izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი,

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე. 

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განივთარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით. ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, კლასის შესაბამის საგნობრივ კითხვებთან ერთად ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება. 

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კლასის შესაბამის საგნობრივ კითხვებთან ერთად შესული იქნება კითხვები შეთავაზებული ნაწარმოებებიდან. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე „ინგლისური ენის ტესტის დღეა“ - თქვენ გექნებათ საშუალება ინგლისური ენის 5 დონიანი ტესტიდან აირჩიოთ სასურველი დონე და გაიაროთ ტესტი სირთულის მიხედვით.  

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ“ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, გახსნათ შემაჯამებელი ტესტი და პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით. 

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.

2. გადახდა საბანკო გადარიცხვით.

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“

მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007

მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება

დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ნომერი (პროფილის 6 ციფრიანი ნომერი მოსწავლის პროფილზე, საიტის ზედა ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ) 

3.   გადახდა სწრაფი ჩარიცხვის ნებისმიერი აპარატით 

გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Paybox აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.


ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:


1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:

1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

სოციალური პაკეტი - განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები. თანამოაზრე სკოლის თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება შეადგენს 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ  

მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

ბავშვებზე მზრუნველო ოჯახებო შვილთან ერთად დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მთელ საქართველოს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge 

ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122

მადლობა თანამშრომლობისთვის!

კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი

საგანმანათლებლო სიახლეები
12 სექტემბერი, 2019
„izrune.ge საშვილიშვილო პროექტია“- „წიგნიერების დღის“ კითხვების ავტორები
ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი  izrune.ge მოსწავლეებისთვის საინტერესო სიახლეების შესათავაზებლად ყოველდღე აქტიურად მუშაობს. პორტალი მოსწავლეებს ყოველი თვის მეორე ხუთშაბათს „წიგნიერების დღის“ ტესტებს სთავაზობს.

„წიგნიერების დღეს“ მოსწავლეები კითხვებს წინასწარ შერჩეული კლასგარეშე ლიტერატურიდან იღებენ. ამ დღისთვის მე-12 კლასელებს ლიტერატურული თავგადასავალი გამორჩეული სკოლის განსაკუთრებით აქტიურმა პედაგოგებმა მოუმზადეს - ეს თბილისის 94-ე საჯარო სკოლა და მისი პედაგოგების გუნდია.

„წიგნიერების დღის“ კითხვების შექმნის პროცესთან დაკავშირებით izrune.ge  თბილისის 94-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნინო გახარიას, ესაუბრა. პირველივე „წიგნიერების დღეს“ izrune.ge-ში ჩართული მე-12 კლასელების მხრიდან უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

- ქალბატონო ნინო, რა პრინციპით შეარჩიეთ პედაგოგები, რომლებმაც „წიგნიერების დღის“ ფარგლებში მე-12 კლასელებისთვის მოამზადეს კითხვები?

- სკოლაში 15 ფილოლოგი მყავს და 15-ვე უფროსი მასწავლებელია. მათგან რამდენიმე უკვე წამყვანი მასწავლებელი ხდება სექტემბრის თვეში. შესაბამისად, შერჩევის კონკრეტული პრინციპი არ მქონია, რადგან ვიცოდი, ამ საქმეს პროფესიონალებს ვანდობდი. დროის ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი, თორემ არჩევანის გაკეთება არ გამიჭირდებოდა.
კითხვებზე დაახლოებით 7-8 მასწავლებელი მუშაობდა. შევარჩიე ისეთი პედაგოგები, რომლებსაც VII-XII კლასებთან ჰქონდათ საათები და ისეთები, ვისაც შეეძლო არაფორმალური განათლებისთვის მეტი დრო გამოენახა.



- პედაგოგებისთვის რამდენად საინტერესო იყო ამ შეკითხვებზე მუშაობა?

- ჩვენმა ბავშვებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა კარგად იციან იზრუნე.გე როგორი საშვილიშვილო პროექტია. ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა სასკოლო საზოგადოებას პროექტის მიზნები თვითონ გააცნო. იმ დღიდან მოყოლებული, მასწავლებლებმა იციან, რომ ეს ძალიან კარგი საქმეა. როგორც კი ვუთხარი, რომ წიგნიერებასთან დაკავშირებით ახალი პროექტი უნდა დაწყებულიყო, აბსოლუტურად ენთუზიაზმის დონეზე ამყვნენ, რადგან ​ ახალი საქმის კეთების და ცვლილებების არასდროს ეშინიათ. პირიქით, ყველა კარგ საქმეს შემოქმედებითად უდგებიან. 

- რა უნდა გაითვალისწინონ მოსწავლეებმა, რომლებიც თქვენი სკოლის პედაგოგების მიერ შედგენილ კითხვებს გაივლიან?

- პედაგოგებმა კითხვების შედგენის დროს აქცენტი გააკეთეს როგორც შინაარსობრივ მხარეზე, ასევე გააზრებაზეც, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინონ, რომლებიც ნაწარმოებში ხვდებათ და მასალებს სიღრმისეულად უნდა ჩაწვდნენ. ჩვენმა პედაგოგებმა ნამდვილად კარგად იმუშავეს და მიხარია.



- თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს წიგნიერებას ბავშვის განვითარებისა და ჩამოყალიბების პროცესში?

- დღეს მედიაწიგნიერება საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ ის, რასაც ჩვენ განვიცდით და რასაც ბავშვებიც განიცდიან წიგნის კითხვის დროს, აბსოლუტურად სხვაა. მეტი სულიერებაა, როდესაც წიგნს კითხულობ. 
ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ და რა თქმა უნდა, მათ არ უარვყოფთ, მაგრამ რასაც სულიერი წვდომა ჰქვია, მაინც წიგნის კითხვის დროს იბადება. ძალიან მაგარი პროექტია  ბავშვებისთვის, რომლებიც მოცილებულები არიან ამ პროცესს. მისასალმებელია, რომ სწორედ „ეტალონმა“ შეძლო ამის გაკეთება.

- თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში რა სარგებელი შეიძლება მიიღოს თითოეულმა მოსწავლემ  იზრუნე.გე -ს შესაძლებლობების გამოყენებით?

- მიმაჩნია, რომ „ეტალონმა“ ბავშვები წიგნებისკენ მიაბრუნა და იზრუნე.გე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამისთვის. პროექტში ​ ძალიან ბევრი მოსწავლეა ჩართული და როდესაც  „წიგნიერების დღეც“ დაემატა, ძალით თუ ნებით, ბავშვები წიგნისკენ კიდევ უფრო მიტრიალდნენ. 

- ახალი სასწავლო წლისთვის რა გეგმები გაქვთ სკოლაში? რას უსურვებთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს?

- ჩვენი სკოლა კონტიგენტით მზარდია და ინფრასტრუქტურის კუთხით გვიჭირს. მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლებსაც სკოლის სამცვლიანობა იწვევს, სასკოლო საზოგადოების მთელი შემადგენლობა მზად არის, ახალ სასწავლო წელს ახალი იდეებით შეხვდეს.
გვინდა მეტი ყურადღება გავამახვილოთ არაფორმალურ განათლებაზე. სკოლაში ხუთი კლუბი მოქმედებს. ესენია: „პატარა მკითხველთა კლუბი“, კლუბი „წიგნიერი“,, მათემატიკის კლუბი „უსასრულობა“, ქართული ენის სიწმინდის დაცვის კლუბი „ლაზარე“ და "გოეთეს" კლუბი. ყველა კლუბი მაქსიმალურად კარგად მუშაობს და მოსწავლეებს​ არაფორმალურ განათლებაში რთავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი მოსწავლე შემობრუნდეს სკოლისკენ.
ვფიქრობთ, ხარისხიანი განათლების მისაღებად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პროექტებით სწავლება. ვინაიდან ჩემი მოადგილეც ხარისხის მართვას უზრუნველყოფს და მეც „ახალი სკოლის მოდელში“ ვარ ჩართული, როგორც ლიდერობის ექსპერტი, ვფიქრობთ, რომ პროექტებით სწავლება ერთობლივად უზრუნველვყოთ როგორც სასწავლო პროცესში, ასევე არაფორმალურ განათლებაშიც.
წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ყველა სკოლის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს!


რას ამბობენ ჩვენზე