01 ნოემბერი, 2017
ქარელის გამგებელმა მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული დარბაზები მოინახულა
31 ოქტომბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა და
ა(ა) იპ სასპორტო დაწესებულებების გაერთიანების მმართველმა გიორგი
ბერუაშვილმა მოინახულეს ქარელის, რუისის, დირბის, საღოლაშენისა და აბანოს
სპორტული დარბაზები.
დაესწრნენ ვარჯიშის პროცესს და გაეცნენ სპორტსმენების
მიღწევებს.ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა
სპორტსმენების წახალისების მიზნით ბავშვებს გადასცეს სავარჯიშო ფორმები და
სპორტული ინვენტარი.