izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
10 ივნისი, 2020
„izrune.ge საშუალებას გვაძლევს, ვემსახუროთ იმ დიდ საქმეს, რასაც ჩვენი შვილების წარმატებული მომავალი ჰქვია“ – N106 საჯარო სკოლის პედაგოგი
25 წელია სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგია და არაერთი თაობა გამოზარდა. ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, ბავშვები ძალიან მიყვარს და მათ გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელიაო, - გვითხრა ინტერვიუს დროს და იმ გულისტკივილზეც ისაუბრა, რომელსაც თავისი დაფრთიანებული, მეოთხეკლასელი წიწილების ბუდიდან გაფრენისას განიცდის. ამჯერად, თბილისის, ზურაბ იარაჯულის სახელობის N106 საჯარო სკოლის პედაგოგს, ხათუნა გასიტაშვილს წარმოგიდგენთ, რომელიც წიგნიერების დღისთვის მეოთხე კლასის ტესტების ჯგუფის ხელმძღვანელია და ჩვენი ინტერვიუც სწორედ ამ თემით დავიწყეთ. 

როგორ აფასებს izrune.ge-სთან თანამშრომლობას და როგორ ემზადებიან ახალ-ახალი გამოწვევებისთვის N106 საჯარო სკოლაში - izrune.ge-ს პედაგოგი ხათუნა გასიტაშვილი ესაუბრება.

- პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ izrune.ge ქმნის არაჩვეულებრივ ინოვაციურ საგანმანათლებლო სივრცეს ჩვენი მოსწავლეებისთვის და აქედან გამომდინარე ჩართულობაც საკმაოდ მაღალია. უკვე 25 წელია, სკოლაში ვმუშაობ და თამამად შემიძლია თქმა - izrune.ge-მ მოსწავლე-მშობელი-სკოლა გააერთიანა, ეს კი საშუალებას გვაძლევს, ასე, ერთობით, ვემსახუროთ იმ დიდ საქმეს, რასაც ჩვენი შვილების წარმატებული მომავალი ჰქვია.
მოსწავლეები ვითარდებიან, იღებენ ცოდნას და სწავლობენ, თუ როგორ გამოიყენონ ის ცხოვრებაში; ბოლო დროს შექმნილმა ვითარებამ, ნათლად დამანახა ეს ყველაფერი და მეტი დატვირთვაც შესძინა izrune.ge-ს - გარდა იმისა, რომ ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები ონლაინ საგაკვეთილო პროცესში, მოუთმენლად ელიან ყოველ ხუთშაბათს, თვის შემაჯამებელ ტესტებს და აქვე, შეუძლებელია, ხაზგასმით არ აღვნიშნო „წიგნიერების დღის“ უპირატესობა.
ყოველთვის მქონდა მიზნად, ბავშვებისთვის ლიტერატურა ახლობელი გამხდარიყო და კვირაში ერთხელ კლასგარეშე კითხვის საათს ვატარებდი, მაგრამ მაქსიმალურ ჩართვას ვერასოდეს ვახერხებდი, izrune.g-ს დახმარებით კი ამას მივაღწიე, რისთვისაც მადლობას ვუხდი პროექტის სულისჩამდგმელებს და გუნდის თითოეულ წევრს.



- მეოთხეკლასელებისთვის „წიგნიერების დღის“ ტესტებს ადგენთ, ეს ალბათ დიდი პასუხისმგებლობაა.

- რა თქმა უნდა, ძალზე საპასუხისმგებლო საქმეა და ამ საკითხზე მე და ჩემი კოლეგები გუნდურად ვმუშაობთ... ყველამ ვიცით, რა არის 21-ე საუკუნის გამოწვევა და როგორია დამოკიდებულება თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ. ჩვენ კი, მუშაობის პროცესში, ყოველთვის ვცდილობდით, მოსწავლეთა თვალით შეგვეხედა ტესტებში წამოწეული საკითხებისთვის, შეგვერჩია მათთვის საინტერესო თემები, რათა მაქსიმალურად ჩაგვერთო პროექტში  და არა, პირიქით - დაგვეფრთხო. ვფიქრობ, ეს შევძელით, იმიტომ, რომ პირად მაგალითზე გეტყვით - ჩემი კლასი სრულად იყო ჩართული. ბავშვებიც კმაყოფილები არიან და მშობლებიც... ზოგადად, მშობლების მხრიდან ძალიან დიდი ჩართულობაა და მათი უპირობო მხარდაჭერაც გვაქვს.

- ახლა, თქვენზეც ვისაუბროთ - რამ განაპირობა პროფესიის არჩევანი, ქალბატონო ხათუნა?

- ძალიან მიყვარს ბავშვები და მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია. საპასუხისმგებლო საქმეა პედაგოგობა, რთულიც, მაგრამ სითბოსა და სიყვარულს ვიღებ ბავშვებისგან და ესაა დიდი ძალა - მეტის გაკეთების სურვილი გიჩნდება ადამიანს.

პირველ კლასში როდესაც შემოდიან, სუფთა დაფას ჰგვანან ბავშვები; ჩვენ, ამ ოთხი წლის განმავლობაში ვწერთ, ვავსებთ... და მეოთხე კლასში, როდესაც უკვე თითქმის სრულყოფილად გამოძერწილები გვყავს, მიფრინავენ ბუდიდან და მეც ისეთი განწყობა მეუფლება, დედას რომ შვილს მოწყვეტენ. ესაა ერთადერთი „უარყოფითი“, რაც პედაგოგობას ახლავს და მასთან გამკლავება ძალიან გვიჭირს მასწავლებლებს... თუმცა ბავშვებმა იციან, რომ ყოველთვის მათ უფროს მეგობრად ვრჩები, მე კი ვიცი, რომ სექტემბრიდან კვლავ მელოდებიან ჩემი „წიწილები“.



- და როგორები არიან „თქვენი წიწილები“?

- მომთხოვნები, აქტიურები... ამიტომ მათთან დამოკიდებულებაში ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. ყოველი გაკვეთილის დაგეგმვისას ბევრს ვფიქრობ, რათა საინტერესო იყოს მათთვის და როდესაც მშობლებში ერთგვარ გამოკითხვას ვატარებ - უხარიათ თუ არა სკოლაში წასვლა, მპასუხობენ - ავადაც რომ არიან, არ უნდათ სკოლის გაცდენაო. ეს კი ჩემთვის ბევრს ნიშნავს - მათ მოუხარიათ სკოლაში.

მეგობრული ურთიერთობა მაქვს ბავშვებთან და სხვაგვარად წარმოუდგენელია. მასწავლებელი უნდა იყოს თბილი, მოსიყვარულე, ზომიერად მომთხოვნი და სამართლიანი, რათა ნდობა მოიპოვოს.

- ისეთი მასწავლებელი ხართ, როგორზეც თავად გიოცნებიათ ბავშვობაში?

- კითხვას, ალბათ, ჩემი ბავშვები უკეთ უპასუხებენ, თუმცა ვცდილობ, ყველაფერს ბავშვების, ჩემი შვილების გადასახედიდან შევხედო.



თბილისის ზურაბ იარაჯულის სახელობის N106 საჯარო სკოლა წარმატებით ასრულებს სასწავლო წელს და მომდევნო, 2020-2021 სასწავლო წლისთვის უდიდესი პასუხისმგებლობით ემზადება, რომელიც, როგორც გაირკვა, izrune.ge-ს გარეშე წარმოუდგენელია. პროექტის როლზე, მნიშვნელობაზე და წარმატებაზე სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა და პედაგოგი, ინა მეცხვარიშვილი გვესაუბრებიან, რომელიც 2020-2021 წლის „წიგნიერების დღის“ ტესტების შედგენას უხელმძღვანელებს მეხუთე-მერვე კლასებისთვის.  

თენგიზ გულორდავა, N106 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ყოველთვის აღვნიშნავ, რომ izrune.ge არის უძლიერესი პროექტი საგანმანათლებლო სივრცეში, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა,  განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდში - ეს იყო დიდი დახმარება და სტიმული ჩვენთვის. Izrune.ge მოსწავლეების სწავლაზე, განათლებაზე ორიენტირებული პროექტია და წარმოიდგინეთ, ჩვენმა ერთ-ერთმა მოსწავლემ დაწერა -  izrune.ge რომ არ ყოფილიყო, არც კი ვიცი, რა მეშველებოდა  იძულებითი არდადეგების პერიოდშიო. ჩვენი სკოლა პროექტის შექმნის დღიდან ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის გვერდით დგას, სრული შემადგენლობით... თავიდანვე ნათლად დავინახე  და გავაანალიზე izrune.ge-ს მნიშვნელობა, ბავშვმა იცის, რომ მისი შრომა კი არ იკარგება, პირიქით, ფასდება, სწავლის სტიმული აქვს და ბედნიერი ვარ, რომ კოლეგებიც აგვყვნენ, შემოგვიერთდნენ... ჩართულები ვართ „წიგნიერების დღის“ ტესტების შედგენაში, უამრავი წარმატებით ვასრულებთ მიმდინარე წელს და izrune.ge-სთან ერთად, ვემზადებით ახალი სასწავლო წლისთვის, როდესაც ჩვენ პედაგოგებს საშუალება მიეცემათ, მხოლოდ პირველი-მეოთხე კი არა, მეხუთე-მერვე კლასელებისთვის შეადგინონ ტესტები. მჯერა, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და იმაშიც დარწმუნებული ვარ, izrune.ge-ს დიდი მომავალი ელის.



ინა მეცხვარიშვილი, N106 საჯარო სკოლის პედაგოგი:

- Izrune.ge სრულიად უპრეცედენტო პროექტია და მოხარული ვარ, რომ მოსწავლეებმაც, მშობლებმაც უპირობოდ მიიღეს ეს სიახლე. ადმინისტრაცია, კლასის დამრიგებლები, თითოეული საგნის მასწავლებლები დიდი დოზით ვუწევდით რეკომენდაციას პროექტს, რადგან ზუსტად ვიცოდით მისი შესაძლებლობები. გაცნობის წუთიდან, izrune.ge-ს ერთგულები გავხდით, ინფორმაცია მოსწავლეებამდე სწორად მივიტანეთ და ადვილად გავაღვივეთ ნდობა პროექტისადმი, სოციალურად დაუცველი ოჯახებიც კი ჩართულები არიან და ეს ძალიან მახარებს. Izrune.ge ხელმისაწვდომია ყველასთვის და ბავშვებს აქვთ საშუალება, საგანმანათლებლო პორტალში გაერთიანდნენ, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი.

სად იყო პანდემია და დისტანციური სწავლება, izrune.ge რომ უკვე სთავაზობდა ამ ფორმატს მოსწავლეებს! მით უმეტეს, ტესტებზე პროფესიონალი მასწავლებელები მუშაობენ, „წიგნიერების დღისთვის“ ვთავაზობთ ლიტერატურას და მშობლები, კარანტინის დროს, მწერდნენ კიდეც - რა კარგი ყოფილა, პროექტში ჩართულები რომ ვართო. ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში izrune.ge-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი საჭიროება, რადგან ბავშვს აქვს საშუალება ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, იყოს ჩართული საგანმანათლებლო პროექტში, მიიღოს ცოდნა, აიმაღლოს ცნობიერება.

ჩვენი მოსწავლეები განაგრძობენ izrune.ge-ს ტესტების გავლას, 2020 2021 სასწავლო წელს, მეხუთე-მერვე კლასელებისთვის შევადგენთ კითხვებს და ერთობლივად, ვგეგმავთ, წიგნიერება ხელოვნების დონეზე ავიყვანოთ; ბავშვები მიიღებენ პროფესიონალურ დონეზე შესრულებულ ტესტებს და ექნებათ შესაძლებლობა, სიღრმისეულად გაიაზრონ ყოველი ნაწარმოები. მესმის, შრომატევადი საქმეა, მაგრამ ნამდვილად მამულიშვილური. აპლიკაციის სახითაც შეუძლიათ ტელეფონში ჩამოტვირთვა და ასე არ გამოეთიშებიან რეჟიმს, გვაქვს ივლის-აგვისტოში წასაკითხი წიგნების სიაც... ესაა მომავალზე ორიენტირებული, სიახლეებით დახუნძლული პროექტი, რომელიც უფრო და უფრო იხვეწება. მე მიყვარს izrune.ge.


რას ამბობენ ჩვენზე