საიტზე ხელმისაწვდომია 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
23 აგვისტო, 2018
სავალდებულოა თუ არა აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სკოლებსა და ბაღებში
მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან სავალდებულო აცრებზე ისაუბრა, კითხვა-სკოლებსა და ბაღებში ვაქცინაციის გარეშე მოსწავლეთა და აღსაზრდელთა მიღება შესაძლებელი იქნება თუ არა, აქტუალური გახდა. 

როგორც Etaloni.ge-ს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, ბაღებში აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ იქნება: 

„ჩვენ ვმოქმედებთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად და ყველა მშობელს ვაწვდით ინფორმაციას, რომ ბავშვებს აცრა ჩაუტარონ. ამასთანავე, რეგისტრაცის დროს, მშობლებს ჯანმრთელობის ცნობის წარდგენას ვთხოვთ, სადაც ასახულია აცრების ისტორია. თუმცა ჩვენს ბაღებში აცრების ჩატარება სავალდებულო არ არის,“-განმარტა გვანცელაძემ. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით კი ბავშვების მშობლებს მხოლოდ რეკომენდაცია ეძლევათ დროულად უზრუნველყონ შვილებისთვის აცრების ჩატარება:

„წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის № 41 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აღნიშნული პროცესისათვის ხელშეწყობის მიზნით, დაევალა ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენა და ინფორმაციის მიწოდება სჯდ ცენტრებისათვის;

აღნიშნული ხორციელდება სკოლის ექიმების მიერ ყველა კლასში. აუცრელი ბავშვების მშობლებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროულად უზრუნველყონ შვილებისთვის აცრების ჩატარება.
მოსწავლის სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალში არ არის გეგმიური აცრების ჩატარების თაობაზე გაცემული ცნობა“, - აღნიშნავენ სამინისტროში. 

ცნობისთვის, საქართველოში წითელას ვაქცინაცია 40 წლამდე ასაკის მოქალაქეთათვის უფასოა,  40 წელს ზემოთ პირს კი ვაქცინაციის გაკეთება უფასოდ მაშინ შეუძლია, თუ მას წითელათი დაავადებულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.


რას ამბობენ ჩვენზე