izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საინტერესო ამბები
01 თებერვალი, 2019
ფილმები იდეალურ მასწავლებლებზე, რომლებიც მოსწავლეებთან ერთად უნდა ნახოთ

მასწავლებლების შესახებ გადაღებული ფილმები ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფენომენია, რომელსაც აქვს უნარი გავლენა მოახდინოს მაყურებელზე. დამეთანხმებით, რომ იმათ, ვისაც ერთხელ მაინც უნახავთ „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ ან „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“, ფილმის დასრულების შემდეგ სცენარის, მსახიობების თამაშის, განვითარებული მოვლენების გავლენას განიცდიან და საკუთარი თავის რწმენა უბრუნდებათ. 

ამ თემაზე გადაღებული ფილმების უმრავლესობა კლასიკურ სცენარს ეყრდნობა - მასწავლებელი ცდილობს მოსწავლეს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს, დაუბრუნოს რწმენა და ცოდნისა და განათლების მიღების აუცილებლობაში დაარწმუნოს. 

ამ მხრივ კინოსურათები გვეხმარება რეალური ფაქტები ოდნავ გაზვიადებული სახით წარმოგვიდგინოს და ის ურთიერთობა, რომელიც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორისაა გაკვეთილად გვიქციოს. 

რა თქმა უნდა, არავინ დავობს რომ მასწავლებლების როლი ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდია და კინემატოგრაფმაც არაერთხელ დააფასა მათი ღვაწლი და შრომა. 

გთავაზობთ 10 ფილმს იდეალური მასწავლებლის შესახებ (სია პირობითია და შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ დაამატოთ ფილმები), რომლებსაც მოსწავლეებთან ერთად უნდა უყუროთ.

ამით ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ თქვენ მათი მეგობარი ხართ, ის ადამიანი, რომლის იმედიც ყოველთვის უნდა ჰქონდეთ.

მონა ლიზას ღიმილი (Mona Lisa Smile) - ფილმი ისტორიის მასწავლებლის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 1953 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტი დაამთავრა, შეყვარებული ლოს-ანჯელესში დატოვა და მასაჩუსეტსის შტატში ქალთა კერძო ხელოვნების კოლეჯში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ახალ მასწავლებელს სტუდენტები არც თუ ისე თბილად ხვდებიან, თუმცა ის მათთან დამეგობრებას საკუთარი მეთოდებით მოახერხებს. ეს არაჩვეულებრივი ისტორიაა ჯულია რობერტსის მონაწილეობით, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს რამხელა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის ფუნქციას, მათ აზრსა და გადაწყვეტილებებს ჩვენს ცხოვრებაზე. 


თავისუფლების მწერლები (Freedom Writers) - ეს არის ის ფილმი, რომელიც მოსწავლეებმა პირველ რიგში უნდა ნახონ. სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება. ჰილარი სუონკის გმირი ახალგაზრდა მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეებს შთააგონებს, იყვნენ ტოლერანტები, იმუშაონ საკუთარ თავზე და სკოლის შემდეგაც განაგრძონ სწავლა. 


როგორც ვარსკვლავი დედამიწაზე (Like stars on Earth) - აამირ ხანის ფილმი ერთი მასწავლებლის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც სჯერა, რომ ყველა ბავშვი ნიჭიერია, თუ მას ინდივიდუალურად მიუდგები და საკუთარ თავს აპოვნინებ. ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟია 8 წლის იშანი, რომელსაც მშობლები დასჯიან და სკოლა-ინტერნატში გააგზავნიან. სწორედ აქედან იწყება მისი და მასწავლებლის საოცარი ურთიერთობა. 


კლასი (The Class) - ფილმში მთელი სიუჟეტი ერთ სივრცეში - სკოლაში ვითარდება. „კლასი“ ერთგვარი დოკუმენტალისტიკაა, რომელიც მთელი სიცხადით გვიჩვენებს მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობას, იმას, თუ როგორ შეიძლება მოვაგვაროთ პრობლემები, კონფლიქტები და დავამყაროთ კარგი ურთიერთობა კოლეგებთან. 


მკვდარი პოეტების საზოგადოება (Dead Poets Society) - ესაა საკულტო ფილმი მასწავლებელზე, რომელიც მართლა ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი. ფილმი ინგლისური ლიტერატურის მასწავლებლის, პროფესორი კიტინგის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მოსწავლეებს საგნისადმი ინტერესს ორიგინალური მეთოდებით უღვივებს. მათი ურთიერთობა დროთა განმავლობაში ღრმავდება და ბევრად უფრო საინტერესო ხდება. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებს იცხოვრონ თითოეული დღით და იპოვნონ თავიანთი გზა ცხოვრებაში. (ფილმის ვრცელი რეცენზია იხილეთ აქ ) 


ჩანაცვლება (Detachment) - ფილმი კოლეჯის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და მასწავლებლების ცხოვრებას ერთ-ერთი მასწავლებლის, ჰენრი ბართსის თვალით გვიჩვენებს. ის ემოციებისგან გადაღლილი მასწავლებელია, რომელმაც სკოლაში სხვა პედაგოგი ჩაანაცვლა. სკოლაში ჰენრის ცხოვრების მეგზური სამი ქალია, რომელთა დახმარებით ის ამ სასტიკ ცხოვრებაში მშვენიერების პოვნას ცდილობს. (ფილმის სრული რეცენზია იხილეთ აქ


როკის სკოლა (School of Rock) - უამრავი ვალითა და დეპრესიით შეწუხებული ყოფილი მუსიკოსი კერძო სკოლაში იწყებს მასწავლებლად მუშაობას. მართალია, მის კარიერას ბოლო მოეღო, მაგრამ გონიერი ადამიანი ყოველთვის გამონახავს გამოსავალს რთული სიტუაციიდან და ეს ჯეკ ბლექის გმირისთვის, კერძო სკოლა აღმოჩნდა. 


მდუმარენი (Silenced) - კორეული დრამა სმენადაქვეითებულთა სკოლის შესახებ მოგვითხრობს, სადაც მასწავლებლები მოსწავლეებზე დიდი ხნის მანძილზე ძალადობდნენ. ფილმი რეალურ ფაქტებს ეფუძნება და იმათ ვისაც აინტერესებთ მორალი, ღირებულებები, სამართალი, პროფესიული ეთიკა და სამართლიანობა, აუცილებლად უნდა ნახონ. ფილმი გვიჩვენებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და პროფესიული ეთიკა და როგორ იბრძოდნენ მასწავლებლები მოსწავლეების დარღვეული უფლებებისა და სამართლიანობისთვის. 


ჭკვიანი უილ ჰანტინგი (Good Will Hunting) - ფილმი ნიჭიერ, მაგრამ საკუთარი თავის ძიებაში დაკარგულ მათემატიკოსზე მოგვითხრობს. ის მუდმივად გაურბის საკუთარ მეგობრებსა და ოჯახს, არ სურს ადამიანებთან ურთიერთობა და ნელ-ნელა სოციოპათად ყალიბდება. სწორედ მაშინ ჩნდება მის ცხოვრებაში ადამიანი, ფსიქიატრი შონ მაგუაირი. ის ახალგაზრდა მათემატიკოსს საჭირო კითხვებზე პასუხობს და უილის ცხოვრების მასწავლებლად გვევლინება. 





რას ამბობენ ჩვენზე