15 იანვარი, 2019
10 ფარული ხერხი, რომლებიც მასწავლებელს კლასის მართვაში ეხმარება
რაც არ უნდა შეიცვალოს დრო და მიდგომები, ზარის დარეკვისა და კლასში შესვლის შემდეგ ყველა ჭკვიანი მასწავლებელი სიტუაციას თავისებური ხრიკებით აკონტროლებს.კლასის გაძღოლის ეფექტური სტატეგიის შემუშავება პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს შესაქმნელად არსებითად მნიშვნელოვანია...
Izrune.ge გთავაზობთ 10 ფარულ ხერხს, რომლებიც მასწავლებელს კლასის მართვაში ეხმარება: წესების დაცვა საჭიროა, მაგრამ არა ყოველთვის - მკაცრი აკრძალვები მოსწავლეთა ბუნტს იწვევს;
ამბობს „არას“ საჯარო შენიშვნებზე - თანატოლების წინაშე მოსწავლის ქმედების განხილვა და მით უმეტეს, ბავშვის დასჯა თანაკლასელების აგრესიასა და უკმაყოფილებას იწვევს პედაგოგის მიმართ;
სწორი გადაწყეტილების მისაღებად საკითხს მოსწავლეთა თვალით უყურებს;
აყალიბებეს ახლო ურთიერთობას კლასის თითოეულ წევრთან და უჩვენებს, რომ ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია;მოსწავლეთა არასწორ ქმედებებს არ იღებს პირად შეურაცხყოფად - შეცდომას ბავშვურ სიცელქედ აღიქვამს, წყენას არ იდებს გულში და ყოველ დღეს ახალი ფურცლიდან იწყებს;
მოსწავლეებს მარტივ კითხვებს უსვამს, რათა აამაღლოს მათი თვითშეფასება და სწავლის მოტივაცია;
ხელს უწყობს გუნდური მუშაობის პრინციპს და წარმატების წახალისებას;
არ მიჰყვება სწავლების ერთგვარ მეთოდს და სიახლეები შემოაქვს საგაკვეთილო პროცესში;თავადაც ბევრს სწავლობს მოზარდებისგან;
არის მკაცრი, მომთხოვნი, მაგრამ სამართლიანი, არ ეშინია შეცდომების აღიარებისა და მუდმუვად უჩვენებს ბავშვებს, რომ ის პედაგოგი არა, პირველ რიგში, ჩვეულებრივი ადამიანია...