02 ნოემბერი, 2017
ბორჯომს უახლოეს მომავალში 3 რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი შეემატება
ბორჯომს უახლოეს მომავალში კიდევ 3 ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი შეემატება.
ბორჯომის
N1 და წაღვერის საბავშვო ბაღებში სარემონტო სამუშაოები დასრულებულია,
სოფელ ტაძრისში კი პროექტის დასრულება ნოემბრის ბოლოს მოხდება.
აღსანიშნავია, რომ ბაღები სრულად აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით.
წელს განხორციელდა ასევე ლიკანისა და ახალი უბნის სკოლამდე აღზრდის დაწესებულებების ეზოების კეთილმოწყობაც.
ბოლო 3 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისათვის
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მილიონ 200 000 ლარი გაიხარჯა, ხოლო შენობის
ინვენტარით აღჭურვისათვის 235 077 ლარი გამოიყო.
საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის
ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ კუთხით პროექტების განხორციელება
მომავალშიც იგეგმება.