26 ოქტომბერი, 2017
ბორჯომელმა პოეტმა, მარიზა ჯიქიამ ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა
ბორჯომელმა ნიჭიერმა პოეტმა მარიზა ჯიქიამ გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა. პოეტი გაზეთის რედაქტორმა ავთანდილ ბერიძემ დააჯილდოვა.
საზეიმო ცერემონია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შედგა.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ქართველი მწერლები, პოეტები, მეცნიერები და პოეზიით დაინტერესებული ადამიანები.
გაზეთ „ლიტერატურული მესხეთისა“ და თსუ-ის შეთანხმებით მომავალი წლიდან გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულთა ოფიციალური წარდგინება მოხდება ვარძიაში - პოეზიის სახალხო დღესასწაულზე - შოთაობაზე, ხოლო დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც კიდევ უფრო გაზრდის ამ კონკურსის მნიშვნელობასა და მასში შემოქმედი ადამიანების ჩართულობას, ქართული მწერლობისადმი საზოგადეოების დაინტერესებას.
წლევანდელი ლიტერატურული კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი გახდა მანანა ჩიტიშვილი
- დაწესებული მეორე პრემიები ერგოთ მაია დიაკონიძესა და ვლადიმერ ველიჯანაშვილს
- მესამე პრემიები გადაეცათ მარიზა ჯიქიასა და მარი მიროტაძეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი ულოცავს ქალბატონ მარიზას ჯილდოს და ბევრ წარმატებას უსურვებს.