izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
02 ივნისი, 2020
აჭარის შეჯამება - ლიდერი სკოლები და სკოლის დირექტორები
მაშინ, როდესაც izrune.ge შეიქმნა, ვერავინ იფიქრებდა, რომ სწორედ ამ პროექტით ჩაეყრებოდა მტკიცე საფუძველი  ფორსმაჟორულ ვითარებაში სათანადო განათლების მიღების შესაძლებლობას. თუმცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ, ჯერ კიდევ საფუძველშივე, ნათლად დაინახა პროექტის საჭიროება და როლი მომავალი განათლებული თაობების აღზრდის საქმეში;  სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ აჭარის მკვიდრ ყველა მოსწავლეს სამი თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) izrune.ge-ში უსასყიდლოდ მონაწილეობის საშუალება მიეცა. დისტანციური სწავლება მთავრობისთვის პრიორიტეტული რომ არის, ეს არაერთხელ დამტკიცდა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კი ნათლად დაგვანახა, რომ როგორც აჭარის მთავრობა, ისე ცენტრალური ხელისუფლების დამეგობრება მზრუნველ პროექტთან აბსოლუტურად სწორი და მომავალი თაობების განათლებაზე ორიენტირებული ნაბიჯი იყო. 

აჭარელი ბავშვები ერთგვარად მომზადებულები შეხვდნენ ონლაინ-სწავლებას, მანამდე კი პროექტში ჩართულობით არაერთ წარმატებას მიაღწიეს. სწორედ აჭარის ხელისუფლებისა და izrune.ge-ს ერთობლივი ძალისხმევითა და დამსახურებით,  ადგილობრივი სკოლები მეტად გააქტიურდნენ და მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მეტი ინტერესი გაუჩნდათ... დღეს კი, როდესაც პანდემიის გამო, სკოლები სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადავიდნენ,  დირექტორები სწორედ izrune.ge-ს მნიშვნელოვან როლზე ალაპარაკდნენ ონლაინ-სწავლებისას. სასწავლო წელი იწურება და ჩვენც აჭარის ა/რ განათლების სამინისტროსთან განხორციელებული სამთვიანი პროექტის ერთგვარი ანგარიში გვინდა შემოგთავაზოთ: როგორი იყო სკოლებისთვის izrune.ge-სთან თანამშრომლობა, რა დადებითი ასპექტები გამოიკვეთა პროექტში ჩართულობით და რა წვლილი მიუძღვის პლატფორმას მოსწავლეთა განვითარების კუთხით, ასევე გთავაზობთ ბათუმის, ქედის და ქობულეთის ლიდერი სკოლების რეიტინგს. 

შეჯამებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აქტიური და გამორჩეული საჯარო სკოლების ხელმძღვანელებს მივმართეთ, რომლებიც izrune.ge-სთან თანამშრომლობის დეტალებზეც საუბრობენ და იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, როგორ ზრუნავს მზრუნველი პროექტი მომავალ თაობაზე. თუმცა აქაც უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ izrune.ge ასეთ მასშტაბს ვერ მიაღწევდა, რომ არა აჭარის ხელისუფლების თანადგომა და ზრუნვა იმაზე, ერთად აღვზარდოთ ჭეშმარიტად განათლებული თაობები!



ნატო გოგუაძე, ბათუმის N14 საჯარო სკოლის დირექტორი:

 - izrune.ge უდავოდ კარგი პროექტია, რომელშიც მხოლოდ ბავშვი და მასწავლებელი კი არა, მშობელიც ჩართულია. განსაკუთრებული მადლობა აჭარის ხელისუფლებას, ჩვენს განათლების სამინისტროს, რომ ბავშვებს პროექტში ჩართვა უსასყიდლოდ შეძლეს. ამან მოტივაცია გაზარდა, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლდა, მით უმეტეს ახლა - დისტანციური სწავლებისას, როცა განათლების მიღება სათანადოდ ვერ ხდება, izrune.ge-მ მოგვცა საშუალება, მოსწავლეებს მიღებული ცოდნა გაეღრმავებინათ; მოტივირებულები არიან, სწორად უპასუხონ ყველა კითხვას, აქტიურად ემზადებიან შემაჯამებელი აქტივობებისთვის და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ izrune.ge-ს დონე ძალიან მაღალია.

დავით ეცადეიშვილი, ბათუმის N10 საჯარო სკოლის დირექტორი:

 - izrune.ge დისტანციური  და ჩვეულებრივი სწავლების პროცესშიც, აკადემიური კუთხით, ყოველთვის დადებით როლს ასრულებდა,თუმცა ფაქტია - ბავშვები განსაკუთრებით გააქტიურდნენ ონლაინ-სწავლებისას, რადგან ტესტირებისთვის შედგენილი ყოველი კითხვა მიმართული იყო მათი წახალისებისა თუ მოტივაციის ამაღლებისთვის. სწორედ izrune.ge-ში მონაწილეობით ბავშვი სხვადასხვა აკადემიურ უნარზე გადის, სხვადასხვა საფეხურზე, რაც მის განვითარებას მაქსიმალურად უწყობს ხელს.

ნუგზარ სურმანიძე, ბათუმის N9 საჯარო სკოლის დირექტორი:

 - დისტანციური სწავლებისას ბევრი უნარის გამოვლენა გახდა საჭირო, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს სწორედ izrune.ge-ს ტესტების გავლისას განუვითარდათ და ონლაინ-რეჟიმში გადასარევად გამოიყენეს. ბავშვები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ პროექტს, ძალიან მოსწონთ და მე ეს მახარებს. მოტივირებულია მასწავლებელიც, მოსწავლეც და პროექტის ინიციატორებისა და აჭარის ხელისუფლების მიმართ, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, გარდა იმისა, რომ ველით კიდევ და კიდევ ასეთ პროექტებს, რომლებშიც აუცილებლად ჩავერთვებით.



თამარ თავდგირიძე, დაბა ქედის საჯარო სკოლის დირექტორი:

 - ნებისმიერი კონკურსი კარგია, განსაკუთრებით კი ისეთი, როგორიც izrune.ge; ჩემი სკოლის მოსწავლეები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები და განსაკუთრებით აქტუალური ეს პლატფორმა ახლა, დისტანციური სწავლებისას გახდა - გააქტიურდნენ ბავშვებიც, მშობლებიც და ეს, როგორც სკოლის დირექტორს, ძალიან მახარებს.

ომარ ბოლქვაძე, ქედის მუნიციპალიტეტის, ახოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

 - ჩვენი სკოლის თანამშრომლობას izrune.ge-სთან მხოლოდ დადებითი კუთხით განვიხილავ, რადგან სწორედ ამ პროექტმა განაპირობა მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესშიც და ონლაინ-სწავლებაშიც. ბავშვებს საკუთარი ცოდნის შემოწმებისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება აქვთ, მოტივირებულები არიან, რომ ერთი–მეორეზე უკეთესი შედეგები ჰქონდეთ და საფუძვლიანი ცოდნაც მიიღონ.

დურსუნ ნიჟარაძე, ქედის მუნიციპალიტეტის, გეგელიძეების საჯარო სკოლის დირექტორი:

- izrune.ge სკოლაზე, უფრო კონკრეტულად კი მოსწავლის წინსვლაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც ბავშვებს მრავალმხრივ განვითარების საშუალებას აძლევს. ახლა კი როდესაც ონლაინ-სწავლებაზე ვართ გადასულები, სწორედ izrune.ge-ს დახმარებით გაუადვილდათ ჩვენ მოსწავლეებს გარკვეული საკითხების დაძლევა, izrune.ge-ს ტესტირებაშიც უფრო აქტიურად ჩაერთნენ და იმედი მაქვს, აჭარის განათლების სამინისტროს დახმარებით, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.



ნარგიზ რომანიძე, ქობულეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

 - თამამად და სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მოსწავლეები, მე-9 კლასის ჩათვლით, აქტიურად არიან ჩართულები პროექტში. დამრიგებლების ძალისხმევით ბავშვებს საოცარი შედეგები აქვთ; ჩართულები არიან მშობლებიც და რაც მთავარია, დისტანციურ სწავლებაში ჩვენი ბავშვებისთვის ბევრი არაფერი ყოფილა ახალი - izrune.ge-მ წინასწარ შექმნა საფუძველი და პედაგოგებმაც უდიდესი გამოცდილება მიიღეს.

ნაირა მახარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

-ორ წელიწადზე მეტია izrune.ge-სთან ვთანამშრომლობთ და ჩართვიდან მალევე, დიდი ინტერესი გამოიწვია ონლაინ-ტესტებმა; მოსწავლეები მოუთმენლად ელიან ყოველ ხუთშაბათს, რაც ძალიან მახარებს. უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან პროექტს და შემდეგ, სიხარულით გვიზაირებენ საკუთარ შედეგებს. გაიზრდა მშობელთა დაინტერესებაც და განსაკუთრებით მისასალმებელია, ამ ყველაფერში აჭარის ხელისუფლება რომ გვიწყობს ხელს - ბავშვებს პროექტში უსასყიდლოდ ჩართვისა და შესაბამისად, ღრმა ცოდნის მიღების საშუალება აქვთ. ფიზიკის მასწავლებელი ვარ და, იყო შემთხვევა, როდესაც მოსწავლემ ტესტის ერთ კითხვას ვერ უპასუხა. შემეხმიანა, რათა ამეხსნა და საკუთარი შედეგის გაუმჯობესების საშუალება ჰქონოდა. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი აღარასოდეს დაავიწყდება... ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი პროექტის ხელმძღვანელებს, izrune.ge-ს გუნდს და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ასეთი შესანიშნავი პროექტისთვის.

ნატო შამილაშვილი, ქობულეთის N6 საჯარო სკოლის დირექტორი:

- izrune.ge-სთან პროექტის არსებობის დღიდან ვთანამშრომლობთ და მადლობის მეტი, მართლაც არაფერი გვეთქმის. ესაა ერთგვარი მოტივაცია მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, ბავშვებს მიღებული ცოდნის შემოწმებისა და გაღრმავების საშუალება აქვთ და რაც მთავარია შეკრულია ჯაჭვი - სკოლა-ოჯახი-საზოგადოება. მინდა, მადლობა გადავუხადო პროექტის ავტორებს და აჭარის ხელისუფლებას იმისთვის, რომ უზრუნველყვეს ადგილობრივი მოსწავლეების მაქსიმალური ჩართულობა. Izrune.ge-ს საშუალებით მხოლოდ მოსწავლეების კი არა, ერთგვარად, მასწავლებლების შეფასებაც ხდება - როდესაც ბავშვი იღებს უმაღლეს შეფასებას, ეს, რა თქმა უნდა, მასწავლებლის დამსახურებაა, მშობელი კი ამ ყველაფრის მომსწრეა. აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ izrune.ge-ს დისტანციური სწავლებისთვის გარკვეული საფუძველი უკვე მომზადებული ჰქონდა და მოსწავლეებმაც გადასარევად იცოდნენ, როგორ გამოეყენებინათ თანამედროვე ტექნოლოგიები.


რას ამბობენ ჩვენზე