izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
17 ივნისი, 2020
„izrune.ge-ს ხელმძღვანელობამ, თითოეულმა თანამშრომელმა ყველაფერი გააკეთეს, ჩვენ ბავშვებზე სტრესული გარემო არ ასახულიყო“
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დგას განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურება ის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ მოსწავლეებს izrune.ge-ს პროექტში ოთხი თვის განავლობაში უფასოდ ჩართვის საშუალება მიეცათ.

ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას მხარი ადგილობრივმა მუნციპალიტეტებმაც დაუჭირეს და საბოლოოდ, izrune.ge-მ ხელისუფლების თანადგომით, უამრავი წარმატებული ნაბიჯი გადადგა და კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, დაამტკიცა, რომ მომავალი თაობების განათლებაზე მზრუნველი პროექტია.

„რეგიონული და ადგილობრივი ხელიუსფლებების ინტერესი, საგანმანათლებლო სფეროს ხელშეწყობისთვის, დიდია. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ სამხარეო ადმინისტრაციასა და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს შორის, მათივე ინიციტივით, გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსწავლეებს,  უსასყიდლოდ ჩაერთონ პროექტში და მიიღონ ხარისხიანი განათლება“, - ასე აფასებენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში izrune.ge-სთან თანამშრომლობას; ჩვენ კი ყურადღებას ამჯერად ლენტეხზე შევაჩერებთ და ადგილობრივი სკოლების წლის შემაჯამებელ კომენტარებსაც შემოგთავაზებთ, თუმცა მანამდე, ლენტეხის მერის მოადაგილეს, ქალბატონ მედიკო ხვისტანს ვესაუბრეთ:

„ფაქტია - განათლება პრიორტიეტულია და ზოგადად, ხელისუფლების პოლიტიკაა ასეთი. ასეთ დროს, კი წარმოუდგენელია, არ აღვნიშნო „ეტალონის“, კონკრეტულად კი izrune.ge-ს დამსახურება - ბავშვები საფუძვლიან განათლებას იღებენ; მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მოსწავლეებისთვის პროექტი უფასოდ გახდა ხელმისაწვდომი, დაინტერესება გაიზარდა, რადგან ეს ნაბიჯი, მცირეშემოსავლიანი ოჯახებისთვის შვება იყო. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მოსწავლეებს უფასოდ ჰქონოდათ ჩართვის შესაძლებლობა, რათა მაქსიმალური შედეგებისთვის მიგვეღწია და ამ საქმეში მერის კეთილი ნება, სამხარეო ადმინისტრაციის მკვეთრად განსაზღვრული პოლიტიკა ბევრისმომცემია. მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში წითელ ზონად ვიქეცით, მაგრამ izrune.ge-ს ხელმძღვანელობამ, თითოეულმა თანამშრომელმა ყველაფერი გააკეთეს, ჩვენ ბავშვებზე სტრესული გარემო არ ასახულიყო. მადლობელი ვარ პროექტის ავტორების, თანამშრომლების, რომ ასეთ პროდუქტს სთავაზობთ საზოგადოებას. ჩვენ ერთმანეთს ხელს ვუწყობთ და ერთად ვზრუნავთ მომავალი თაობების განათლებაზე. ბავშვების განწყობაც ვიცი - ენთუზიაზმით არიან ჩართულები პროექტში, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის სინათლის სხივივითაა; იმედია, ჩვენი თანამშრომლობა, დიდხანს გაგრძელდება.



ნატო ჯანხოთელი, ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ზოგადად, არაფორმალურ განათლებას ბევრი  დადებითი აქვს, კონკრეტულად izrune.ge კი უდავოდ დროული და საჭირო პროექტია, რაც არაერთხელ დადასტურდა. ამჯერად მხოლოდ მოსწავლეებზე არ ვსაუბრობ - პედაგოგებსაც არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და ეს ძალიან კარგია. ბავშვებში ხდება მიღებული ცოდნის შეფასება, ნასწავლი მასალის გამეორება და ამიტომ, მიმაჩნია, ყველა უნდა იყოს ჩართული ამ პროექტში.
ისიც ფაქტია, რაც izrune.ge ადგილობრივი მოსწავლეებისთვის უფასო გახდა მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, დაინტერესება უფრო გაიზარდა; მართალია, თანხა მიზერული იყო, მაგრამ მაინც ახლდა დაბრკოლებები, ამ ნაბიჯმა კი ჩართულობაც გაზარდა და სხვათა შორის, სწავლის ხარისხზეც დადებითად აისახა. დისტანციური სწავლებისას კი, izrune.ge იყო ძალიან კარგი საშუალება, მოსწავლეთა ცოდნა შეგვეფასებინა.

ხათუნა ტვილდიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის, რცხმელურის საჯარო სკოლის დირექტორი:

 - დიდი სიხარულით ვართ ჩართულები პროექტში,  მასწავლებლებიც ძალიან აქტიურები არიან, მოსწავლეებიც, მშობლებიც... არც დისტანციური სწავლებისას მოგვიდუნებია ყურადღება - მუდმივად ვაფრთხილებდით, რომ ტესტი გავლა არ დავიწყებოდათ და თავად მოსწავლეებიც მუდმივად ელოდნენ სიახლეებს. მოსწონთ დიპლომები, რომლებსაც izrune.ge აძლევს და ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებით, ჩვენი თანამშრომლობა თუ გაგრძელდება. ესაა მრავალფეროვანი პროექტი და დისტანციურმა სწავლებამ მისი საჭიროება კიდევ ერთხელ დაგვანახა - ის ელექტრონული რესურსები, რომლებიც მანამდე თითქოს არ გვჭირდებოდა, ახლა აქტუალური გახდა; მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სამხარეო ადმინისტრაციას, ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა მოგვცეს საშუალება, ჩვენი მოსწავლეები პროექტში უფასოდ ჩართულიყვნენ. ასე პროექტი ბევრად მასშტაბური გახდა და ჩვენი სკოლის უკლებლივ ყველა მოსწავლე ჩაერთო.



ნონა გაზდელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის, ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორი:

-  ჩვენი სკოლა „ეტალონთან“ წლებია თანამშრომლობს და ამიტომ, ბევრი არც გვიფიქრია, ისე ჩავერთეთ izrune.ge-ში. ესაა პროექტი, რომელიც საფუძვლიან ცოდნას აძლევს ბავშვებს, სწავლის მოტივაციას უჩენს და ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა დისტანციური სწავლებისას, როცა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოსწავლეების განვითარებაში, სწავლის ხარისხის ამაღლებაში. მუდმივად ვატარებდი გამოკითხვას, იყვნენ თუ არა ჩართულები პროექტში, გადიოდნენ თუ არა ტესტებს, მშობლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ამ პროცესში, დამრიგებლები ერთი წუთით არ ადუნებდნენ ყურადღებას და ამისთვის მადლობელი ვარ. აქვე, შეუძლებელია არ აღვნიშნო მუნიციპალიტეტის როლი განათლებული მომავალი თაობების აღზრდის საქმეში - გადაწყვეტილება, ადგილობრივი მოსწავლეები izrune.ge-ში უფასოდ ყოფილიყვნენ ჩართულები, მართლაც დროული და საჭირო იყო, ასე მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას მივაღწიეთ და შევძელით, საფუძვლიანი განათლება მიგვეცა. უამრავი მადლობა მოვისმინე მშობლებისგან პროექტის ავტორის, გოჩა ტყეშელაშვილის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ და მადლიერება მინდა გამოვხატო, რადგან ყველაფერთან ერთად, გვაქვს საშუალება სკოლის ყოველი მიღწევა გახდეს საჯარო.



რას ამბობენ ჩვენზე