02 ნოემბერი, 2017
წყალტუბო და საირმე ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრები გახდებიან
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციამ საირმისა და წყალტუბოს მათ
რიგებში გაწევრიანების საკითხი დააყენა. ამის შესახებ იმერეთის
გუბერნატორის მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს.
მისივე
თქმით, ამ ორგანიზაციის წევრობა ნიშნავს, რომ ევროპა საირმეს და წყალტუბოს
აღიარებს, როგორც თერმულ, ასევე მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილად ევროპაში.
იმერეთიდან
ორივე კურორტზე ინფორმაცია უკვე მიწოდებულია აღნიშნული ორგანიზაციისთვის
და ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ანსამბლეა
საკითხს უახლოეს ხანში გადაწყვეტს.