26 ოქტომბერი, 2017
მარსის ახალ ფოტოებზე უჩვეულო გამოსახულება აღმოაჩინეს
ამერიკელმა უფოლოგმა სკოტ უპრინგმა ინტერნეტ ქსელში წითელი პლანეტის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლითაც ამტკიცებს, რომ პლანეტის ზედაპირზე პოპულარული ფილმის „ვარსკვლავური ომების“ მთავარი ბოროტმოქმედის, დარტ ვაიდერის ნიღაბი იკითხება.
უჩვეულო გამოსახულება მეცნიერებმა წითელი პლანეტის ზედაპირის შესასწავლად გადაღებული ფოტოების გადიდებისას აღმოაჩნეს.
როგორ ფანტასტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს თეორია, სპეციალიტები არ გამორიცხავენ, რომ ობიექტი შესაძლოა თავი იყოს, რომელიც ოდესღაც მარსზე მცხოვრებს ცოცხალ და გონიერ არსებას ეკუთვნოდა.
