izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
09 ივნისი, 2020
თიანეთის შეჯამება - „დისტანციური ფორმატი უკვე არსებობდა izrune.ge-ს ფარგლებში, რამაც სახელმწიფოს გაუადვილა ბავშვების გადაყვანა დისტანციურ სწავლებაზე“
განათლება ჩვენი ქვეყნის მთავრობისთვის პრიორიტეტია - ეს მესიჯი არაერთხელ გაჟღერდა და მისასალმებელია, როდესაც აქცენტები სწორად კეთდება; თუმცა თუ ეს საქმით არ გამყარდა, მხოლოდ ლიტონი სიტყვები, არაფრისმომცემია. თიანეთის მერმა, თამაზ მეჭიაურმა კი სწორედ საქმით დაამტკიცა, რომ მისთვის, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელისთვის, განათლება მართლაც პრიორიტეტულია და მომავალ თაობებზე ზრუნვა, მათი ჩართვა როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების პროექტებში, მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
სწორედ მაშინ, როდესაც izrune.ge-მ თიანეთის მუნიციპალიტეტი მოიცვა, ბატონმა თამაზმა გადაწყვიტა, პროექტის ავტორებთან ერთად, ადგილობრივ მოსწავლეებზე მზრუნველი კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა და ოთხი თვის განმავლობაში მათ პროექტში უფასოდ ჩართვის საშუალება მისცა.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტით დაინტერესება მანამდეც დიდი იყო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ამ გადაწყვეტილებამ უფრო გაზარდა ოჯახების ინტერესი izrune.ge-ს მიმართ. მოსწავლეებს მეტი მოტივაცია მიეცათ, უკეთ ესწავლათ, საკუთარი ცოდნა შეემოწმებინათ და საჭირო უნარ-ჩვევები გამოემუშავებინათ... თიანეთის მერს, თამაზ მეჭიაურს კი საკუთარი წარმატებებით, კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს, რომ მზრუნველმა მერმა, მზრუნველ პროექტში მათი ჩართვით, აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი გადადგა.

სასწავლო წლის დასასრული კარსაა მომდგარი და ალბათ, დროა შევაჯამოთ განვლილი წელი, ამჯერად თიანეთის სკოლების დირექტორებთან  ერთად, მანამდე კი ბატონი თამაზ მეჭიაურის კომენტარს გთავაზობთ, რომელიც ჩვეული სიდინჯით, ლაკონურად და არგუმენტირებულად ხსნის izrune.ge-ს მნიშვნელობას მომავალი თაობების განათლების საპასუხისმგებლო საქმეში. 



თამაზ მეჭიაური, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი:

 - მიუხედავად იმისა რომ მცირებიუჯეტიანი მუნიციპალიტეტი ვართ, მიგვაჩნია - ყველაზე მომგებიანი ინვესტიცია არის განათლებაში ჩადებული ინვესტიცია და შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობთ, დავეხმაროთ ჩვენს ბავშვებს, რათა ჰქონდეთ მოტივაცია, გახდნენ უფრო წარმატებულები.

Izrune.ge-ში ჩართულობამ მოსწავლეებს ბევრი რამ გაუადვილა ამ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში - მხედველობაში მაქვს პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენები, როცა დისტანციურ სწავლებაზე მოუწიათ გადასვლა; ფაქტობრივად, ბავშვები შემზადებულებიც  კი იყვნენ ამისთვის.

რა თქმა უნდა, კარგია არაფორმალური განათლების ასეთი პროექტები, რომელიც სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული განათლების მიღებაში ეხმარება და ვიმეორებ - სწავლების დისტანციური ფორმატი უკვე არსებობდა izrune.ge-ს ფარგლებში, რამაც სახელმწიფოს გაუადვილა ბავშვების გადაყვანა დისტანციურ სწავლებაზე. ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან, რის საშუალებასაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მოგვცემს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ადგილობრივი მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები საგანმანათლებლო პროექტებში.

ნათელა კოჭლამაზაშვილი, მირზა გელოვანის სახელობის, დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ფაქტია - izrune.ge ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, მოხდა მათი ცოდნის მობილიზება, ისწავლეს დამოუკიდებლად მუშაობა, მშობლებიც ჩართულები არიან და თავისთავად, ეს ყველაფერი, სამომავლოდ, სასიკეთოდ წაადგებათ მოსწავლეებსაც და ჩვენს ქვეყანასაც. განსაკუთრებით მოიმატა დაინტერესებამ მას შემდეგ, რაც ჩვენს ბავშვებს პროექტში უფასოდ ჩართვის საშუალება მიეცათ. მოსწავლეები დიდი სიხარულით აზიარებენ საკუთარ მიღწევებს სოციალურ ქსელებში მშობლებიც კმაყოფილები არიან და უფასო ხელმისაწვდომობამ მეტად გაზარდა ჩართულობაც და ინტერესიც.

ზინა კენკიშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის, ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

- izrune.ge-სთან ჩვენი თანამშრომლობა მეორე წელია გრძელდება და ვფიქრობ, ეს არის ისეთი პროექტი, რომელშიც ყველა მოსწავლე უნდა იყოს ჩართული. ზოგადად, არაფორმალური განათლება ბავშვებისთვის უფრო საინტერესოა - ეს ახალი ფორმატია, საკუთარი თავის გამოცდა... ძალიან დაგვეხმარა izrune.ge პანდემიის დროს - მოგეხსნებათ, სოფლებში ცოტა ჭირს ინტერნეტი, ბევრია სოციალურად დაუცველი ოჯახი, არიან ბავშვები ვისაც ტექნოლოგიებთან ხელი არ მიუწვდება, მაგრამ ამის მიუხედავად, არსებულ სიტუაციაში izrune.ge იყო გამოსავალი. ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ დაწყებითი კლასები აქტიურობენ და რადგან ასეთი ტენდენცია წამოვიდა, დარწმუნებული ვარ, ჩართულობა მოიმატებს და უკეთეს შედეგებზეც გავალთ. მისასალმებელია ისიც, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის პროექტი უფასოდაა ხელმისაწვდომი  და ეს ჩვენი მერის დამსახურებაა.

ზვიად გიანაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის, ზარიძეების საჯარო სკოლის დირექტორი:

 - არაფორმალური განათლება ყოველთვის საჭიროა და აუცილებელი მოსწავლისთვის, უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, ცნობიერების ამაღლებისთვის. დამატებითი სწავლება მოზარდისთვის საჭიროა,  მით უმეტეს, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც მოსწავლეებს, გასაგები მიზეზების გამო, არ უხერხდებათ სკოლაში სიარული და ამიტომ, ჩვენ ყველა რესურსი, მათ შორის, izrune.ge უნდა გამოვიყენოთ, რათა მივცეთ სრულფასოვანი განათლება.

ჩვენ თანამშრომლობას izrune.ge-სთან მხოლოდ დადებითად შევაფასებდი - ჩართულობაც საკმაოდ მაღალია, მშობლებიც, კლასის დამრიგებლებიც აქტიურები არიან, მუნიციპალიტეტი, პროექტის ხელმძღვანელობა - ყველა ერთად, სისტემურად, კოორდინირებულად მუშაობს და ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ეფექტს იძლევა.

ლელა ზატუაშვილი, დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- როგორც კი izrune.ge და მისი იდეა გაგვაცნო ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა, მაშინვე გადავწყვიტეთ ჩართვა, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ თავიდან ცოტა გაგვიჭირდა ბავშვებისა და მშობლების დარწმუნება იმაში, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო მათი ცოდნის ამაღლებისთვის; მერე, როდესაც მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს, მიიღეს დიპლომები, დაინტერესება მეტად გაიზარდა.  ბატონი გოჩას ინიციატივითა და მონდომებით, პროექტი უფრო და უფრო პოპულარული გახდა, რასაც ხელი პროექტის ხელმისაწვდომობამ შეუწყო. ვიმედოვნებ, სამომავლოდ დაინტერესება უფრო გაიზრდება და ბავშვებიც მეტი ენთუზიაზმით ჩაერთვებიან ამ პროექტში.



რას ამბობენ ჩვენზე