საიტზე ხელმისაწვდომია 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
22 აგვისტო, 2018
„სავალდებულო აცრებზე თავის არიდების გამო შესაძლოა, მშობლებზე სანქციები შემოიღონ“

„თუ ბავშვს სავალდებულო აცრები არ ექნება გაკეთებული, საბავშვო ბაღსა და სკოლაში შესაძლოა, არ მიიღონ,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ 1TV-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ამ სახის შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს, თუმცა არ არის გამორიცხული, მომდევნო ეტაპზე, მშობლებზე სანქციებიც შემოიღონ. იმნაძის თქმით, ევროპის ქვეყნებში – გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში მსგავსი პრაქტიკა დანერგილია.

„თანამედროვე ვაქცინები არის ძალიან მაღალეფექტური და პრაქტიკულად, გვერდითი მოვლენები არ გააჩნია. განსაკუთრებულ შემთხვევებში ერთი მილიონიდან ერთი შემთხვევა შეიძლება იყოს სერიოზული გვერდითი მოვლენა, მაგრამ ნებისმიერი ნემსის ჩხვლეტა შეიძლება იყოს სარისკო. ამიტომ, თანამედროვე კაცობრიობა დიდი ხანია, მივიდა იმ აზრამდე, რომ აცრები ბავშვებისათვის აუცილებელია. ის არის უსაფრთხო და ეფექტური.

სავალდებულო აცრებს რაც შეეხება, პარლამენტის გადასაწყვეტია, როდის მიიღებს ამას. ეს არის ევროპული გამოცდილება, ევროპის წამყვან ქვეყნებში – საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში მიღებულია კანონმდებლობა, რომლითაც ვაქცინაცია სავალდებულოა. ბაღში, სკოლაში ბავშვს არ მიიღებენ, თუ ის არ არის აცრილი. აქედან გამომდინარე, ჩვენთანაც პარლამენტში მიმდინარეობს ეს მსჯელობა და იმედი გვაქვს, რომ შემოდგომიდან ვაქცინაცია საქართველოშიც სავალდებულო გახდება,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.



რას ამბობენ ჩვენზე