izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით. 

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10


გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.

2. გადახდა საბანკო გადარიცხვით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22     
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ნომერი (პროფილის 6 ციფრიანი ნომერი მოსწავლის პროფილზე, საიტის ზედა ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ) 

3.გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay და Express Pay აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

პაკეტების ფასებია:

1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთაც გადაეცემათ ინდივიდუალური ფასდაკლების (პრომო) კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს.

განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის სკოლისგან მიღებულ პრომო კოდს დააფიქსირებთ რეგისტრაციის შემდეგ, პაკეტის განახლების დროს: https://www.izrune.ge/geo/11

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ  

მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge 

ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 11 01 22

მადლობა თანამშრომლობისთვის!

კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი

საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
19 ივნისი, 2020
„Izrune.ge უდავოდ იმსახურებს უმაღლეს შეფასებას“
ამჯერად izrune.ge რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, კონკრეტულად კი ონის მუნიციპალიტეტში გაწეული შრომის ერთგვარ ანგარიშს გაბარებთ. როგორ დაიმკვიდრა თავი მზრუნველმა პროექტმა ადგილობრივ მოსწავლეებს შორის, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა ერთი ფაქტია -  პროგრამა-მინიმუმი შესრულებულია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ - izrune.ge ონში უყვართ, თუმცა მომავალი თაობების განათლებაზე ორიენტირებული პროექტი მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდება და ეს არაერთხელ დადასტურდა.

პროგრამა მაქსიმუმი ადგილობრივი მოსწავლეების izrune.ge-ში მაქსიმალური ჩართულობის მიღწევა იყო და  თავდაუზოგავი შრომისა და სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის თანადგომით, ეს მიზანიც მიღწეულია. 

ერთია, როდესაც მომავალი თაობების განათლებას ემსახურები და მეორე - როდესაც ხვდები, რომ ამ საქმეში მარტო არ ხარ - გაქვს მხარდაჭერა, რომელიც თუნდაც იმაში გამოვლინდა, რომ ონის სკოლების მოსწავლეებს izrune.ge-ში უფასოდ შეეძლოთ ჩართვა, რადგან ეს ხარჯი, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა საკუთარ თავზე აიღო. ამიტომაცაა, წლიური შეჯამებისას, ადგილობრივი საჯარო სკოლების დირექტორები მადლიერებას ვერ მალავენ ხელისუფლებისა და რა თქმა უნდა, პროექტის ხელმძღვანელობის მიმართ. ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩიკვაიძე კი სწორედ იმაზე გვესაუბრება, რამდენად პრიორიტეტულია განათლება როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, რადგან „განათლებულ მომავალ თაობებზე დგას ქვეყნის წარმატებული მომავალი“.

- როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია განათლება, რადგან სწორედ განათლებულ მომავალ თაობებზე დგას ქვეყნის წარმატებული მომავალი. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს, რათა ჰქონდეთ მეტი ხელმისაწვდომობა განათლებაზე.
კონკრეტულად, ონის მუნიციპალიტეტზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით, სხვადასხვა წარმატებით. ეროვნულ გამოცდებზე ჩვენი აბიტურიენტები საუკეთესო შედეგებზე გადიოდნენ, ჩვენი მასწავლებელები სხვადასხვა ჯილდოს იღებდნენ და ახლაც ასეა... ყოველივე ეს კი, ერთი მხრივ, იმის დასტურია, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული პოლიტიკა სწორია - სწორ გზას ვადგავართ, მაგრამ მეორე მხრივ, ეს გვიზრდის პასუხისმგებლობასაც, რადგან თანამედროვე  ტექნოლოგიების განვითარება უფრო და უფრო მეტ ჩართულობას მოითხოვს როგორც მოსწავლეების, ისე მშობლებისა და ხელისუფლების მხრიდან; სწორედ ამან განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილება, izrune.ge უფასოდ ყოფილიყო ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსწავლეებისთვის. ეს ყველაფერი კი იმისთვის კეთდება, არაფორმალური განათლების მიმართულებითაც გვქონდეს ხელშესახები წარმატება. აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ izrune.ge-მ დისტანციური სწავლებისას მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ბავშვებიც ამ გამოწვევას, ფაქტობრივად, მომზადებულები შეხვდნენ - მათ კარგად იცოდნენ ონლაინ-რეჟიმში მუშაობა. Izrune.ge უდავოდ იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. ინტერნეტი თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მნიშვნელოვანი წყაროა განათლების მიღების და ეს შექმნილ მდგომარეობაში ნათლად გამოჩნდა, როცა პანდემიის გამო იძულებულები გავხდით, გადავსულიყავით დისტანციურ სწავლებაზე. ამიტომაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა  izrune.ge-ს, მთავარია, ჩვენც შევიტანოთ მოკრძალებული წვლილი ამ მიმართულებით.  

დალი რაზმაძე, ონის საჯარო სკოლის დირექტორი:

 - მესამე წელია ჩვენი სკოლა ჩართულია პროექტში და ამ პერიოდში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეების ჩართულობამ სასკოლო ცხოვრებაში, საგრძნობლად მოიმატა. სხვათა შორის, თავიდან მშობლებმა გამოხატეს ძალიან დიდი ინტერესი, მას შემდეგ, რაც izrune.ge გავაცანით, თუმცა იმ პერიოდში, უფრო მეტად ჩაერთნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურების მოსწავლეები. შეუძლებელია არ აღვნიშნო ის, რომ ბავშვებს ძალიან გამოადგათ მიღებული ცოდნა, გამოცდილება... მაშინ ჯერ კიდევ აქტუალური იყო ინტერნეტის პრობლემა, თუმცა იმ პერიოდში ყველა წინააღმდეგობა ერთად დავძლიეთ, ხარვეზებიც აღმოიფხვრა და პანდემიის პირობებში, izrune.ge უპრეცედენტო აღმოჩნდა; მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩვენ მოსწავლეებს პროექტზე წვდომა უფასოდ ჰქონოდათ, მეტად გაიზარდა ინტერესი და მადლობის მეტი, არაფერი მეთქმის. დისტანციური სწავლებისას, ბავშვები izrune.ge-ს დიპლომებს აზიარებდნენ საკუთარ სოცქსელებში და მეც, როგორც დირექტორი, ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან არაფორმალური განათლების პროექტები საჭირო უნარების განვითარებაში ეხმარება მათ.



მაია გრიგოლიშვილი, ონის მუნიციპალიტეტის, გლოლის საჯარო სკოლის დირექტორი:

- izrune.ge საყვარელი პროექტია როგორც მოსწავლეების, ისე პედაგოგებისა და მშობლებისთვის. ჩვენც დიდი ენთუზიაზმით ვართ ჩართულები, რაც განსაკუთრებით გამოჩნდა პანდემიის პირობებში. საქმე ის გახლავთ, რომ თავიდან, დიდი ინტერესის მიუხედავად, ყველა მოსწავლე ვერ ახერხებდა მონაწილეობას, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაფინანსება, ინტერესმაც და ენთუზიაზმმაც ერთიორად მოიმატა. ვფიქრობ ასეთი პროექტები ყოველთვის უნდა არსებობდეს, რადგან არაფორმალური განათლება მეტად აახლოებს ბავშვებს და ეს izrune.ge-მ, ზოგადად „ეტალონმა“ არაერთხელ დაამტკიცა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას იმისთვის, რომ ზრუნავენ მომავალი თაობების განათლებაზე და მადლობა პროექტის ხელმძღვანელობას.



ანა მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის, ღარის საჯარო სკოლის დირექტორი:

 - izrune.ge-ში ჩართვა გადავწყვიტეთ იმ წუთიდან, როგორც კი ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა პროექტი გაგვაცნო. თუმცა ეს ჩართულობა არ იყო მაქსიმალური, ხოლო მას შემდეგ, რაც მერიამ დააფინანსა, თითქმის ყველა მოსწავლე დავარეგისტრირეთ - ფაქტია ეს უმნიშვნელოვანესი და მოსწავლეების სასიკეთო გადაწყვეტილება იყო.
ზოგადად, არაფორმალური განათლება ძალიან საჭიროა და ეს, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, ნათლად დაგვანახა. დისტანციური სწავლებისას, izrune.ge-მ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა - ბავშვები ერთგვარად მომზადებულები შეხვდნენ ყველა გამოწვევას, იცოდნენ, როგორ ემუშავათ დისტანციურად, თან სწავლობდნენ და პარალელურად, არც izrune.ge-ს ტესტირებებს ივიწყებდნენ. მუდმივად მეკონტაქტებოდნენ, ცდილობდნენ გადაემეორებინათ სკოლაში განვლილი მასალა, კითხულობდნენ კლასგარეშე ლიტერატურას, მუშაობდნენ საკუთარ თავზე, რათა უკეთესი და უკეთესი შედეგები ჰქონოდათ.



რას ამბობენ ჩვენზე