24 ოქტომბერი, 2017
ქუთაისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სკოლებს რეაბილიტაციას განათლების სამინისტრო ჩაუტარებს
ქუთაისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სკოლებს რეაბილიტაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩაუტარებს. შენობები სპეციალურმა კომისიამ შეამოწმა და ზარალი შეისწავლა.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს მსჯელობა, პირველად სარებილიტაციო სამუშაოები რომელ სკოლაში ჩატარდება.ქუთაისში 16 ოქტომბერს სტიქიის გამო პრობლემები შეექმნა მე-14, 24-ე, 32-ე და 35-ე სკოლებს. დაიტბორა პირველი სართული და სარდაფები, დაზიანდა ინვენტარი.
იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იმერეთს სტიქიის შედეგად სულ 8 მილიონი ლარის ზარალი მიადგა.