X

მოგესალმებათ izrune.ge- გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge- იდეა გაჩნდაეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრვე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს, ასევე თემატურ ოლიმპიადებს.

თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია შესრულებული ტესტების შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირასშვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

სავარჯიშო ტესტებ თემატურად განსხვავებულია, მათ შორისაა ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კიშემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ) გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელებში გაზიარებას


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ) და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით

1.        გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.

2.        გადახდა საბანკო გადარიცხვით
მიმღები ბანკი: . "თიბისი ბანკი"
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
ბანკის კოდი: TBCBGE22
/: 404561979

3.        გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

4.        გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.



განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge- თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

იმისათვის, რომ სრულად ისარგებლოთ izrune.ge- მრავალფეროვანი ბენეფიტებით, გყავდეთ თქვენს შვილზე მზრუნველი განათლების პირადი მენეჯერი, სასურველია გაააქტიუროთ ინდივიდუალური ან პრემიუმ-ინდივიდუალური პაკეტი.

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge

ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122

მადლობა თანამშრომლობისთვის!

კეთილი სურვილებით, Izrune.ge- გუნდი.

რჩევები მშობლებს
22 ნოემბერი, 2018
როგორ გავხადოთ ბავშვი კრეატიული და როგორ გავზარდოთ მისი IQ?
კვლევებმა აჩვენა, რომ  ბავშვის ინტელექტუალური და კრეატიული შესაძლებლობების გაზრდა შესაძლებელია.  აუცილებელია, რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა სწორი  მეთოდები გამოიყენონ იმისთვის, რომ ბავშვს შემოქმედებითი აზროვნების უნარი განუვითარდეს.
 
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ტერესა ემბაილი ამბობს, რომ შვილებთან მორალური ღირებულებების განვითარებაზე უნდა  იმუშაოთ.  „ნაცვლად იმისა, რომ დოგმატიზებული იდეები  ჩაუნერგოთ ბავშვებს, უმჯობესია მათთან   ეთიკური და მორალური ღირებულებების განვითარებაზე იმუშაოთ, რისი ნაკლებობაც თანამედროვე საზოგადოებაში შეიმჩნევა.“-აცხადებს ტერესა ემბაილი
 
გთავაზობთ მეთოდებს, რომლებიც  თქვენი შვილის შესაძლებლობების გაზრდაში დაგეხმარებათ:
 

1.დააკავეთ საყვარელი საქმით-კრეატიულ აზროვნებას ბავშვს ვერ განუვითარებთ, თუ აიძულებთ  იმ საქმის გაკეთებას, რომელიც მისთვის მოსაწყენი და მოსაბეზრებელია. ხელი  შეუწყვეთ, რომ დაკავდეს საყვარელი საქმით. სწორედ ეს არის ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების და წარმატების მთავარი გასაღები.

2.ერთ ენაზე მეტის სწავლა-კვლევების მიხედვით, ბავშვს შეუძლია ისწავლოს 4 ენა, შესანიშნავი მეტყველებითა და გამოთქმით. 2 ან მეტი ენის მცოდნე ბავშვები ფლობენ მაღალ ლიტერატურულ უნარებს, აქვთ მაღალი კონცენტრაციის უნარი და სტრესულ სიტუაციებში უკეთეს კონცენტრაციას ავლენენ.

3.ასწავლეთ პიროვნული თავისუფლება-მოზარდს უნდა ასწავლოთ, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია, უნდა უთხრათ, რომ მისი გონება შესანიშნავია, რომ შეიძლება მისმა ერთმა  იდეამ სამყარო შეცვალოს.

4.გონების თამაშები- ჭადრაკი, კროსვორდის ტიპის თამაშები და მრავალფეროვანი თავსატეხები ხელს უწყობენ ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას და ლექსიკის გამდიდრებას.

5.გჯეროდეთ თქვენი შვილის- აჩვენეთ ბავშვს სიყვარული და ნდობა. უნდა იცოდნენ, რომ თქვენ მათი შესაძლებლობების ნამდვილად გჯერათ.