izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
08 ივნისი, 2020
შიდა ქართლის შეჯამება - „ესაა ზრუნვა მოსწავლეებზე და izrune.ge-ს სახელიც აბსოლუტურად სწორად აქვს შერჩეული“
შიდა ქართლი, რომლის მოსახლეობამაც არცთუ შორეულ წარსულში არაერთი განსაცდელი გამოიარა, izrune.ge-სთვის განსაკუთრებული რეგიონია. აქ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ და ეს პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა ძალიან კარგად იცის. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ „ეტალონი მედია-ჯგუფსა“ და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი ხოჯევანიშვილს შორის გაფორმდა მემორანდუმი და 2019-2020 წელს, შიდა ქართლის მკვიდრ მოსწავლეებს izrune.ge-ში უფასოდ ჩართვის საშუალება მიეცათ. ამით გოჩა ტყეშელაშვილმა და „ეტალონი მედია-ჯგუფმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ izrune.ge მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლეებზე, მომავალ თაობებზე ორიენტირებული პროექტია.

ზრუნვა მომავალზე - თითოეული ჩვენგანის ვალია; დაგვეთანხმეთ, საზღვრისპირა სოფლებში, სადაც ადამიანებს ელემენტარულად, მშვიდი ძილის საშუალება არ აქვთ, მათკენ გადადგმული ყოველი მზრუნველი ნაბიჯი, აგრძნობინებს, რომ მარტონი არ არიან, მათზე ფიქრობენ, მათზე ღელავენ და ეს „ეტალონი მედია-ჯგუფმა“ არაერთხელ დაამტკიცა. აკი, გვითხრა კიდეც ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა - პროექტის სახელი სწორად შეგირჩევიათ - izurne.ge ჭეშმარიტად მზრუნველი პროექტიაო.

არ დაგიმალავთ, სასიამოვნოა, როდესაც ასეთ სიტყვებს ისმენ. სწორედ მაშინ ხვდები, რომ შრომას ამაოდ არ ჩაუვლია და როდესაც იცი, შენი საქმით მომავალი თაობების განათლებას უწყობ ხელს, საამაყოც უდავოდ გაქვს.

ამჯერად სასწავლო წლის შემაჯამებელ სტატიში, შიდა ქართლის სკოლების დირექტორების  მოსაზრებებს გაგაცნობთ.  
 
გელა ჯაფარიძე, გორის N10 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ძალიან კმაყოფილები ვართ izrune.ge-სთან თანამშრომლობით. მოსწავლეებიც, მშობლებიც, პედაგოგებიც მადლობლები არიან ამ პროექტისა და მომავალშიც, ასე გაგრძელდება. შეუძლებელია, არ აღვნიშნო, ბავშვებს მეტი მოტივაცია მიეცათ მას შემდეგ, რაც „ეტალონი მედია-ჯგუფმა“ გადაწყვიტა, ჩვენი ბავშვებისთვის მონაწილეობა უფასო ყოფილიყო. მათ იგრძნეს მზრუნველობა და ამისთვის, უღრმესი მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს. Izrune.ge შემეცნებითი, საგანმანათლებლო პროექტია.



ლია ფალელაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის, ტყვიავის საჯარო სკოლის დირექტორი:

- izrune.ge-ში ჩართულობა მოსწავლეებისთვის მრავალმნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ცხოვრებისეულ საკითხებს ეხება მეტად და ბავშვებისთვისაც ძალიან საინტერესოა. მოსწავლე აქტიურდება და მოტივაციაც აქვს, არაფორმალური განათლებისათვის, ფორმალური განათლება მეტი ჰქონდეს, რათა მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გამოიყენოს. განსაკუთრებით გააქტიურდნენ ბავშვები მას შემდეგ, რაც პროექტის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება და პროექტში ჩართვა ჩვენ მოსწავლეებს უსასყიდლოდ შეუძლიათ. ეს მართლაც მომავალ თაობებზე მზრუნველი ნაბიჯი იყო და სიმართლე გითხრათ, დისტანციურმა სწავლებამაც შეუწყო ხელი, izrune.ge უფრო ახლობელი გამხდარიყო მათთვის. 

მანანა გეჯაძე, კასპის მუნიციპალიტეტის, მეტეხის საჯარო სკოლის დირექტორი:

- izrune.ge-ში ჩართულობით მოსწავლეები უდიდეს გამოცდილებას იღებენ, ტესტებზე ელექტრონულად მუშაობენ და აქვთ შესაძლებლობა, სხვადასხვა უნარი განივითარონ. პროექტი ასევე უმნიშვნელოვანესია მშობელთა ჩართულობის მხრივ და ეს ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია - ოჯახი-სკოლა-საზოგადოება - თუ წრედი შეკრული არ არის, დადებით შედეგებზე გასვლა ჭირს, izrune.ge-მ კი სწორედ ამ ჯაჭვის შეკვრა მოახერხა. განსაკუთრებით გაიზარდა ჩართულობა მას შემდეგ, რაც ბავშვებს პროექტში უსასყიდლოდ მონაწილეობის საშუალება მიეცათ და ამის გამო, მადლობის მეტი, არაფერი გვეთქმის - ყველა დარწმუნდა, რომ izrune.ge ბავშვებზე, მომავალ თაობებზე ორიენტირებული პროექტია, უდავოდ ზრუნავს მათზე და ეს გახდა თვალსაჩინო მშობლებისთვისაც.

მარიკა ღვინიაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის, რუისის საჯარო სკოლის დირექტორი:

- პროექტში მაშინვე ჩავერთეთ, როგორც კი გავეცანით, თუმცა დაინტერესება იმ პერიოდში მხოლოდ რამდენიმე ბავშვმა გამოთქვა. მას შემდეგ ბავშვებიც, მშობლებიც ერთმანეთს ინფორმაციას აწვდიდნენ, გამოცდილებას უზიარებდნენ და ინტერესმაც მოიმატა. მე, როგორც სკოლის დირექტორი, კმაყოფილი ვარ ჩვენი თანამშრომლობით და ზოგადად მომხრე ვარ, სკოლის იქით, მოსწავლე არაფოემალურ განათლებაში იყოს ჩართული. მშობლები სიხარულით გვიზიარებენ შვილების წარმატებებს, ძალიან ახარებთ izrune.ge-ს დიპლომები და მჯერა, ეს პროექტი უფრო ყოვლისმომცველი გახდება, რადგან მას შემდეგ, რაც ჩვენ ბავშვებს მასში უსასყიდლოდ ჩართვის საშუალება მიეცათ, მეტი რწმენა გაჩნდა izurne.ge-სა და პროექტის ავტორების მიმართ - ესაა ზრუნვა მოსწავლეებზე და სახელიც აბსოლუტურად სწორად აქვს შერჩეული.



მანანა ლაცაბიძე, ხაშურის N7 საჯარო სკოლის დირექტორი:

 - izrune.ge უდავოდ საჭირო და დროული პროექტია. ბავშვებს საკუთარი უნარების, ცოდნის გამოვლენის საშუალება აქვთ და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან ტესტირებებს. აქედან გამომდინარე, მეტად აქტიურები გახდნენ და მეტადაც ჩაერთნენ სასკოლო ცხოვრებაში, რაც ძალიან მახარებს. მოტივაცია დიდია, ახარებთ საკუთრი წარმატებები და სხვისი წინსვლაც აბედნიერებთ. იძიებენ ინფორმაციას, ეცნობიან კლასგარეშე ლიტერატურას და მას შემდეგ, რაც პროექტში უფასოდ ჩაერთნენ, უფრო გააქტიურდნენ. ასევე დიდია პედაგოგებისა და მშობლების ინტერესი, მათი ჩართულობა ბავშვებს სტიმულს მატებს.



რას ამბობენ ჩვენზე