მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
„ონკოლოგიის ცენტრის“ სტაციონალური განყოფილება 50 საწოლზეა გათვლილი და პაციენტებს ეფექტურ მკურნალობაზე ორიენტირებული კვალიფიციური მედპერსონალი მოემსახურება. უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საოპერაციო ბლოკებში განხორციელდება ონკოლოგიური პაციენტების ქირურგიული მკურნალობა, ჩატარდება ლაპარასკოპიული ოპერაციები, ენდოსკოპიური ოპერაციები უროლოგიაში, რომელიც თანამედროვე ბიპოლარული ელექტრო-ქირურგიული ბლოკის გამოყენებით შესრულდება. ცენტრში პაციენტებს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის კურსს ზედამხედველობას ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ექიმები უწევენ.
სამედიცინო დაწესებულების გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ. მისი განცხადებით, ქალაქის განვითარების გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამედიცინო ბიზენსის განვითარებას, მისივე თქმით, ქუთაისში კვარტალურად ახალი დაწესებულება ყოველთვის იხსნება, რაც ეკონომიკისთვის აუცილებელია. მან ცენტრს ინვესტიციისა და სამუშაო ადგილებისთვის მადლობა გადაუხადა.