izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
რჩევები მშობლებს
24 სექტემბერი, 2018
რეკომენდაცია მშობლებს - შვიდი რამ, რაც თქვენს შვილებს უნდა ასწავლოთ

მშობლები ბავშვის აღზრდისას ხშირად აწყდებიან პრობლემას და არ იციან როგორ მოიქცნენ. იმისთვის, რომ ბავშვს მომავალში სხვადასხვა გამოწვევასთან გამკლავება არ გაუჭირდეს და საკუთარი თავის დაცვა შეძლოს, აუცილებელია მშობელმა ასწავლოს შემდეგი შვიდი რამ:



ასწავლეთ სიტყვა ,,არა’’

პრობლემა: შეიძლება კლასელმა სთხოვოს დავალების გადაწერა, იმ შემთხვევაში თუ თქვენი შვილი დათანხმდება მასწავლებელთან მივა ორი ერთნაირად დაწერილი ტესტი, რის გამოც ორივე მათგანის ნაშრომი დაბალ შეფასებას მიიღებს.

პრობლემის გადაჭრის გზა: აუხსენით ბავშვებს, რომ როდესაც ცდილობენ მისი ცოდნის გამოყენებას ამით თვითონაც ზარალდება და სხვაც. ასწავლეთ შვილს "არას" თქმა და ასეთ სიტუაციებში ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა "ჯერ არ დამიმთავრებია, ნუ მაცდენ" და ა.შ. ასეთი ქცევა თქვენს შვილს თავდაჯერებულობას აუმაღლებს.


უთხარით ბავშვებს , რომ ნიშნები არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი

 

პრობლემა: როდესაც ბავშვი ცუდ ნიშანს იღებს ისტრესება, ტირის  და ვერ ეუბნება მშობლებს, რადგან ეშინია არ დაისაჯოს.

პრობლემის გადაჭრის გზა: უთხარით ბავშვს, რომ დაბალი ნიშანი სამყაროს აღსასრულს არ ნიშნავს, შვილს ამის გამო არ უნდა უყვიროთ ან დასაჯოთ. აჩვენეთ მას, რომ თქვენი სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას.  უთხარით მას: "ალბათ, ეს იმიტომ მოხდა, რომ უფრო კარგად ისწავლო. შემდეგში უფრო კარგად გამოგივა". აქედან გამომდინარე, თქვენს შვილს მომავალში სირთულეების აღარ შეეშინდება.


ასწავლეთ სხვისი დახმარება


სიტუაცია: თქვენი შვილი გიყვებათ, რომ სკოლაში ვინმეს  ჩაგრავენ და  მას დახმარება სურს, მაგრამ არ იცის, როგორ მოიქცეს.

პრობლემის გადაჭრის გზა: კარგი იქნება, თუ ბავშვს პატარაობიდანვე ვასწავლით, სხვების დახმარებას. უმჯობესია, თუ  მაგალითს მისცემთ, ბავშვმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა მის პატარა დაზე ან ძმაზე, ბიძაშვილზე ან თუნდაც შინაურ ცხოველზე.


ასწავლეთ საქმის სიყვარული


სიტუაცია: სკოლის გაკვეთილების, დავალებების შესრულების და სხვადასხვა აქტივობის შემდეგ ბავშვი იღლება და  სჭირდება განტვირთვა.

პრობლემის გადაჭრის გზა: მშობლებს სურთ, თავიანთი შვილი ბედნიერი იყოს და ბევრ წარმატებას მიაღწიოს, ამიტომაც რაც შეიძლება მეტად ტვირთავენ მას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ადამიანს ნამდვილ წარმატებას და ბედნიერებას იმის გაკეთება მოუტანს, რაც მართლა უყვარს. დართეთ ნება საკუთარ შვილებს დღის განმავლობაში დაკავდნენ მათთვის სასურველი საქმიანობით.


ასწავლეთ ჯანსაღი ცხოვრების სიყვარული


პრობლემა: თუ თქვენი ბავშვი მორცხვია და მეგობრებთან ყოფნას სახლში ურჩევნია.

პრობლემის გადაჭრის გზა: შესთავაზეთ მას რომელიმე სპორტის სახეობა. სპორტულ გუნდს, რომელსაც საერთო ინტერესები აქვს კარგი გავლენა ექნება თქვენი შვილის ხასიათზე. სპორტი ბავშვში თავდაჯერებულობის გრძნობას აჩენს. თუმცა, მშობლებს არ უნდა დაავიწყდეთ შვილის ინტერესების გათვალისწინებაც და მისცენ მას საშუალება, თავად აირჩიოს, რომელი სპორტი ურჩევნია. თუ მას რაგბი მოსწონს, ნუ შეიყვანთ ფეხბურთზე!


ასწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული

პრობლემა: თუ ბავშვი გეუბნებათ- ,, ქეთის უფრო ლამაზი თმა და თვალები აქვს მე კი უშნო ვარ’’ ადრე თუ გვიან, ყველა ბავშვი იწყებს საკუთარი თავის სხვებთან შედარებას, რაც შეიძლება პრობლემა გახდეს მომავალში.

პრობლემის გადაჭრის გზაა: ხშირად უთხარით თქვენ შვილს, რომ ლამაზია და ძალიან გიყვართ.


ასწავლეთ რთულ სიტუაციებთან გამკლავება


სიტუაცია: თქვენი შვილის კლასელები სხვებს აბულინგებენ და დასცინიან. შედეგად კი თქვენს შვილს სკოლაში წასვლა აღარ უნდა, რადგან ემოციურ ტკივილს იღებს.

პრობლემის გადაჭრის გზა: კარგი იქნება თუ მშობელი არ ჩაერევა. აუხსენით შვილს, რომ სინამდვილეში პრობლემა მჩაგვრელს აქვს, რადგან სხვების დაცინვით სურს, თავად გამოჩნდეს "მაგარი". თუ ჩაგრულების თვალებში მობულინგე შიშს ვერ დაინახავს, სხვა ბავშვებიც აღარ დასცინებენ, რადგან ნახავენ, რომ მჩაგვრელი არანაირ რეაქციას არ იწვევს სხვებში.

იმედი გვაქვს  სტატიაში მოცემული 7 რჩევა მშობლებს დაეხმარება, რომ  ბავშვები უფრო მეტად  ბედნიერები და თავდაჯერებული  გახადონ.


 

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერი ,,ბავშვებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა’’

გაიარეთ სავარჯიშო ტესტი ყოველ ხუთშაბათს და მოემზადეთ თვის შემაჯამებელი ტესტისთვის.
რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზეwww.izrune.ge/geo/10

izrune.ge გისურვებთ წარმატებებს!   



რას ამბობენ ჩვენზე