izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი.

izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე.

ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად  პირადად შეაფასონ  შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://www.izrune.ge/geo/10

რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად  არეგისტრირებს  ბავშვ(ებ)ს. ოჯახის  წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით.

პაკეტების ფასებია:
1 თვე - 9 ლარი
3 თვე - 27 ლარი 19 ლარი
6 თვე - 54 ლარი  39 ლარი
სასწავლო წელი - 90 ლარი  59 ლარი

ასევე  სპეციალური შეთავაზება  საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას „ეტალონისა“ და izrune.ge-სგან. ეტალონის ხელმომწერი სკოლის ყველა მოსწავლე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით და პაკეტებით უპრეცედენტო და ინოვაციური ტესტირების  საიტზე - izrune.ge.  სკოლას გადაეცემა ინდივიდუალური ფასდაკლების კოდი და თითოეული მოსწავლისთვის პაკეტის ღირებულება თვეში 9 ლარის ნაცვლად შეადგენს 1 ლარს,  ხოლო მთლიანი სასწავლო წლის ღირებულება 10 ლარს.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისთვის  საჭიროა სკოლისგან მიღებული ინდივიდუალური პრომო კოდის შეყვანა  izrune.ge-ს პროფილზე რეგისტრაციის ან პაკეტის განახლების დროს. 

გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია:

1. ბარათის საშუალებით უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან,

2. საბანკო გადმორიცხვის მონაცემებით:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
მიმღების სახელი: შპს ეტალონი-განათლება
დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი, პროფილის ნომერი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ს/კ : 404561979
თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი ბანკიდან

3. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (TBC Pay,  Paybox და  Express Pay) საშუალებით მოსწავლის პროფილის ექვს ციფრიანი ნომრით

​მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ყოველ ხუთშაბათს  გაიარონ  სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის,  რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს - მშობლის თანდასწრებით. 

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გექნებათ მიუსხდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი იქნება განსხვავებული და ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით. ტესტის შედეგებსაც შეიტყობთ ტესტის დასრულებისთანავე.

და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდას წარმატებისთვის ამზადებთ თქვენ - მშობლები, izrune.ge და სკოლა.

დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!
  
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
11 სექტემბერი, 2018
N133-ე საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე- ,,ყველა მშობელს ვურჩევ, დაარეგისტრირონ შვილები Izrune.ge-ზე“

ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით izrune.geკიდევ ერთ წარმატებულ სკოლას გაგაცნობთ.  ამჯერად საგანმანათლებლო ვებ-გვერდის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებსა და შეხედულებებს N133-ე საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე, ამავე სკოლის მოსწავლეები და მშობლები გაგიზიარებენ. 

N133-ე საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე:

,,მოგეხსენებათ ახალი სასწავლო  წლის სამზადისი ფინალს უახლოვდება. გასულ სასწავლო წელთან შედარებით, წელს 200-ით გაიზარდა მოსწავლეების რაოდენობა, ხოლო ბოლო სამი წლის მანძილზე 700-ით მეტი მოსწავლე გვყავს. ეს სტატისტიკა მიუთითებს სკოლის სწორ პოლიტიკაზე, საზოგადოების გაზრდილ ნდობასა და დამოკიდებულებაზე. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვართ ბავშვზე ორიენტირებული სკოლა და  ჩვენი სასკოლო საზოგადოება მზად  ვართ აღვზარდოთ დამოუკიდებელი, მოტივირებული, კონკურენტუნარიანი და პროგრესულად მოაზროვნე თაობა , რომელიც  უპასუხებს თანამედროვე  სამყაროს გამოწვევებს.

ჩვენთვის კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება მშობლებთან აქტიური ურთიერთობა, რაშიც დიდ დახმარებას გვიწევს ინოვაციური  საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge . ჩემი და ჩემი გუნდისთვის ამოსავალი წერტილია მოსწავლე, რომელიც თავს ბედნიერად გრძნობს, მოსწავლე, რომელსაც აძლევენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის განათლებას. მოსწავლე, რომელიც სკოლაში  მიღებულ ცოდნას ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე გამოიყენებს.’’

ლიანა ფუტკარაძის თქმით, Izrune.ge  გააერთიანებს სასკოლო საზოგადოებას: ოჯახს, სკოლას, მშობელს, ბავშვს.


,, როდესაც მშობელი დაახლოვებულია ბავშვთან და მუდმივად იღებს ინფორმაციას ბავშვის განათლების შესახებ, ცხადია , იზრდება სკოლისა და ოჯახის პასუხისმგებლობა, რაც საბოლოო ჯამში კარგ შედეგს მოგვიტანს. Izrune.ge-ს ვებ-გვერდზე  უკვე N133-ე საჯარო სკოლის  500-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული და ნაწილი, დიდი ენთუზიაზმით, სწავლის დაწყებისთანავე  ჩაერთვება. ვფიქრობ  Izrune.ge-ს იმაზე დიდ სარგებელს მოგვიტანს, ვიდრე ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს.’’

ლიანა ფუტკაარძე  ამბობს რომ, izrune.ge-ს  საშუალებით გაიზრდება ბავშის წიგნიერების დონე.

,, პორტალზე განთავსებული კითხვარების საშუალებით ბავშვები აუცილებლად ესტუმრებიან ვებ-საიტებს, ბიბლიოთეკას და  გაიღრმავებენ ცოდნას. ეს საგანმანათლებლო პორტალი ხელს უწყობს  ბავშვის  აკადემიური უნარ-ჩევევბის გაუმჯობესებას. წიგნიერება განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ტრაექტორიას. მე ყველა მშობელს ვურჩევ , ვისთვისაც შვილის მომავალი არის პრიორიტეტული აუცილებლად ჩაერთონ ამ პროექტში. დარეგისტრირდნენ შვილებთან ერთად izrune.ge-ს საიტზე და ხელი შეუწყონ  განათლებული თაობის აღზრდას.’’

როგორ აფასებენ ახალ პროექტს თბილისის N133-ე სკოლის მოსწავლეები და მშობლები:


საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები:

მარიკა ჩხეტიანი მშობელი:


,,ყველა მშობელს ვურჩევდი, დარეგისტრირდნენ izrune.ge-ზე , რადგან ეს ჩვენს შვილებს ახალ გამოცდილებას და ცოდნას მისცემს. ბავშვი მოუთმენლად ელოდება ხუთშაბათის ყოველ  ახალ ტესტს. უკვე ბევრი სიგელი აიღო, ყველა ტესტში მაქსიმალურ ქულებს იღებს, რაც ,მე როგორც მშობელს, მაბედნიერებს. ეს ტესტები მოსწავლეებს ლოგიკურ აზროვნებას უვითარებს . რეგისტრაციის თანხაც მიზერულია და მე მივესალმები ამ პროექტის განვითარებას.’’

თეა გრიგოლია მშობელი:


,, Izrune.ge ძალიან კარგი პლატფორმაა, რეგისტრაციაც მარტივად გავიარეთ, ყველაფერი ხელმისაწვდომია, მომწონს ის, რომ ბავშვი თვითონვეა დაინტერესებული და ეჩვევა დამოუკიდებელ აზროვნებას. მახარებს ის ფაქტი,რომ  ბავშვს  ონლაინ რეჟიმში შეუძლია ჩემს გარეშე გააკეთოს ტესტები. ყველას ვურჩევდი ,რომ დარეგისტრირდნენ ამ ვებ-გვერდზე და ნამდვილად კმაყოფილები დარჩებიან’’

ინგა ღლონტი მშობელი:

,,მინდა გითხრათ, რომ საინტერესო ტესტებია, ბავშვი სწავლობს დამოუკიდებლობას, ისეთი კითხვებია შემუშავებული, რომლებიც ბავშვმა უნდა იცოდეს. ვფიქრობ,რომ Izrune.ge ხელს შეუწყობს ბაშვების გონებრივ ზრდას და განვითარებას’’

ირინა ფოფხაძე მშობელი:

,,ჩემ შვილს ძალიან მოსწონს ეს ტესტები,სიხარულით აკეთებს. ქულები, პრიზები ეს ყველაფერი დიდ სტიმულს აძლევს. ვფიქრობ , ეს პორტალი  ბავშვს უფრო გაუუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს ,სანამ ეს არაჩვეულებრივი საგანმანათლებლო ვებ-გვერდი Izrune.ge შეიქმნებოდა მე ვყიდულობდი ტესტებს და ისე ვაკეთებდით.  ონლაინ რეჟიმში ეს ყველაფერი დიდი კომფორტია, ყველაფერი უფრო მოსახერხებელია ,როგორც ბავშისთვის, ასევე მშობლებისთვის’’ 

ანა ხომერიკი  მშობელი:

,,მე და ჩემი შვილები ძალიან კმაყოფილები ვართ izrune.ge-ს არსებობით. ბავშვი ეჩვევა სწრაფ და დამოუკიდებელ აზროვნებას , სკოლის პროგრამასაც იხსენებს და გონებასაც ავარჯიშებს.’’

როგორ აფასებენ Izrune.ge-ს თბილისის N133-ე  საჯაროს სკოლის მოსწავლეები:


მარიამ საბანაძე, N133-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე:

,,izrune.ge ძალიან მომწონს.  კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით. ჩემს მეგობრებს და თანატოლებსაც ვურჩევ ,რომ დარეგისტრირდნენ და გააკეთონ ეს ტესტები. მე ჩემს მამიდაშვილს ვურჩიე უკვე იმიტომ, რომ ეს საიტი ვინც იცის ყველას მოსწონს. მე ვფიქრობ, რომ მომავალში სკოლის ონლაინ გამოცდებში ეს გამოცდილება  ძალიან დამეხმარება’’ 

ნინო ქიტიაშვილი N133-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე:

,,ძალიან კმაყოფილი ვარ Izrune.ge-თი. ჩემთვის ეს საიტი საინტერესოა, მე მომწონს ყველა ტესტი, რომელიც საიტზეა განთავსებული. ჩემთვის და ჩემი კლასელებისთვის ტესტებზე მუშაობა ნამდვილად სახალისოა. ყოველთვის მოუთმენლად ველოდებით ხოლმე სიახლეებს.’’

ლიზი მარტოძე  N133-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე:


 ,,მე ძალიან მომწონს Izrune.ge-ს ტესტები,ყოველ ხუთშაბათს ვაკეთებ ხოლმე და ეს ჩემთვის გასართობიც არის  და საინტერესოც. ჩემს ახლობლებს და თანატოლებსაც ვურჩიე დარეგისტრირება, ისე მომეწეონა. მე თითქმის ყველა ტესტში მასქსიმალურ შედეგს ვიღებ და ძალიან ბედნიერი ვარ’’




რას ამბობენ ჩვენზე