X

მოგესალმებათ izrune.ge- გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge- იდეა გაჩნდაეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრვე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს, ასევე თემატურ ოლიმპიადებს.

თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია შესრულებული ტესტების შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირასშვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

სავარჯიშო ტესტებ თემატურად განსხვავებულია, მათ შორისაა ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კიშემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ) გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელებში გაზიარებას


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ) და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით

1.        გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.

2.        გადახდა საბანკო გადარიცხვით
მიმღები ბანკი: . "თიბისი ბანკი"
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
ბანკის კოდი: TBCBGE22
/: 404561979

3.        გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

4.        გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.



განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge- თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

იმისათვის, რომ სრულად ისარგებლოთ izrune.ge- მრავალფეროვანი ბენეფიტებით, გყავდეთ თქვენს შვილზე მზრუნველი განათლების პირადი მენეჯერი, სასურველია გაააქტიუროთ ინდივიდუალური ან პრემიუმ-ინდივიდუალური პაკეტი.

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge

ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122

მადლობა თანამშრომლობისთვის!

კეთილი სურვილებით, Izrune.ge- გუნდი.

რჩევები მშობლებს
27 ოქტომბერი, 2017
რამდენს უნდა იწონიდეს სკოლის ჩანთა?- ამერიკელი პედიატრების რეკომენდაციები

ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით, სასკოლო ჩანთის წონა ბავშვის მთლიანი წონის 10-20%-ს არ უნდა აღემატებოდეს და რა თქმა უნდა, 10% უმჯობესია. ზედმეტი წონა ბავშვის სხეულის დეფორმირებას და ზურგის ტკივილებს იწვევს, ასევე დიდია იმის საფრთხე, რომ ის იოლად დაეცემა.

რამდენს უნდა იწონიდეს სკოლის ჩანთა?

ზურგჩანთა დასაშვებ ნორმაზე მძიმე რომ არ იყოს, უმჯობესია, თუ ზოგადად მსუბუქ ჩანთას აარჩევთ. სამხრეულები უნდა იყოს ფართო, რბილი და მდგრადი; განსაკუთრებით, თუ ჩანთა მძიმეა. ისეთი ჩანთის ტარება, რომელსაც ერთი სამხრეული აქვს, რეკომენდებული არ არის, რადგან ის დამატებით დატვირთვას ქმნის. სასურველია ასევე, ჩანთაზე მიკრული იყოს სინათლის ამრეკლავი ელემენტები, რომ ბავშვი საღამოობით უსაფრთხოდ გადაადგილდებოდეს.

დიდი ზომის და ფორმის სკოლის ჩანთები მოზარდებში სხეულის დეფორმაციასაც იწვევენ, რაც მშობელმა უნდა აკონტროლოს.

ხერხემლის გადაღლისგან თავის დასაცავად საჭიროა კომფორტულად და სწორად ორგანიზებული სამუშაო ადგილი.  ძლიერი კუნთები, რომელსაც ხერხემალი უჭირავს: სუსტი კუნთებით ზურგის თანაბრად დაჭერა რთულია.