30 ოქტომბერი, 2017
ვარიანში იაკობობა აღინიშნა
ვარიანში იაკობობა აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა სოფელში მოაწყო ღონისძიება, რომელიც დატვირთული იყო ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებით, ასევე კულტურის ცენტრის აღსაზრდელებმა გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილი, მისი შემოქმედება და უდიდესი წვლილი და მნიშვნელობა ჩვენი საზოგადოებისათვის.
ასევე მოეწყო მცირე გამოფენა კულტურის ცენტრის თანამშრომლების - ნინო გიგაურის და ნონა კახნიაშვილის ნამუშევრების. ღონისძიების დასასრულს სიტყვით გამოვიდა, იაკობ გოგებაშვილზე და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა პროფესორმა პაატა ქურდაძემ, გორის ახლადარჩეულმა მერმა - კოტე თავზარაშვილმა და დამსახურებულმა გორელმა მწერალმა - ვანო ჩხიკვაძემ.