X

მოგესალმებათ izrune.ge- გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge- იდეა გაჩნდაეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრვე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს, ასევე თემატურ ოლიმპიადებს.

თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია შესრულებული ტესტების შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირასშვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

სავარჯიშო ტესტებ თემატურად განსხვავებულია, მათ შორისაა ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კიშემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ) გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელებში გაზიარებას


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ) და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით

1.        გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.

2.        გადახდა საბანკო გადარიცხვით
მიმღები ბანკი: . "თიბისი ბანკი"
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
ბანკის კოდი: TBCBGE22
/: 404561979

3.        გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

4.        გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.



განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge- თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

იმისათვის, რომ სრულად ისარგებლოთ izrune.ge- მრავალფეროვანი ბენეფიტებით, გყავდეთ თქვენს შვილზე მზრუნველი განათლების პირადი მენეჯერი, სასურველია გაააქტიუროთ ინდივიდუალური ან პრემიუმ-ინდივიდუალური პაკეტი.

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge

ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122

მადლობა თანამშრომლობისთვის!

კეთილი სურვილებით, Izrune.ge- გუნდი.

საგანმანათლებლო სიახლეები
14 მარტი, 2019
როგორც მამა და როგორც დირექტორი - Izrune.ge შინ და სკოლაში

ვანის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული მზრუნველობა დატრიალებს. წარმატებული სკოლის ლიდერი დირექტორი ვალერ კანკაძე შინ და გარეთ მოსწავლეების წარმატებაზე Izrune.ge-სთან ერთად ზრუნავს.

მესამეკლასელი კონსტანტინე  კანკაძე შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს მშობლებთან ერთად გადის, მოუთმენლად ელოდება ყოველ ხუთშაბათს და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ დიპლომების მოპოვებას, მოსწონს პორტალის ანიმაცია და წამახალისებელი მიდგომები, ცდილობს, რომ დამოუკიდებლად მივიდეს სწორ პასუხებამდე, შემდეგ კი კითხვებს მამასთან და მასწავლებლებთან განიხილავს ხოლმე.


როგორც მამა და როგორც დირექტორი - ინოვაციურ პორტალ Izrune.ge-ს  ვალერ კანკაძე აფასებს:

„სასკოლო ცხოვრების განვითარებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებისთვის ფეხის აწყობა არსებითად მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, როდესაც არსებობს Izrune.ge და ეფექტური გზა შვილის სასწავლო პროცესში მშობელთა სისტემური ჩართვისა და მოსწავლეთა მოტივირებისთვის. თანაც, სკოლისა და Etaloni.ge-ს თანამშრომლობის წყალობით მზრუნველი ტესტები ყველასათვის ხელმისაწვდომია. როგორც მამა და როგორც დირექტორი, ძალიან ვგულშემატკივრობ პორტალს. მახარებს კონსტანტინესა და ჩვენი მოსწავლეების სწრაფვა განათლებისა და წარმატებისკენ. მოუთმენლად ელიან ხოლმე ტესტებს, შემდეგ ერთმანეთთან განიხილავენ და მასწავლებლები, მშობლებთან ერთად ბავშვის მისწრაფებებისა და საჭირო კუთხით მათი უნარების განვითარებაზე ვზრუნავთ.“