26 ოქტომბერი, 2017
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით წყალტუბოში ტრენინგი თემაზე ''სასტუმროს პრობლემური სიტუაციების მართვა'' გაიმართა
წყალტუბოში, სასტუმრო „პრომეთეს“საკონფერეციო დარბაზში ორ დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგები თემაზე - "სასტუმროს პრობლემური სიტუაციების მართვა". ტრენინგის ორგანიზატორი იყო წყალტუბოს ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტრენინგზე მიწვეული იყო წყალტუბოში არსებული სასტუმროების ადმინისტრაციის თანამშრომლები. პროცესი მიჰყავდა ტრენინგების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელს ნინო მოწყობილს.
„მართლაც დროული და სასარგებლო ინფორმაცია მოგვაწოდეს, გვესაუბრეს ფუნქციების სწორად გადანაწილების მეთოდებზე, კომუნიკაციის ხარვეზების აღმოფხვრაზე, სოციალური ქსელის გამოყენებზე მარკეტინგში და სხვა ბევრი საინტერესო თემა განვიხილეთ,“ - აღნიშნა სასტუმრო პრომეთეს დირექტორმა ხათუნა მაღლაკელიძემ.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.