izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო
სიახლეები
რჩევები მშობლებს
20 ოქტომბერი, 2018
ათი მოსახერხებელი მეთოდი, რომელიც ბავშვისთვის საბაზისო ცოდნის მიღებაში დაგეხმარებათ
როდესაც ბავშვები იზრდებიან, მშობლები ცდილობენ მეტი ასწავლონ, დამოუკიდებლობას მიაჩვიონ და უფრო თავდაჯერებულები გახადონ.

მნიშნელოვანია, რომ ბავშვისთვის სწავლის პროცესი  მარტივი  და სახალისო გახადოთ. 

გთავაზობთ ათ მოსახერხებელ მეთოდს, რომელიც ბავშვებისთვის ახალი ცოდნის მიღებას უფრო საინტერესოს გახდის.

იმისათვის, რომ თქვენი შვილები პატარაობიდანვე  დამოუკიდებლები და თავდაჯერებულები გახდნენ უნდა ასწავლოთ: 

ფერები 

გამოჭერით რამდენიმე ფერადი ქაღადი და მოიმარჯვეთ იმდენივე ფერის  სამაგრი. თქვენს პატარას ფერების სწავლა ბევრად  გაუმარტივდება.




ფეხსაცმლის შეკვრა 

მუყაოს ქაღალდზე შექმენით ფეხსაცმლის შესაკრავი.  ფოტოზე ნაჩვენები მაგალითის მიხედვით ბავშვი ავარჯიშეთ, როგორ შეიკრას თასმები სწორად.



მზის სისტემა

სხვადასხვა ხილის მეშვეობით  შექმენით მზის სისტემა. ფოტოს მიხედვით დააწერეთ შესაბამისი სახელწოდებები. ამ მეთოდის დახმარებით თქვენი შვილები პლანეტებს  მარტივად დაიმახსოვრებენ.



ანბანის წიგნი

თუ გსურთ,  თქვენმა პატარებმა მარტივად ისწავლონ ანბანი,  შექმენით პატარა ანბანის წიგნი. შეგიძლიათ გამოიყენოთ  ღილები და თეთრი ფერის ფურცლები, რომელზეც ასოებს მონიშნავთ.




მათემატიკა

ამ სათამაშოს დახმარებით ბავშვებს მათემატიკური ამოცანის ამოხსნას ბევრად გაუმარტივებთ.




 
 ფიგურები

ფერადი შუშის მეშვეობით შემქნით ფიგურები და აჩვენეთ ბავშვებს. ეს არის ყველაზე მარტივი გზა, რომ მათ ფიგურების ცნობა ისწავლონ.




ქიმიური ექსპერიმენტი

მოიმარჯვეთ გასაბერი ბუშტი,  ჩაასხით მასში წყალი და ანთებული სანთლის მეშვეობით დაანახაეთ ბავშვს, რომ ბუშტი არ გასკდება თუ  ცეცხლთან ძალიან ახლოს არ მიიტანს.





წონის საზომი ერთეულები

ეს ილუსტრაცია დაგემხარბათ, რომ ბავშვს ასწავლოთ წონის საზომი ერთეულები. ჩაყარეთ სხვადასხვა ოდენობის ბრინჯი გამჭვირვალე შეფუთვაში და დააწერეთ შესაბამისი კილოგრამები, გრამები და ა.შ. 



რიცხვები

ხატვა  საუკეთესო საშუალებაა, რომ თქვემა შვილმა რიცხვები სწრაფად და მარტივად ისწავლოს.





ყოველდღიური ცხრილი

ყოველდღიური რუტინის დასამახსოვრებლად  შექმენით ვიზუალური მაგალითები, რომ ბავშვმა მარტივად აღიქვას როდის რა უნდა  გააკეთოს.




რას ამბობენ ჩვენზე