31 ოქტომბერი, 2017
ბორჯომში, ნიკოლაძის ქუჩაზე გზის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა
ნიკოლაძის ქუჩაზე გზის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა.
აღნიშნულ ქუჩაზე რკინა-ბეტონის საფარი ჯამში 504მ სიგრძის მონაკვეთზე დაიგო.
ნიკოლაძის
ქუჩის ამ მონაკვეთზე მცხოვრებ მოსახლეობას რამდენიმე ათეულია წლებია
გრუნტის გზით სარგებლობა უწევდათ, რაც ისედაც რთული რელიეფის მქონე
დასახლებაში დიდ პრობლემას წარმოადგენდა.
აღნიშნულ უბანში დასრულებულია ასევე ღვარცოფგამტარი არხის რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში გზები მოწესრიგდა მესხეთისა და ვაშლოვანის ქუჩებზეც.
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტისათვის 1 მილიონამდე
ლარი გაიხარჯა.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადგილობრივების საცხოვრებელი გარემო.