02 ნოემბერი, 2017
წყალტუბო ფოლკლორულ ფესტივალს „ფუძეობა“ მასპინძლობს
4 ნოემბერს, იმერეთში, ქალაქი წყალტუბო და ღონისძიება "შემოდგომის
წყალტუბო", რეგიონალურ ფოლკლორულ ფესტივალს "ფუძეობა" უმასპინძლებს.
რეგიონალური ფოლკლორის წარმომადგენლების კონცერტი,
ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული სახალხო ანსამბლი BANDAVA სალდუსიდან (ლატვია) და
დღის დასკვნითი კონცერტი ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა! ფესტივალის
ფარგლებში ადგილზე საფესტივალო ქალაქი მოეწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება
უამრავი საინტერესო სანახაობა.