27 ოქტომბერი, 2017
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის ბაღის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა.
აღსაზრდელებმა სტუმრებს სხვადასხვა ქორეოგრაფიული და თეატრალური ნომრები აჩვენეს.
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს, აღსაზრდელებმა ყურძენი დაწურეს და ჩურჩხელები ამოავლეს.