01 ნოემბერი, 2017
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ჩხოროწყუელ მედიკოსებს შეხვდნენ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
წარმომადგენლები, ეპიდემიოლოგები, ირაკლი ქარსელაძე და დავით ფუტკარაძე
ჩხოროწყუელ მედიკოსებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაცია.
აქცენტი წითელა– წითურა –ყბაყურასა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების აუცილებლობაზე გამახვილდა.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.