izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
რჩევები მშობლებს
14 აპრილი, 2019
როგორ ვასწავლოთ ბავშვებს კონფლიქტების მოგვარება - სპეციალისტების რჩევები მშობლებს

სკოლის ასაკში მოზარდებს შორის კონფლიქტი ხშირად ხდება. ფსიქოლოგების აზრით, კონფლიქტური სიტუაციების ღირსეულად მოგვარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარ - ჩვევაა, რომლის გამომუშავებაზეც უნდა იზრუნოს, როგორც სკოლის პედაგოგმა, ასევე მშობელმა. 

ფსიქოლოგების აზრით, სკოლის ასაკი არის ყველაზე რთული პერიოდი მოზარდისთვის და ამ დროს ისინი განსაკუთრებულ მიდგომებს საჭიროებენ. შესაბამისად, როდესაც მოსწავლეებს შორის კონფლიქტების მოგვარებას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ მეტი სიფრთხილე და რაც მთავარია სამართლიანობა გმართებთ.

ბავშვის მხრიდან აგრესიის გამომჟღავნება თანატოლის მიმართ, შესაძლებელია სულაც არ ნიშნავდეს უბრალოდ ცუდ ქცევას. ხშირად მოზარდმა არ იცის, როგორ გადაჭრას ესა თუ ის პრობლემა. შესაბამისად, მხოლოდ საყვედურმა და იმის აღნიშვნამ, რომ ის ცუდად იქცევა და მსგავსი აგრესიის გამომჟღავნება არ შეიძლება, შესაძლებელია, სულაც არ მიგვიყვანოს იმ შედეგამდე, რაც გვინდა. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ბავშვის აგრესიული ქცევის შესაცვლელად, უმნიშვნელოვანესია ვასწავლოთ მას როგორ მოიქცეს კონფლიქტურ სიტუაციაში. 

როდესაც კონფლიქტი ხდება ორ მოზარდს შორის, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა და არ არის საგანგაშო, იმდენად, რამდენადაც ისინი ამ ასაკში სწავლობენ ურთიერთობებს, პრობლემების მოგვარებას, საკუთარი პრინციპების დაცვას. თუმცა, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულმა მშობელმა და სკოლის პედაგოგმა სწორი მიმართულება მისცეს მოზარდებში აზროვნების ჩამოყალიბებას.

სპეციალისტები კონფლიქტების შემცირებისა და ურთიერთობების დარეგულირების მიზნით, მშობლებს რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას აძლევენ:

გააკონტროლეთ საკუთარი ემოციები - არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ბავშვისთვის საუკეთესო მაგალითი ხართ. იყავით მოზომილი, როდესაც მას შენიშვნას აძლევთ. ყვირილითა და დარტყმით მას ვასწავლით, რომ გაბრაზებისას შესაძლებელია და ნორმალურია ასე მოქცევა;

გაარკვიეთ რატომ მოუვიდა თქვენს შვილს კონფლიქტი - არ დაიზაროთ და მოუსმინეთ მას. ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად შეეცდებით გაიგოთ სიმართლე, გაარკვიოთ კონფლიქტის მთავარი მიზეზი. მოზარდი უნდა ხედავდეს, რომ თქვენი მთავარი მიზანი მისი დასჯა და შენიშვნის მიცემა არ არის;

ასწავლეთ, როგორ მოიქცეს სხვა დროს მსგავს სიტუაციაში - მოუყევით საკუთარი მაგალითი. ასწავლეთ რომ კონფლიქტების მოგვარება ხელჩართული ბრძოლით არ ხდება; 

ასწავლეთ ბავშვს შეცდომის აღიარება და პატიების თხოვნა - მან უნდა იცოდეს, რომ შეცდომის დაშვების დროს სირცხვილი არ არის ბოდიშის მოხდა, და ეს მის თავმოყვარეობას კი არ შელახავს, არამედ პირიქით- შეცდომის აღიარებისა და პატიების თხოვნის უნარი ადამიანის ერთ-ერთ დადებითი თვისებაა;

ასწავლე იყოს კეთილი და შემწყნარებელი - მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს მოექცეს სხვებს ისე, როგორც უნდა, რომ მოექცნენ მას. ეს წესი ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსვლაში დაეხმარება. ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ ნებისმიერი ადამიანი თანასწორია და არ აქვს უფლება დაჩაგროს სხვა.

გახსოვდეთ, რომ მშობლებს ყველაზე რთული როლი გაქვთ თქვენი შვილის ცხოვრებაში. თავისით ისინი ვერ ისწავლიან კონფლიქტების ღირსეულად მოგვარებას, ამიტომ არ დაიზაროთ და დაუსვით შესაბამისი კითხვები, რათა დაეხმაროთ მათ საკუთარი შეცდომების გააზრებაში და შეახსენეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია კონფლიქტის სათანადოდ მოგვარება.



რას ამბობენ ჩვენზე