izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
12 ივნისი, 2020
„izrune.ge-მ სულზე მოგვისწრო - საქართველოს მომავალი, მომავალი თაობის განათლებაშია“
დისტანციური სწავლება, ონლაინ-რეჟიმი, განათლების ხარისხი... ეს არასრული ჩამონათვალია იმ ერთგვარი გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც მსოფლიო პანდემიამ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა დააყენა;  სასიხარულო ისაა, რომ ყველა წინააღმდეგობა პედაგოგებმაც, მოსწავლეებმაც, სკოლების ადმინისტრაციამაც და ზოგადად განათლების მესვეურებმა, ასე თუ ისე, წარმატებით დაძლიეს; ხოლო ორმაგად სასიხარულო და საამაყოა ის, როდესაც იცი, განათლებულ მომავალზე მდგარი სახელმწიფოს მშენებლობაში, ერთი აგური თავადაც დადე.
აკი, აღნიშნავენ კიდეც ჩვენი რესპონდენტები, ამ პენდემიისას izrune.ge-მ სულზე მოგვისწრო, რადგან უკვე მომზადებული ჰქონდა სწავლების ონლაინ-რეჟიმისთვის ერთგვარი საფუძველი.

ასე მოხდა ცაგერის მუნიციპალიტეტის შემთხვევაშიც, როდესაც რაჭა-ლაჩხუმი-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ადგილობრივი მოსწავლეებისთვის izrune.ge უფასო ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას მხარი ცაგერის მერიამაც დაუჭირა და საბოლოოდ, ისე მოხდა, მსოფლიო პანდემიისა და კარანტინის პირობებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის მკვიდრ მოსწავლეებს, არც ეროვნული სასწალო გეგმით გათვალისწინებული მეცადინეობები მოკლებიათ და არც არაფორმალურ განათლებას გამოკლებიან.
გოგი კვირიკაშვილი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი:

- საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ „ეტალონი“ აღმოჩენაა ჩვენთვის - ერთ–ერთი უპირველესი საგანმანათლებლო პროექტია და izrune.ge-მაც სულზე მოგვისწრო, განსაკუთრებით,  პანდემიის პირობებში.
საქართველოს მომავალი – მომავალი თაობის განათლებაშია და დარწმუნებული ვარ, სწორედ განათლებული მომავალი თაობები შეძლებენ გაუმკლავდნენ ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს.
სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ სამხარეო ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, მერია, საკრებულო – ყველანი მხარში დაგვიდგნენ, რათა ჩვენი ბავშვები ჩართულიყვნენ izrune.ge-ში  და ჩვენ ამ რეჟიმით ვაპირებთ, განვაგრძოთ ურთიერთობა.
მიუხედავად იმისა, რეგიონებში ბიუჯეტი შეზღუდულია, მუნიციპალიტეტისთვის განათლება პრიორიტეტია! ყველა რესურსი შეიძლება ამოიწუროს, მაგრამ მომავალი თაობის განათლებისთვის სახსრები ყოველთვის გამოიძებნება - სხვა არჩევანი არ არსებობს. ასე გავაგრძელებთ მომავალშიც და ეს იქნება წარმატებების საწინდარი  მომავალი თაობებისთვის.  



დავით ცვარიანი, ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორი:

- როგორც კი გავეცანი, ძალიან მომეწონა პროექტი. მრავლისმომცემი იყო არა მხოლოდ მოსწავლის, არამედ მშობლისა და პედაგოგებისთვის... ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩავრთულიყავით და ჩაგვერთო ზოგადად სასკოლო საზოგადოება - ოჯახი-მოსწავლე- მასწავლებელი.
სიმართლე გითხრათ, izrune.ge დისტანციური სწავლებისას ძალიან დაგვეხმარა, ხოლო მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენი ბავშვებისთვის პროექტი უფასო ყოფილიყო და თავად დაეფინანსებინათ, ამ ნაბიჯმა ინტერესიც გაზარდა და მოტივაციაც - ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ემეგობრა მზრუნველ პროექტთან; მადლობის მეტი, არაფერი მეთქმის... ეს გადაწყვტილება მართლაც დროული იყო, რადგან ჩვენ სკოლაში ბევრი მოსწავლე გვყავს, ხოლო ბიუჯეტი მწირია - კომუნალურ გადასახადს ძლივს ჰყოფნის და განათლების სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლება მხარში რომ არ გვედგეს, არც კი ვიცი, რა როგორ მოხდებოდა, თუმცა ფაქტია - დიდი სურვილი მაქვს და ვეცდები, ყოველთვის გამოვნახო სახსრები, რათა ჩვენი სკოლა არ მოწყდეს  izrune.ge-ს.

ნანა ბურჯალიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლაჯანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენი სკოლა, წლების განმავლობაში „ეტალონთან“ მეგობრობს. გვყავდა გამარჯვებული მოსწავლეც... ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ izrune.ge უპირობოდ მივიღეთ, ბავშვებმაც შეიყვარეს პროექტი და ასე მოვდივართ დღემდე.
ზოგადად, არაფორმალური განათლება ბავშვს აძლევს საშუალებას, გაიფართოვოს თვალსაწიერი და izrune.ge ამის ნათელი დადასტურებაა. ბატონ გოჩა ტყეშელაშვილთან აქტიური თანამშრომლობა გვაკავშირებს და როდესაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, დიდი სიამოვნებით მთელი სკოლა, ყოველი მოსწავლე 1-12 კლასის ჩათვლით, დარეგისტრირდა.
ასეთი აქტიურობა იმანაც განაპირობა, რომ ადგილობრივი მერიის გადაწყვეტილებით, ჩვენ მოსწავლეებს წვდომა უფასოდ აქვთ. სიმართლე გითხრათ,  ეკონომიკურად შეჭირვებული, სოციალურად დაუცველი ბევრი მოსწავლე გვყავს და ეს იყო მერიის უდიდესი საჩუქარი თითოეული მათგანისთვის. Izrune.ge ემსახურება მართლაც საოცარ საქმეს და დიდ შრომას სწევს თითოეული ბავშვის განათლებისთვის.

ნუნუ კოპალიანი, ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენი სკოლა, რაიონში პირველი იყო, რომელიც პროექტში ჩაერთო და მადლობის მეტი, არაფერი გვეთქმის ავტორების მიმართ.
ესაა ძალიან კარგი პროექტი, მოსწავლეებისთვის უზომოდ საინტერესო, განსაკუთრებით დაწყებითებიდან საბაზომდე და პანდემიის დროს, ბავშვები უფრო გააქტიურდნენ. იმდენად დაინტერესებულები იყვნენ, რომ შედეგებიც შთამბეჭდავი ჰქონდათ - მათი ოქროს დიპლომების ატვირთვას ვერ ავუდიოდი ჩვენი სკოლის ფეისბუქ-გვერდზე.
ჩართულობა მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც მუნიციპალიტეტის მერიამ დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო.  მიუხედავად იმისა, გადასახადი მიზერული იყო, ზოგიერთი ოჯახისთვის ეს მაინც შემაფერხებელი  ფაქტორი გახლდათ და ამ გადაწყვეტილებამ სწორედ მაქსიმალური ჩართულობა განაპირობა, რისთვისაც მადლობას ვუხდი ყველას.



ალექსანდრე გიორგობიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლაილაშის საჯარო სკოლის დირექტორი:

- „ეტალონთან“ წლებია ვმეგობრობთ.  ლაილაშის სკოლას გამარჯვებულიც კი ჰყავდა 2017 წელს... იქიდან მოყოლებული, ბავშვებს სტიმული მიეცათ, აქტიურები და მაქსიმალურად ჩართულები ყოფილიყვნენ პროექტში. დისტანციური სწავლებისას კი, izrune.ge, ჩვენმა სკოლამ, სათანადო განათლების მიცემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად აქცია და აბსოლუტურად, ყველა მოსწავლე დავარეგისტრირეთ. უღრმესი მადლობა ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რომ ამის საშუალება მოგვცა და კიდევ ერთხელ დაგვანახეს - განათლება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია!



რას ამბობენ ჩვენზე