izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
01 აპრილი, 2020
ბადაგაძეების მრავალშვილიანი ოჯახის თვითიზოლაცია - Izrune.ge-ს ერთგული მეგობარი დუშეთიდან
ნინო, ქეთევანი, დავითი და პატარა ბარბარე დუშეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებიც ამჟამად, ისევე, როგორ ყველა, იძულებითი არდადეგების გამო, დროს სახლში ატარებენ. ოთხივე დედმამიშვილი კარგი სწავლით გამორჩევა; ასევე აღსანიშნავია, რომ ოთხივე ყველაზე მზრუნველი პროექტის ერთგული მეგობარია და izrune.ge-ს განსაკუთრებულობას ახლა, თვითიზოლაციისას უფრო გრძნობენ, რადგან ტესტებს ონლაინ გადიან და განსაკუთრებით მოსწონთ პროექტის ახალი კითხვები, რომლებიც პირად ჰიგიენას ეხება.

სანამ ბავშვებს დაველაპარაკებოდით, რამდენიმე კითხვით დედას - ანა მახარაშვილს მივმართეთ და პირველ რიგში იმის გაგება ვცადეთ, როგორ უმკლავდება სახლის პირობებში ოთხი მოსწავლის ონლაინ-გაკვეთილებსა და დისტანციურ სწავლებას.

- ადვილი არაა, ოთხი მოსწავლის დაკვალიანება, თუმცა უფროსები მაინცდამაინც არ მაწუხებენ, დამოუკიდებლად ამზადებენ გაკვეთილებსაც და izrune.ge-ს ტესტებსაც ასევე დამოუკიდებლად გადიან.

- პროექტს როგორ შეაფასებდით?

- izrune.ge ძალიან მოგვწონს, ბავშვებიც აქტიურად არიან ჩართულები, თუმცა ამჟამად, მხოლოდ უმცროსს, პირველკლასელ ბარბარეს ვეხმარები ხოლმე. სიმართლე გითხრათ, არსებულ ვითარებაში Izrune.ge-მ ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა; სწორედ მისი საშუალებით, ბავშვები უფრო დაკავებულები არიან, მუდმივად მეცადინეობენ, ცდილობენ, მეტი ინფორმაცია მიიღონ, რათა ტესტირება წარმატებით გაიარონ და ერთი სული აქვთ, როდის მოვა ხუთშაბათი.

- დიპლომების მიღებისას რა ემოცია აქვთ?

- უხარიათ, თუმცა ამას ყველაზე მეტად ბარბარე გამოხატავს. უფროსები შედარებით თავშეკავებულები არიან. სხვათა შორის, ბარბარეს კლასში მხოლოდ ჩვენ ვიყავით ჩართულები პროექტში და უნდა გენახათ, მისი სიხარული, როდესაც საკლასო ოთახში მხოლოდ მისი დიპლომი გამოაკრეს. ემოციებს ვერ მალავდა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარბარე გახდა მოტივატორი სხვა ბავშვებისთვისაც - მოგვიანებით, პროექტში სხვებიც ჩაერთნენ.

- შეუძლებელია, არ გკითხოთ ონლაინ-გაკვეთილებზე... როგორ ახერხებენ ბავშვები, ერთმანეთს ასეთ დროს ხელი არ შეუშალონ?

- სახლში ორი ბუკი გვაქვს და ერთმანეთს ენაცვლებიან, დრო არ ემთხვევათ, ხან ტელეფონით შედიან... ასე რომ, დიდად ერთმანეთს ხელს არ უშლიან. ერთია მხოლოდ - პატარა სკოლა გვაქვს სახლში. ბავშვებიც მოცლილები ნამდვილად არ არიან, მუდმივად ცდილობენ ისწავლონ და მეც ვუძლებ.

დათო ბადაგაძე: „სახლში ცოტა მოვიწყინე, სკოლა მენატრება, თუმცა izrune.ge მოწყენის საშუალებას არ გვაძლევს. ეს პროექტი ძალიან მომწონს, განსაკუთრებით მათემატიკური კითხვები მიყვარს და რომ გავიზრდები, შეიძლება მათემატიკის მასწავლებელიც კი გამოვიდე. ახლა კითხვები რომ დაემატა პირად ჰიგიენაზე, იცით, მე ყველას კარგად ვუპასუხე და როდესაც სახლიდან გასვლის უფლება გვქნება, პირველი რასაც გავაკეთებ - სკოლაში წავალ“.



ბარბარე ბადაგაძე: „გამარჯობა, მე ბარბარე ვარ. სახლში თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა სკოლა მომენატრა. Izrune. ge კი ძალიან მომწონს, რადგან სახლიდან არ გავდივარ და ისე ვიღებ დიპლომებს. არ გეგონოთ, უფროსი და-ძმა მეხმარებოდეს, კითხვებს დამოუკიდებლად ვპასუხობ, თუმცა ხანდახან დედიკო მეხმარება ხოლმე“.



ნინო ბადაგაძე: „პროექტში დიდი ხანი არაა, რაც ჩავერთე, მაგრამ ძალიან მომწონს, შემეცნებითია, საინტერესო. აქამდე სხვადასხვა საკითხებს მეგობრებთან ერთად განვიხილავდი, ერთად ვიძიებდით ლიტერატურას, ვემზადებოდით შემაჯამებელი ტესტისა თუ წიგნიერების დღისთვის... ახლა კი სახლში ვართ და ამის საშუალება არ არის, თუმცა პროექტის ერთგულები ვრჩებით და ვიცით, რომ izrune.ge-სთან ერთად არ მოვიწყენთ“.  



ქეთევან ბადაგაძე:  „ძალიან მიყვარს izrune.ge, განსაკუთრებით ახლა, როდესაც სწავლა არ არის და სკოლები დაკეტილია. ყოველ ხუთშაბათს ველი, რომ ტესტიც გავიარო და შემდეგ უფრო მეტი ვიმეცადინო, რათა საუკეთესო შედეგები მქონდეს. რომ გავიზრდები, ჯერ არ ვიცი, ვინ გამოვალ, მაგრამ სამაგიეროდ ის ვიცი, გარეთ გასვლის უფლება რომ მოგვეცემა, რას გავაკეთებ - სკოლაში გავიქცევი“.



რას ამბობენ ჩვენზე