izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 15-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მიღებული დიპლომი გადმოწეროთ, ამობეჭდოთ ან გააზიაროთ სოციალური ქსელის საშუალებით.

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 15 ლარი
5 თვე -  70 ლარი
10 თვე - 129 ლარი

VIP პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 10 ლარი
5 თვე - 50 ლარი
10 თვე 100 ლარი

განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 5 ლარის ნაცვლად შეადგენს მხოლოდ 1 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
რჩევები მშობლებს
25 მარტი, 2019
სწავლების 3 რევოლუციური მეთოდიკა, რომელიც მოსწავლეებს შემეცნების სურვილს გაუღვივებს

ფსიქოლოგები და მეცნიერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ ლექცია და პასიური მოსმენა სწავლების ყველაზე არაეფექტური საშუალებაა.

ისინი უნდა ჩაანაცვლოს მოსწავლეზე ორიენტირებულმა (ინდივიდუალურმა) მიდგომამ და აქტიურმა სწავლებამ.

Izrune.ge მოგითხრობთ სწავლების სამი თანამედროვე მეთოდიკის შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ კლასიკური სწავლების ფორმა შეცვალონ და ბავშვებს შემეცნების ინტერესი გაუღვივონ

„შებრუნებული საკლასო ოთახის“ მეთოდი

ეს სისტემა პედაგოგებმა ჯონათან ბერგმანმა და აარონ სემსმა 2007 წელს შეიმუშავეს. 

მათ ამოცანა იყო დახმარებოდნენ სპორტსმენებს სწავლაში ჩავარდნების ამოვსებაში და ყველასთვის მოსახერხებელი გამოსავალი მოძებნეს, რომელიც დროსთან ერთად დამოუკიდებელ საგანმანათლებლო მეთოდად გამოიყო.

მეთოდის არსი შემდეგია - მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს მასალას, რომელსაც ისინი სახლში დამოუკიდებლად ამზადებენ, შემდეგ კი გაკვეთილზე რთულ და გაუგებარ მომენტებს განიხილავენ. საკლასო სამუშაოს ფორმებია - დისკუსია, ჯგუფებში მუშაობა და ა.შ. 

ასეთი მიდგომის ძირითადი უპირატესობა არის ის, რომ ბავშვი მასალას მისთვის საჭირო ტემპში გადის. 

თუ იგი რაიმეს ვერ იგებს, შეუძლია გადაიკითხოს ან ხელახლა ნახოს (იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელი ვიდეოს იყენებს). შედეგად, საკლასო გაკვეთილი უფრო ინდივიდუალიზირებული ხდება: მასწავლებელი სახელმძღვანელოს მასალას მოსწავლეებთან აღარ განმარტავს და მოსწავლეებს სამუშაოსკენ მიმართავს. ამიტომ პედაგოგს საკმარისი დრო აქვს იმისთვის, რომ თითოეულ მოსწავლეს დაუთმოს.

ასეთი მიდგომის დროს მოსწავლეები მეცადინეობებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და სასწავლო პროცესში უფრო მეტად არიან ჩართული.

მიუხედავად იმისა რომ „შებრუნებული საკლასო ოთახის“ მეთოდი შედარებით ახლახანს გამოჩნდა, ინტერენტში შესაძლებელია მასწავლებლების ბევრი ვიდეოს მოძიება, რომლებიც ამ სისტემით მუშაობენ. 

თვითმართვის მეთოდი

სწავლების ეს მეთოდი პირველად მასწავლებელმა ბარბარა შილმა მოზარდებთან გამოიყენა (მის შესახებ დეტალურად დაწერა კარლ როჯერსმა წიგნში „სწავლის თავისუფლება”).

მე-6 კლასი, რომელშიც ბარბარა მუშაობდა, სრულიად უმართავი იყო, მასწავლებელი ვერაფრით ახერხებდა დისციპლინის დამყარებას. ბოლოს ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. მან ბავშვებს შესთავაზა აღარ ესწავლათ მისი ზედამხედველობის ქვეშ და თავად გადაეწყვიტათ, რისი სწავლა აინტერესებდათ.

მაგრამ ეს იყო არა ტოტალური თავისუფლება, არამედ თავისუფლება საზღვრების ფარგლებში, რომელიც დადგენილი იყო სპეციალური შეთანხმებით. 

მასწავლებელმა განუმარტა ბავშვებს, რომ არის მასალა, რომლებიც კლასმა ერთი სასწავლო წლის მანძილზე უნდა აითვისოს. იგი შეუთანხმდა ბავშვებს, რომ მათ არ შეეძლოთ ახალ თემაზე გადასვლა, თუ წინარეს არ აითვისებდნენ. მოსწავლეებს კი დაუტოვა უფლება მისთვის დახმარებისთვის მიემართათ. 

ბარბარა არ ხელმძღვანელობდა მოსწავლეებს, არამედ მხოლოდ ეხმარებოდა და მიმართულებას აძლევდა. ბავშვები კი თავად კითხულობდნენ და სწავლობდნენ თემებს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს და თუ უნდოდათ, ერთობლივ პროექტებს ამზადებდნენ. მათ შეეძლოთ ყველას ერთად ენახათ საგანმანათლებლო ფილმები, მაგრამ როგორ გამოიყენებდნენ თავის სასწავლო გეგმაში, ისინი დამოუკიდებლად წყვეტდნენ: ერთნი კონსპექტს აკეთებდნენ, სხვები კომიქსებს ხატავდნენ. 

თუ სკოლის მოსწავლეებს საკუთარი მიღწევების გაზიარება ან რაიმე თემის კოლექტიურად განხილვა სურდათ, მაშინ მასწავლებელთან ერთად „გენერალურ ასამბლეებს“ ატარებდნენ.

წლის ბოლოს მოსწავლეების შედეგებმა ბარბარაზე შთაბეჭდილება მოახდინა. მან აღნიშნა რომ, კლასში „სამუშაო დისციპლინა“ ჩამოყალიბდა. 

მოსწავლეებმა სწავლაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს, ამიტომ სწავლითა და საკუთარი წარმატებებით უფრო დაინტერესდნენ. ექსპერიმენტის მთელი პერიოდის განმავლობაში ბავშვებს არ უჩიოდნენ სხვა მასწავლებლებიც და მათ ერთხელაც კი არ მიუმართავთ მათი მშობლებისთვის. 

რა თქმა უნდა, ასეთი მეთოდი პანაცეა არ არის. და როგორც კარლ როჯერსი წიგნში -„სწავლის თავისუფლება“ წერს, ზოგიერთმა მასწავლებელმა ბარბარა შილის ექსპერიმენტის გამეორება სცადა, მაგრამ წარუმატებლობა განიცადა. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ ეს დიდი ნაბიჯია ბევრად უფრო გააზრებული სწავლებისკენ

პროექტების მეთოდი

ბავშვების პროექტული საქმიანობის დახმარებით სწავლების მეთოდს სკოლა ჰაი-ტექ-ჰაიში იყენებენ. ის წიგნში - „მომავლის სკოლა. როგორ ავღზარდოთ ნიჭიერი ბავშვი“ კენ რობინსონმა აღწერა. აქ არ არის ცალკეულ საგნებად დაყოფა, არ ირეკება ზარი და ბავშვები კლასიდან კლასში არ გადადიან. მოსწავლეები გარკვეულ სფეროში კვლევას აკეთებენ.

ისინი, მაგალითად, ბიოლოგიური ტერმინების სწავლის ნაცვლად ბაღში მუშაობენ, შეისწავლიან ეკოსისტემებს, სან-დიეგოს ყურის ეკოლოგიაზე წიგნის გამოშვებით, დოკუმენტურ ფილმებს იღებენ, სტატიებს წერენ და მრავალფეროვანი საქმიანობით არიან დაკავებული.

ბუნებრივია, იმისთვის, რომ ასეთი პროექტი განახორციელონ, მათ სჭირდებათ ცოდნა სხვადასხვა სფეროში - ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ მეცნიერებებში.

ამიტომ, მთელ სასწავლო პროგრამას მოსწავლეები სწავლობენ, არა მერხთან მსხდომი, არამედ „ველზე“.

მასწავლებლების ამოცანაა განათლების არსებული სტანდარტების საფუძველზე შეადგინონ პროექტი და იმუშაონ მასზე ჯგუფში სხვა მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად.

აღსანიშანვია, რომ პროექტული საქმიანობის ასეთი მეთოდი საკუთარ სკოლაში ცნობილმა გამომგონებელმა ილონ მასკმა გამოიყენა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა - „თუ თქვენ ბავშვისთვის ძრავის მუშაობის პრინციპის ახსნა გინდათ, თავიდან საუბარს სახრახნისისა და ქანჩის გასაღების შესახებ იწყებთ“ ეს ტრადიციული, მაგრამ არც ისე მარტივი მიდგომაა. ბევრად უკეთესი და მარტივია - „ვაჩვენოთ ბავშვს ძრავი და მისი დაშლა ვთხოვოთ. ასე მოსწავლე ჩავარდება სიტუაციაში, როდესაც ინსტრუმენტების აუცილებლობა ცხადი გახდება“. 



რას ამბობენ ჩვენზე