27 ოქტომბერი, 2017
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის სააქტო დარბაზში მსოფლიო მემკვიდრეობის თემაზე სემინარი ჩატარდება
28 ოქტომბერს, 10:00 – 14:00 საათზე, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის
მუზეუმის სააქტო დარბაზში ჩატარდება სემინარი მსოფლიო მემკვიდრეობის
თემაზე. სემინარი ტარდება გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია “World
Heritage Watch”-ის მიერ განხორციელებული რეგიონული პროექტის ფარგლებში,
რომლის მიზანია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებებზე ცნობიერების ამაღლება და ამ საქმეში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა და მხარდაჭერა.
ღონისძიება განკუთვნილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საკითხებით დაინტერესებული აუდიტორიისთვის, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურისა და საგანმანათლებლო ინსტიტუციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.
შეხვედრას გაუღვებიან „World Heritage Watch”-ისა და საქართველოში მისი
პარტნიორი ორგანიზაციის, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის
ხელმძღვანელები, შტეფან დიომპკე და მანანა თევზაძე.
მოხსენებების თემებია:
„იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის სისტემა და სამოქალაქო
საზოგადოება“ და „სამოქალაქო საზოგადოების როლი მსოფლიო მემკვიდრეობის
დაცვისა და მართვის საქმეში საქართველოში“.
მოხსენებებს შორის დაგეგმილია ინტერაქციული სესია სვანეთის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის თემაზე.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: იოსელიანის ქ. №7.