izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
25 მაისი, 2019
Izrune.ge საზღვრებს გარეშე

ბებია-ბაბუის სანახავად წავიდა აფხაზეთში მამასთან და ძმასთან ერთად, დედა თბილისში დარჩა სამსახურის გამო... ანდრია Izrune.ge-ს ტესტებს რომ არ ჩამორჩენოდა, დედა ყოველ ხუთშაბათს ახსენებდა საყვარელი დღის მოსვლას, მამას კი შორეულ მეზობელთან მიჰყავდა შვილი, რადგან მათ სახლში ინტერნეტი არ იყო...

აბლოთიების ოჯახმა სკოლის დაწყებისთვის უკან დაბრუნება რომ დააპირა, ე.წ საზღვარი ჩაიკეტა და ოკუპანტების წყალობით „არდადეგებიც“ გახანგრძლივდა...

ანდრია და მისი უმცროსი ძმა ალექსი, რომელიც უკვე იზრუნეს დიდ ოჯახს შემოუერთდა, დღეების განმავლობაში საათობით იდგნენ მამასთან ერთად და ე.წ საზღვრის გახსნას ელოდნენ... შინ დაბრუნებულებს კი იზრუნეს ტესტების გავლა არ ავიწყდებოდათ, არც მშობლებს დავიწყებიათ ზრუნვა...

andria.jpg

„ვნერვიულობდი, არ ვიცოდი რამდენხანს ვერ ვნახავდი ოჯახს, თან იმასაც განვიცდიდი, რომ ბავშვები სკოლის პროგრამას ჩამორჩებოდნენ. ერთადერთი  Izrune.ge-ს ტესტების იმედი მქონდა, რომ ივარჯიშებდნენ და სწავლაზე იქნებოდნენ კონცენტრირებულნი,-“ თამუნა მირცხულავა, მშობელი.

საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღის“ დადგომისთანავე ტესტები ანდრიამ დედასთან ერთად გაიარა და 100 ქულა მოიპოვა.

ბიჭებს განსაკუთრებით ინოვაციური და თანამედროვე პორტალი მოსწონთ. საინტერესო ტესტები და წამახალისებელი დიპლომები მათ მოტივაციას ზრდის. ანდრია ამბობს, რომ გამორჩეულად მათემატიკა იტაცებს, ალექსის კი ბუნება უყვარს.

დედა ჰყვება, რომ ბიჭები მოუთმენლად ელიან ყოველ ხუთშაბათსა და თვის ბოლო კვირა დღეს, შედეგებს კი სიამაყით უზიარებენ ყველას:

„ანდრიას ჩართულობა და წარმატება რომ დაინახა, პატარამაც მოისურვა ტესტების გავლა. ახლა ორივე მოუთმენლად ელოდება როდის მივუჯდები გვერდით, თან ცდილობენ, ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ და დამოუკიდებლად მოიპოვონ დიპლომები. შემდეგ განიხილავენ საკითხებს, გამოცდილებასა და წარმატებას მეგობრებს უზიარებენ.“

ანდრია აბლოთია თბილისის N71 საჯარო სკოლის III/დ „მეგობრული კლასის“ მოსწავლეა და დედას Izrune.ge-ს ინდივიდუალური და გუნდური მიდგომები ძალიან ახარებს:

„დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ გარემოში აღიზრდებიან ჩვენი შვილები, მახარებს მათი და მათი მეგობრების წარმატება. პორტალთან ერთად ძალიან გუნდური გარემო იქმნება, ბავშვები ერთმანეთის წინსვლაზე ზრუნავენ და თავადაც მრავალმხრივ ვითარდებიან. Izrune.ge-სთან ერთად სასწავლო პროცესი უფრო სახალისო და მოტივირებული ხდება, მშობლებიც ძალიან დავახლოვდით და ერთად დავიწყეთ ზრუნვა მათი ბედნიერი მომავლის შესაქმნელად.“



რას ამბობენ ჩვენზე