02 ნოემბერი, 2017
ბორჯომში სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მასშტაბით წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა
ბორჯომში სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მასშტაბით წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოს წარმომადგენლებმა ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და
ნინოწმინდის საჯარო სკოლების 76 მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები
გადასცეს.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, წარჩინებული მოსწავლეების
რაოდენობით რეგიონში ბორჯომის მუნიციპალიტეტი პირველ ადგილზე. საჩუქარი №1
№3 №4 №6, დაბა ახალდაბის, დაბა წაღვერის, სოფლების კორტანეთისა და
ყვიბისის სკოლების 29 მოსწავლემ მიიღო.
ახალგაზრდებს წარმატება მიულოცეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის
კულურის სამსახურის უფროსმა მარინა ხუჯაძემ და ბორჯომის საგანმანათლებლო
რესურსცენტრის წარმომადგენელმა ნინო ჯომარდიძემ. მათ მოსწავლეებს
კომპიუტერები პირადად გადასცეს და ცხოვრების გზაზე კიდევ ბევრი წარმატება
უსურვეს.
წელს, საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ 2 557 წარმატებული
მოსწავლე დაჯილდოვდება. 2017 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად
განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც გასულ სასწავლო წელს
საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება 2009 წლიდან, პროგრამა „ჩემი პირველი
კომპიუტერის“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია მოსწავლეების
მოტივაციის ამაღლება,თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა,
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების
მეთოდების გაძლიერება.