01 ნოემბერი, 2017
ბორჯომის მუნიციპალიტეტი ოქტომბრის თვეში თანამოქალაქეების დახმარებისთვის გაცემული დაფინანსების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ოქტომბრის თვეში მოქალაქეების დახმარების მიზნით,84 495 ლარის დაფინანსება გასცა.
აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა თანადგომა გაუწია 364 ბენეფიციარს.
მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღო 4 და
მეტ შვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, გამოჩენილმა ადამიანებმა,
ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, 100 წელს გადაცილებულმა პირებმა,
დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა. რაც ყველაზე მთავარია, პროგრამების მიხედვით
განხორციელდა მოქალაქეებისათვის საჭირო სტაციონარული და ამბულატორიული
მომსახურეობის დაფინანსება.
ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების
მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და
ითვალისწინებს გამგეობამ დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ
ბენეფიციარების, ისე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის
გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ამ პროგრამების
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს.