26 ოქტომბერი, 2017
ქუთაისის საქალაქო ბიბლიოთეკაში საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით ლექცია ჩატარდა
N 8 საქალაქო ბიბლოთეკამ და ქართულ-უკრაინული საუნივერსიტეტო ცენტრმა 24 ოქტომბერს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ჩაატარეს ლექცია თემაზე : „საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა თანამედროვე რეალობაში: აფხაზეთი -სამაჩაბლო - ყირიმი - აღმოსავლეთ უკრაინა“.
ლექცია წაიკითხა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა ცისკარა ფაჩულიამ.
თემის შინაარსი : საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ საქართველოსა და უკრაინაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების თანმიდევრულიანალიზი...
საქართველო - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებული საკითხების საერთო და განმასხვავებელი ნიშნების გამოყოფა და შედარებითი ანალიზი.
ვიდეო-აუდიო მასალის დახმარებით თეორიული მასალის შესწავლა-განმტკიცება.