მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
6 წლის ბავშვი უკვე საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ გაცნობიერებულად პასუხობდეს მარტივ და არც ისე მარტივ შეკითხვებს.
მსოფლიოს წამყვანმა პედიატრებმა შეადგინეს შეკითხვების სია, რომლებზეც სასურველია, რომ ყველა 6 წლის ბავშვი პასუხობდეს. ჩაუტარეთ პატარებს ერთგვარი ტესტი და გაიგეთ, რამდენეად საზრიანია თქვენი შვილი.
- რამდენი წლის არის მამა (დედა, და, ძმა)? როდის აქვთ მათ დაბადების დღე?
- სად მუშაობს მამა (დედა)?
- რა ზომა ფეხი გაქვს?
- როგორ უნდა გავუყაროთ ნემსში ძაფი?
- როგორ უნდა დავაკეროთ ღილი?
- რა უნდა გავაკეთოთ, თუ თითი გაგვეჭრა?
- რა უნდა გააკეთო, თუკი თავი დაარტყი და გული გერევა?
- როგორ უნდა დავრეკოთ ტელეფონზე?
- დავუშვათ, ბანაობ (მდინარეში, ტბაში, ზღვაში). რა შემთხვევაში უნდა ამოხვიდე დაუყოვნებლივ წყლიდან?
- სად არ უნდა მიირთვა ნაყინი?
- როგორ უნდა მოიქცე მაგიდასთან?
- რა შემთხვევაში იკბინება ფუტკარი? რა განსხვავებაა ფუტკარსა და კრაზანას შორის?
- რისი ჭამა შეიძლება, როცა მუცელი გტკივა?
- რისი ჭამა არ შეიძლება, თუკი კბილი გტკივა?
- როგორი საჭმლის შემდეგ გწყურია წყალი?
- რა რაოდენობით უნდა ვსვათ წყალი სიცხეში?
- როგორ უნდა გავრეცხოთ ჭუჭყიანი ჭურჭელი?
- როგორი კარტოფილი უფრო მალე იხარშება – მთლიანი თუ დაჭრილი? როგორ უნდა შევწვათ კარტოფილი?
- როგორ უნდა გავთალოთ სწორად კარტოფილი (ახალი და ძველი)? როგორ გავთალოთ სტაფილო?
- სად უნდა წავიღოთ უვარგისი საჭმლის ნარჩენები?
- როგორ მოვამზადოთ ჩაი? რამდენი კოვზი შაქარი უნდა გავუკეთოთ ერთ ფინჯან ჩაის?
- რა ღირს ერთი ბატონი პური (თეთრი ან შავი)?
- შეიძლება თუ არა ძაღლის ისევე დაბანა, როგორც კატის? თუ შეიძლება, მაშინ როგორ?
- სახლში გაზის სუნია? როგორ უნდა მოვიქცეთ?
- როგორ გავწმინდოთ ფეხსაცმელი, გავრეცხოთ პერანგი?
- სად არის უფრო სქელი ყინული? – წყალსაცავის ნაპირზე თუ სიღრმეში?
- ძირს წყლის გუბეა? როგორი ნაჭრით სჯობს მისი გაწმენდა- მშრალით თუ სველით?
- რატომ არ შეიძლება, დამთვალიერებლებმა აჭამონ ცხოველებს ზოოპარკში?
- როგორ უნდა მოვიქცეთ სტუმრად ყოფნისას?
- რა უყვარს ყველაზე მეტად მამას (დედას)?
- რატომ არ შეიძლება მშენებლობის სიახლოვეს თამაში?
- რამდენ ნაჭერ პურს ჭამ სადილად?
- რამდენ წუთში მიდიხარ სკოლაში ფეხით (ტრანსპორტით)?
- როგორ ვებრძოლოთ ბუზებს, კოღოებს, ტარაკნებს?
- შენი მისამართი (სახლის, ტელეფონის ნომერი).
- როგორ უნდა მოვუაროთ სახლის მცენარეებს?
- როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ელექტრული მოწყობილობა ნაპერწკლებს ყრის და სახლში დამწვრის სუნია?
- როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი მინის ჭურჭელი (ჭიქა, ვაზა) გადმოვარდა და დაიფშვნა?
- ბურთი ხიდიდან გადავარდა? როგორ უნდა მოვიქცეთ?
- ძაღლმა გიკბინა? როგორ მოიქცევით?
- შენს წინაშეა დაჭრილი ფრინველი, როგორ მოიქცევი?
- როგორ დავხატოთ ფარგლის გარეშე სწორად წრე?
- როგორ გავავლოთ სახაზავის გარეშე სწორი ხაზი?
- როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი სიარულის დროს მუხლები ძალიან აგვტკივდა?
- რა ვუყოთ ძველ გაზეთებსა და რვეულებს?
- თუკი ადუღებულ წყალში ჩაგვივარდა კოვზი ან ჭიქა, როგორ მოვიქცეთ?
- წვიმის დროს სახლის წინ დიდი გუბე დადგა. როგორ მოვიქცეთ, რომ ადამიანებს სახლში შესვლა-გასვლა გავუადვილოთ?