izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი,

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე. 

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განივთარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით. ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, კლასის შესაბამის საგნობრივ კითხვებთან ერთად ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება. 

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კლასის შესაბამის საგნობრივ კითხვებთან ერთად შესული იქნება კითხვები შეთავაზებული ნაწარმოებებიდან. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე „ინგლისური ენის ტესტის დღეა“ - თქვენ გექნებათ საშუალება ინგლისური ენის 5 დონიანი ტესტიდან აირჩიოთ სასურველი დონე და გაიაროთ ტესტი სირთულის მიხედვით.  

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ“ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, გახსნათ შემაჯამებელი ტესტი და პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით. 

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.

2. გადახდა საბანკო გადარიცხვით.

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“

მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007

მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება

დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ნომერი (პროფილის 6 ციფრიანი ნომერი მოსწავლის პროფილზე, საიტის ზედა ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ) 

3.   გადახდა სწრაფი ჩარიცხვის ნებისმიერი აპარატით 

გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Paybox აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.


ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:


1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:

1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

სოციალური პაკეტი - განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები. თანამოაზრე სკოლის თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება შეადგენს 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ  

მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

ბავშვებზე მზრუნველო ოჯახებო შვილთან ერთად დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მთელ საქართველოს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge 

ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122

მადლობა თანამშრომლობისთვის!

კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი

რჩევები მშობლებს
01 ივნისი, 2019
როგორ მოვამზადოთ გემრიელი და სასარგებლო კერძები პატარებთან ერთად - რჩევები გამოცდილი მზარეულისგან
ჭამა სიამოვნებაა. თითქმის ყველა კერძი, რომელიც გემრიელია, მავნებელია ან სასარგებლო არ არის. ბავშვი კი, რომელიც თავიდანვე ჯანსღად იკვებება, ჯანმრთელობას მთელი ცხოვრება ინარჩუნებს. 

როგორ მოვამზადოთ გემრიელი კერძი პატარებთან ერთად ისე, რომ სიამოვნებაც მივიღოთ და არ გვავნოს? მზარეულმა მანუელ ფაუნდეს ბარანდამ Izrune.ge-ს რჩევები და რეცეპტები გაუზიარა.

- ბატონო მანუელ, როგორ მოვახერხოთ, რომ ბავშვმა ჩვენთან ერთად სამზარეულოში იფუსფუსოს, რომელი კერძი შეიძლება მოვამზადოთ პატარებთან ერთად?

- ჩემი ბავშვობის გამოცდილებას თუ გაგიზიარებთ, პირველად შემწვარი კვერცხი და შემწვარი კარტოფილი მოვამზადე. ბავშვებს შემწვარი კარტოფილი ძალიან უყვართ. ბავშვი თავიდანვე უნდა შევაჩვიოთ ჯანსაღ კვებას. ზეთში შემწვარი კარტოფილი კი სასურველი არ არის, განსაკუთრებით - ე.წ. ფრი. ამიტომ, უმჯობესია, კარტოფილი ღუმელში გამოვაცხოთ. შეგვიძლია კარტოფილი „ფოლგაში“ გამოვაცხოთ, რათა ძალიან არ გამოშრეს და შეინარჩუნოს ტენიანობა. 

- კატროფილი კანიანად უნდა  გამოცხვეს?

- დიახ. პირველ რიგში, კარგად უნდა გაირეცხოს. თბილ წყალში უნდა მოათავსოთ და გააჩეროთ 10-15 წუთი, სამზარეულოს ჯაგრისით გავრეცხოთ და მერე პირდაპირ ან ფოლგით მოვათავსოთ ღუმელში. ყველაზე ადეკვატური ტემპერატურა 180 გრადუსია. მინიმუმ ნახევარი საათი სჭირდება. იმის შესამოწმებლად, გამოცხვა თუ არა,  ყველაზე მარტივი მეთოდია, რომ კარტოფილს ორი თითით მივაწვეთ ორივე მხრიდან და თუ ოდნავ ჩაიზნიქა, ესე იგი, მზად არის. მერე შეგიძლიათ კარაქი და მარილი დაამატოთ და მიირთვათ. ასევე კარგი იქნება ზეითუნის ზეთი. გამომცხვარი კარტოფილით დამზადებული პიურე უგემრიელესია. მოაცილებთ კანს და ჩვეულებრივ მოამზადებთ. შეგვიძლია, გამომცხვარი კატროფილი შუაზე გავჭრათ, ამოვიღოთ შუაგული და დავტენოთ ან არაჟნით და ყველით, ან შაშხით, ან სოკოთი და კვლავ შევაწყოთ ღუმელში ძალიან ცოტა ხნით. ამ დროს ტემპერატურა 200-220 გრადუსამდე შეგვიძლია ავწიოთ და 5 წუთი საკმარისი იქნება. ძალიან სასარგებლო და საინტერესო კერძი გამოდის.

- ასე მომზადებული კარტოფილი შეუცვლის ბავშვებს მათთვის საყვარელ ფრის?

- შეგიძლიათ კარტოფილი გაფრცქვნათ ან დაუტოვოთ კანი და ისე დაჭრათ, მისცეთ გარკვეული ფორმა, ოდნავ დანამოთ ზეთით და ისე გამოაცხოთ ღუმელში. მარილი კი ბოლოს დააყარეთ. თუ მაინცდამაინც კარტოფილი ფრი გინდათ მოუმზადოთ, სულაც არ არის აუცილებელი, ის ბევრ ზეთში ჩაყაროთ. კარგი ხარისხის გაყინულ კარტოფილს ღუმელში ვამზადებ. ოდნავ ზეთს მოასხამთ და 200 გრადუსზე ჩართავთ. 3 წუთის ნაცვლად 10 წუთი სჭირდება, მაგრამ ნაკლებად მავნებელი  გამოდის.

- ბუნების წიაღში, პიკნიკზე რისი მომზადებით გავახალისოთ ბავშვები?

- ქათმის მწვადი შამფურზე არაჩვეულებრივი საკვებია ბავშვებისთვის. სასურველია, ქათმის ფილე წინაწარ ჩადოთ მარინადში. არაჩვეულებრივია ფორთოხლის წვენში ჩაწყობილი ხორცის მწვადი. ფორთოხალი ნებისმიერი სახეობის ხორცს უხდება. ფორთოხალი კარგად უნდა გარეცხოთ, დაჭრათ დიდ ნაჭრებად, დაასხათ წყალი და დააბლენდეროთ. მერე ეს დაასხით ხორცს და 2-3 საათი გააჩერეთ. არაჩვეულებრივ არომატს აძლევს, არბილებს... არაჩვეულებრივია კანგაცლილი და ხელით დაჭყლეტილი კივი, რომელსაც შევაზილავთ ხორცის ნაჭრებს. შესანიშნავ არომატს აძლევს და გემრიელია. ყველაფერი გემრიელი სასარგებლო არ არის. ასე მომზადებული მწვადი შამფურზე კი ნამდვილად უვნებელია.

ასევე, ბავშვებსაც და მშობლებსაც ვურჩევ, ყველანაირი ხორცი, მის გამოყენებამდე, მარილიან წყალში ჩადონ და 1-2 საათი გააჩერონ. პირველ რიგში, ხორცი იღებს იმდენ მარილს, რამდენიც საჭიროა და მერე სულაც აღარ არის აუცილებელი ზემოდან კიდევ მარილის მოყრა. ასე დამარილება ბევრად ჯანსაღია, ვიდრე მოყრილი. მარილიანი წყალი ხორცს უვნებელს ხდის.

- მარილიანი წყალი რა პროპორციით უნდა მოვამზადოთ? 

- ერთ ლიტრ წყალზე დაახლოებით ნახევარი სუფრის კოვზი მარილია საჭირო. 

ბუნების წიაღში, მწვადის მერე, ნაკვერჩხალზე, ასევე შეგიძლიათ კარტოფილის შეწვა. კარგად გარეცხილი კარტოფილი შენელებულ ნაკვერჩხალზე უნდა დაყაროთ და 15 წუთი გააჩეროთ. ბევრი ნაცარი ექნება, ბავშვები გაიმურებიან, მაგრამ ინფექციის საშიშროება არ არსებობს. სასურველია, ბავშვებმა ბუნებაში, ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე მიირთვან და ამ შემთხვევაში მშობლები მათ დასვრაზე ნუ იღელვებენ.

- ბავშვებისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტად რა მიგაჩნიათ?

- არაჩვეულებრივი პროდუქტია ნადუღი. შეიცავს ცოტა ცხიმს და ბევრ კალცს. ხაჭოც კარგია, მაგრამ  თუ გვინდა, ჩვენი ბავშვი ავარიდოთ ჭარბ წონას, ნადუღს უნდა მივაჩვიოთ. ნადუღისგან  შეგვიძლია მოვამზადოთ ყველაფერი ის, რაც ხაჭოსგან მზადდება. ნადუღს თუ დავაბლენდერებთ, ყველის ტექსტურას დაემსგავსება. ცოტა მარილის ან თაფლის დამატებით ვიღებთ ყველისებრ მასას, რომელიც შეიძლება ბავშვს მოეწონოს. ბევრი ხრიკი არსებობს, რითაც ბავშვს შეგიძლიათ სასარგებლო პროდუქტი მოაწონოთ. ნადუღი კი ყველაზე ძვირფასი პროდუქტია რძის ნაწარმს შორის. 

მაგალითად, თუ გინდათ ბავშვს მაიონეზი აჭამოთ, აუცილებლად უნდა მოამზადოთ სახლში. უმარტივესია მისი მომზადება. ბევრი მხოლოდ კვერცხის გულს იყენებს. მე - მთლიანი კვერცხით ვამზადებ. საჭიროა გქონდეთ ან ხელის ბლენდერი ან მიქსერი მაინც. თავდაპირველად, 15 წუთით კვერცხი გააჩერეთ თბილ წყალში. მერე კი გადაიტანეთ ადუღებულ წყალში. თბილი წყალი იმისთვისაა საჭირო, რომ მაცივრიდან გამოღებული კვერცხი ადუღებულ წყალში არ გასკდეს. ორი წუთი გააჩერეთ ადუღებულ და ცეცხლიდან უკვე გადმოდგმულ წყალში. ამ წესით მიიღებთ პასტერიზირებულ ანუ უვნებელ კვერცხს. ეს კვერცხი ჩავხალოთ ხელის ბლენდერის ჭიქაში. დავამატოთ ერთი კბილი ნიორი, ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი, ორი მწიკვი მარილი, ნახევარი ჩაის კოვზი მდოგვი და 130 მილილიტრი რაფინირებული და კარგი ხარისხის ზეთი. შეგიძლიათ, ზეითუნის ან სიმინდის ზეთი გამოიყენოთ. ხელის ბლენდერი ჩავრთოთ ისე, რომ არ ვამოძრაოთ, უბრალოდ, ცოტა დავხაროთ. რომ გათეთრდება მასა, შეგიძლიათ ამოძრაოთ ბლენდერი და თვალსა და ხელს შუა შეიქმნება არაჩვეულებრივი მაიონეზი ემულგატორებისა და კონსერვანტების გარეშე, რომელიც თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ. 3 დღე შეგიძლიათ მინის ჭურჭელში, ჰერმეტულად დახურული, შეინახოთ მაცივარში. 

კიდევ ერთ რამეს გასწავლით, რომელიც ბავშვებს ძალიან მოეწონებათ. აიღეთ კვერცხი, კარგად გარეცხეთ და საყინულეში მოათავსეთ 24 საათით. გამოიღეთ და დადეთ რამდენიმე საათით, რომ გალღვეს. როცა გატეხავთ, ცილა ისეთივე იქნება, როგორიც არის ხოლმე, ხოლო  გული - პლასტელინივით. გული შეგიძლიათ ტოსტის პურზე დაუდოთ ბავშვს კარაქთან ერთად, ან სულაც გადაუსვათ კარაქთან ერთად პურზე, ან რაიმე სხვა ფორმა მისცეთ და ისე აჭამოთ. ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს და უვნებელია. ცილით  კი შეგიძლიათ ომლეტი მოამზადოთ. ათქვიფეთ, დაამატეთ ცოტა რძე და გამოაცხვეთ. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ მწვანილი, თუ ბავშვს მოსწონს - კამა, მწვანე ხახვი. შეიძლება ასევე ყველის ჩახეხვა, ან თუნდაც ნადუღის შერევა. არაჩვეულებრივი ომლეტი გამოდის.


რას ამბობენ ჩვენზე