საიტზე ხელმისაწვდომია 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები ყველა მოსწავლისთვის
X

მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი. 

 izrune.ge-ს იდეა გაჩნდა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე. 

 ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე. 

 ოჯახის წევრებს საშუალებას ვაძლევთ პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე. 

 რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება მათზე ინდივიდუალურად მორგებული, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტები. 

 რეგისტრაციის გასავლელად გადადითბმულზე

 რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი ან მთელი სასწავლო წლის.

 პაკეტებისფასები :

 1 თვე - 9 ლარი 

3 თვე - 27 ლარი 19 ლარი

6 თვე - 54 ლარი  39 ლარი

სასწავლოწელი - 90 ლარი  59 ლარი

 გადახდის მარტივი მექანიზმი, ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის.

 ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს საშუალება გექნებათ მიუჯდეთ შვილს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირადად პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ შვილ(ებ)ის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე - სპეციალურად მომზადებული ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტის მეშვეობით, რომელსაც თქვენი ბავშვი თქვენს თვალწინ გასცემს პასუხს. ტესტის შედეგებსაც მაშინვე შეიტყობთ.

 და რაც მთავარია, მშობლებს და ოჯახის წევრებს საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ თქვენი შვილის წინსვლას და განვითარებას პირად გვერდზე დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით.

 დაარეგისტრირეთ ბავშვები!

ერთად ვიზრუნოთ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე! 

 მოსწავლეებო!!! დააგროვეთ ორდენები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი მიღწევები და წარმატებები!!!

საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
20 აგვისტო, 2018
გრიფირებაზე უარი კიდევ რამდენიმე სახელმძღვანელოს ეთქვა
გრიფირებაზე უარი კიდევ რამდენიმე სახელმძღვანელოს ეთქვა. შესაბამის ბრძანებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულია აწერს ხელს.

იხილეთ სახელმძღვანელოები, რომლებსაც გრიფის მინიჭებაზე უარი ეთქვათ

აღსანიშნავია, რომ მანამდე კიდევ რამდენიმე სახელმძღვანელოს არ მიენიჭა გრიფი. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ბრძანების საფუძველზე, რამდენიმე სახელმძღვანელოს მინიჭებული გრიფი მოეხსნა

გარდა ამისა, დღემდე რამდენიმე საგანი სახელმძღვანელოსა და გრიფის გარეშეა. ჯერ ისევ არ მინიჭებია გრიფი არც ერთ სახელმძღვანელოს შემდეგ საგნებში –  „მე და საზოგადოება“ და ჩემი საქართველო“. საგანი - „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“ ისევ გრიფისა და სახელმძღვანელოს გარეშეა. ამ საგნის სახელმძღავნელოსთან დაკავშირებით, სამინისტრომ კონკურსი მეორედ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშილმა თანამდებობაზე დანიშვნიდან მცირე ხანში განაცხადა, რომ გრიფირების პროცესში ხარვეზები გამოიკვეთა და საკითხის შესწავლა შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა.


რას ამბობენ ჩვენზე