგად იღებს ეფექტურ გადაწყვეტილებებს და რა დრო სჭირდება ამისთვის.
- თქვენ, როგორც განათლების პირადი მენეჯერი, ყველა მოსწავლის შედეგებს თვალ-ყურს ადევნებთ, ხომ?
- რა თქმა უნდა... ყოველი ტესტირების შემდეგ, ვადევნებ თვალს მოსწავლეების შედეგებს, მათ მიერ გამოყენებულ დროს, მშობლებთან ერთად, განვიხილავთ თითოეულ ნიუანსს და რაც მთავარია ვმსჯელობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ერთად, რომ დადებითად ვიმოქმედოთ სწავლის მოტივაციის გაზრდაზე.
- როგორც ვიცი, პროექტში ათასობით მოსწავლეა ჩართული. თითოეული მათგანის შესაძლებლობები და ტესტირების შედეგები იცით?
- პირადად მე 400-მდე მოსწავლე მყავს და დიახ, მუდმივად ვადევნებ თვალ-ყურს. სხვაგვარად წარმოუდგენელია - ბავშვებმა და მათმა ოჯახებმა იციან, რომ ყველაზე მზრუნველი პროექტი მათ გვერდითაა. გვაქვს კომუნიკაცია თითოეულ მშობელთან, მათ შესაძლებლობებზე მორგებული გრაფიკით. ასეა - განათლების პირადი მენეჯერი მუდმივად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რათა შეძლონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე საუბარი, როგორიც ბავშვის განათლებაა.
- დიდი ხანი არაა, რაც ერთგულ იზრუნელებს განათლების პირადი მენეჯერი ჰყავთ, თუმცა ამ სერვისის შედეგებზე საუბარი უკვე შესაძლებელია...
- სიმართლე გითხრათ, ძირითადი გამოწვევა წიგნიერების დღე იყო, რადგან უფროსკლასელებს მოცულობითი ნაწარმოებების კითხვა ცოტა ეზარებოდათ. მაგრამ ახლა მსგავსი მიდგომები აღარ არსებობს და ეს ძალიან მახარებს. დაინახეს, რომ შეუძლიათ სტატუს-ვარსკვალვების მიღება, უკეთესი შედეგების ჩვენება, გარდა ამისა, მიღებული ცოდნა აუცილებლად გამოადგებოდათ ეროვნულ გამოცდებზე და ამ ყველაფერში მათი ოჯახის წევრებიც უშუალოდ არიან ჩართულები; რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი შედეგებიც აქვთ და ისიც იციან -izrune.ge მუდმივად ზრუნავს მათ მოტივაციაზე. ასე რომ, თამამად ვიტყვი - დადებითი შედეგი ნამდვილად გვაქვს.
- ანა, თავად როგორ მოხვდით პროექტში?
- სიმართლე გითხრათ, „ეტალონს“ ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი; ვნახე ვაკანსია და გავხდი Izrune.ge-ს მაღაპლროფესიონალური გუნდის წევრი, მივხვდი, რომ ეს იყო ადგილი, სადაც მინდოდა, რომ მემუშავა. დარწმუნებული ვარ, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ და ამას მოწმობს ის ემოცია, რომელიც ჩემი ზარის დროს აქვთ ბავშვებსაც და მათი ოჯახის წევრებსაც. სოციალური ქსელის საშუალებითაც ხშირად ვკონტაქტობთ და ყოფილა შემთხვევა, მოუწერიათ - შედეგით ჯერ ბოლომდე კმაყოფილი არ ვართ, თუმცა მომავალი ტესტის გავლისას, იმედებს აუცილებლად გაგიმართლებთო.
- თავად რას ეტყვით მოსწავლეებს?
- ძალიან მიხარია, რომ ამ ბავშვებთან მიწევს კომუნიკაცია - იღბლიანი ვარ. ჩვენ ერთად ვვითარდებით, მეამაყება თითოეული მათგანი და მინდა, წარმატება ვუსურვო. ზოგადად მიმაჩნია, რომ განათლების პირადი მენეჯერი ძალიან მალე გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა განათლების სფეროში, რომელიც, Izrune.ge-სთან ერთად, უშუალოდ იზრუნებს მოსწავლეების განვითარებასა და განათლების ხარისხზე.