02 ნოემბერი, 2017
ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით კასპში ტრენინგი ჩატარდა
სასტუმროს პრობლემური სიტუაციების მართვის საკითხებთან დაკავშირებით
კასპში, გიორგი მერებაშვილის მარანში „ღვინის გზის მარშუტი“ ტრენინგი -
სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ტრენინგს ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტში
არსებული მცირე საოჯახო სასტუმროების, მარნების მეპატრონეები და საკითხით
დაინტერესებულმა მოქალაქეები და გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის
„მეგზური“-ს ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები
შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ იოსებ ოქრომელიძემ და
კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა გადასცა.
იოსებ ოქრომელიძემ შიდა ქართლის რეგიონი მნიშვნელოვან ტურისტუ
პოტენციალის არსებობაზე, მოქალაქეების ჩართულობასა და მის ხელშეწყობაზე
ისაუბრა, რომ შიდა ქართლის მუნიციპალიტეტები მომავალშიც გააგრძელებენ
რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვას.
ტრენინგს ტურიზმის ექსპერტები
და სასტუმროს მენეჯმენტის სპეციალისტები უძღვებოდნენ, რომელიც საქართველოს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით გაიმართა.